ეუსებიო დი ფრანჩესკო: “ოთხშაბათს მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში რომის “რომა” სტუმრად, მერსესაიდის “ლივერპულთან” ანგარიშით, 2-5 დამარცხდა. დღეს იტალიელებმა ქვეყნის ჩემპიონატში “კიევოს” სძლიეს (4-1). მატჩის შემდეგ რომაელთა მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო ჟურნალისტებს ესაუბრა და “ლივერპულთან” დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი.

“აუცილებელია, რომ ჩვენი ფიზიკური და მენტალური ენერგია აღვიდგინოთ. ოთხშაბათს, მატჩი ისე უნდა დავტოვოთ, რომ ვიცოდეთ, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ ფინალში გასასვლელად. ბოლო დროს ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ კარგი შედეგების მიღწევა შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე. უნდა ვირწმუნოთ, ეს ფუნდამენტალურია!” – ამბობს “რომას” თავკაცი.

ლუიშ ფიგუ: “ეუსებიოს რონალდუზე წინ დავაყენებდი”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ვარსკვლავის, ლუიშ ფიგუსათვის ეუსებიო უფრო დიდი ფიგურაა ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიურ ფეხბურთში. ამის შესახებ განცხადება მან As-თან საუბრისას გააკეთა.

“კრიშტიანუ რონალდუს სიძლიერეს ვაღიარებ, მის წარმატებებს ყოველტვის ვიზიარებ. ის ყოველ წელს უფრო ძლიერი გვიბრუნდება. ის ისტორიას ქმნის.

მიუხედავად ამ ყველაფრისა და იმისა, რომ ეუსებიოს თამაში არასდროს მინახავს, მე მას ყველაფერზე წინ დავაყენებდი. ის ჩემს მიმართ უდიდეს სიყვარულსა და მეგობრობას იჩენდა.

ყველა იტყვის, რომ სუბიექტური ვარ, მაგრამ აქ საქმე უბრალოდ პატივისცემას ეხება.”

პელე: “ეუსებიო ჩემთვის ძმასავით იყო”

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე პორტუგალიელი ეუსებიოს გარდაცვალებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის მისთვის ძმასავით იყო.

შეგახსენებთ, რომ ეუსებიო 71 წლის ასაკში, გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.

“ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, ეუსებიო ჩემთვის ძმასავით იყო. ჩვენ ერთმანეთთან 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დავმეგობრდით, ბოლოს კი, ბოსტონში, ბრაზილიასა და პორტუგალიას შორის გამართულ შეხვედრისას ვნახე”, – ამბობს პელე.

მურთაზ ხურცილავა: „ეუსებიო ფეხბურთის ვირტუოზი იყო“

თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მურთაზ ხურცილავამ გაიხსენა, როგორი ფეხბურთელი იყო ეუსებიო.

„ეუსებიოს პირველად 1966 წელს ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდი, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრები მესმე ადგილისთვის ბრძოლაში პორტუგალიას შეხვდა (1:2). ის მატჩი ორივე გუნდის შესრულებით ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი იყო, მაგრამ გამორჩეულად ეუსებიოს საოცრად ლამაზი თამაში დამამახსოვრდა. ის ფეხბურთის ვირტუოზი გახლდათ, ძალიან ტექნიკური და კულტურული მოთამაშე იყო. ჩვენ, ფეხბურთელები დიდი პატივისცემით ვეპყრობოდით ასეთ მეტოქეებს“, – აღნიშნა ბატონმა მურთაზმა.

მურთაზ ხურცილავა ეუსებიოს მეორედ 1971 წელს, ლეგენდარული ლევ იაშინის გამოსათხოვარ მატჩზე შეხვდა, რომელის მოსკოვში გაიმართა.

„მაშინ მსოფლიოს ნაკრები საბჭოთა კავშირის „დინამოს“ კლუბებს დაუპირისპირდა. იმ შეხვედრაში მოსკოვის, კიევის, თბილისისა და მინსკის „დინამოები“ ერთი გუნდად ასპარეზობდა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ეუსებიომ ამჯერადაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – განაცხადა მურთაზ ხურცილავამ.

მატჩის შემდეგ გამართულ ბანკეტზე ხურცილავა მაგიდასთან ეუსებიოს პირისპირ იჯდა.

„ეუსებიოს თავშეკავებამ გამაოცა, ის ხომ იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო?!“ – ციტირებს მურთაზ ხურცილავას სიტყვებს „იტარ-ტასი“.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას, ლეგენდარული ეუსებიო 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბექა დოგრაშვილი

გარდაიცვალა ფეხბურთის ლეგენდა ეუსებიო

პორტუგალიური პრესის ცნობით, დღეს, გამთენიისას 3:30 საათზე, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ეუსებიო და სილვა ფერეირა, იგივე ეუსებიო გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეუსებიო გულის დაავადების გამო, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1966 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეუსებიო პორტუგალიის ნაკრების ლიდერი იყო. პორტუგალიელებმა ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო ლეგენდარული მოთამაშე 9 გატანილი გოლით ბომბარდირი გახდა. ამის შემდეგ, მას “შავი პანტერა” უწოდეს.

“შავი პანტერა” გამოირჩეოდა სისწრაფით, ტექნიკით და ძლიერი მარჯვენა ფეხით.

“ბენფიკასთან” ერთად, ესუსებიომ 11 პორტუგალიორი ტიტული და ერთი ევროპის თასი მოიგო.

რაც შეეხება ინდივიდუალურ პრიზებს, 1965 წელს, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო 1968 და 1973 წლებში ოქროს ბუცი მოიპოვა.

დიტო ჭიჭინაძე

ფიგუ: „რონალდუს ეუსებიოსთან შედარება არასწორია“

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ კრიშტიანო რონალდუს ეუსებიოსთან შედარება არაკორექტულია. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში რონალდუმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, სანაკრებო დონეზე 43 გოლი მოაგროვა და პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ეუსებიო უკან ჩამოიტოვა.

„ეს უსამართლო შედარებაა. არა მგონია, რომ ეუსებიოსთან ვინმეს შედარება შეიძლებოდეს. ჩემთვის ის მეფეა. ასეთი შედარება სუბიექტური მიდგომაა. ვიღაცას მოსწონს რონალდუ, ვიღაცას – ფიგუ, ვიღაცას კი მარადონა ან ეუსებიო. ყველას თავისი აზრი აქვს“, – ციტირებს ფიგუს სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

ბექა დოგრაშვილი