თურქული “ანტალიასპორის” ვარსკვლავმა, სამუელ ეტო’ომ კლუბის ერთ-ერთ გულშემატკივართან ძალზედ საინტერესო სანაძლეო “დადო”, რომლის თანახმადაც ეტო’ომ ფანს 100 000 ევრო უნდა გადაუხადოს, მისი გუნდი სეზონს ათეულში თუ არ დაამთავრებს.
საქმე იმაშია, რომ თურქული გუნდი ახალ სეზონს საშინელ ფორმაში შეხვდა. “ანტალიასპორმა” პირველი 7 მატჩიდან მხოლოდ 3 ქულის მოპოვება მოახერხა, ისიც 3 ფრედ დასრულებული მატჩის წყალობით. მათი მომდევნო მეტოქე კი “ბეშიქთაში”, ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.
Samuel Eto'o, 1-1 biten maç sonrası tepki gösteren taraftara: "Bu sezon ligi ilk 10'da tamamlamazsak sana 100 bin euro vereceğim." pic.twitter.com/wIu6tLa49M
— Spor Artı ⚽️ (@Spor_Art) October 18, 2016
როდესაც აუტსაიდერ “რიზესპორთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ თურქული გუნდის ფანმა, მეჰმედ აქდენიზმა ეტო’ოს კლუბის ცუდ ფორმაზე შესჩივლა, სამუელმა განაცხადა: “სეზონის ბოლოს ათეულში ვიქნებით. ასე თუ არ იქნა, 100 000 ევროს მოგცემ, დამიჯერე.”