კუმანი “ატალანტასთან” განადგურების შემდეგ: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”

მერსესაიდის “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა “ატალანტასთან” სამბურთიანი სხვაობით წაგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთლიან პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

“ჩემივე თავი უნდა გავაკრიტიკო, გუნდი ნამდვილად არ იყო მომზადებული ამ მატჩისათვის. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. რაც შეეხება მეტოქეს, ისინი აგრესიულად და ორგანიზებულად თამაშობდნენ.

“ტოტენჰემთან” წაგებულ მატჩში (0:3) ჩემს თავს ბევრ კითხვას ვუსვამდი, რადგანაც არ მინდა ჩემს გუნდს ასეთ მდგომარეობაში ვხედავდე.

ჩემმა გუნდმა ცუდად ითამაშა, ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება მეტოქეს უფრო უნდოდა, ვიდრე ჩვენ. ისინი გაცილებით უფრო მომზადებულები შეხვდნენ ამ შეხვედრას,” – აცხადებს “საუთჰემპტონის” ექს-დამრიგებელი.

კლოპის განსაკუთრებული გზავნილი “ევერტონის” პატარა გულშემატკივარს (ვიდეო)

მერსესაიდის “ლივერპულის” გერმანელმა თავკაცმა, იურგენ კლოპმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტთან ერთად კარგი ადგამიანიც არის.

“წითლების” დამრიგებელმა განსაკუთრებული გზავნილი ჩაწერა 13 წლის ნოაჰ კანინგჰემისათვის, რომელიც “ევერტონის” გულშემატკივარია და საკმაოდ მძიმედ არის ავად.

გუშინ “კამფეტების” ახალგაზრდა გულშემატკივარს 10-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, მომავალი რამდენიმე კვირის მანძილზე კი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.

“სალამი ნოაჰ, ჩვენ ბენზინგასამართ სადგურთან ვიმყოფებით და მითხრეს, რომ საუკეთესო ფორმაში ვერ იმყოფები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე შეიცვლება.

როგორც გავიგე, “ევერტონის” უდიდესი გულშემატკივარი ხარ და იმედი მაქვს, რომ მაინც ისიამოვნებ ამ ვიდეოთი. ვიმედოვნებ, რომ მომავალ დერბიზე შეგხვდები,” – ვციტირებთ იურგენის სიტყვებს.

როდესაც იურგენმა დერბი ახსენა, საუბარში ნოაჰის ბიცოლა ჩაერთო სიტყვებით “რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ”, რაზეც კლოპმა სიცილით უპასუხა “რა თქმა უნდა, ვერა”.

ოფიციალურად: გილფი სიგურდსონი “ევერტონის” ფეხბურთელია

გილფი სიგურდსონი მერსესაიდის “ევერტონის” ფეხბურთელია. ამსი შესახებ ისლანდიელის ახალი კლუბის ოფიციალური გევრდი იტყობინება.

27 წლის ნახევარმცველს “სუონსი” 45 მილიონ ფუნტად შეელია. გილფიმ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სხვა დეტალები არაა საჯარო.

სიგურდსონი სამი სეზონის მანძილზე გამოდიოდა “სუონსი სიტიში” და ამ კლუბის მაისურით პრემიერ ლიგაში 27 გოლიც გაიტანა.

სიგურდსონი “ევერტონში” ითამაშებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის მანძილზე იწერებოდა, რომ მერსესაიდის “ვეერტონი” სერიოზულად ინტერესდებოდა, “სუონსის” ნახევარცმველის, გილფი სიგურდსონის შეძენით.

როგორც ცნობილი აგხდა, ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. მეტიც, გილფიმ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ინგლისელებს ისლანდიელის შეძენა 40 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

დღეს ევროპის ლიგის პლეი-ოფის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა: “დილით გილფიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა. როგორც ექიმმა მითხრა, არანაირი პრობლემა არაა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია,” – აცხადებს ჰოლანდეილი.

კუმანი: “ევერტონი” სიგურდსონის გაფორმებასთან ახლოსაა”

ისლანდიელ ნახევარმცველს, გილფი სიგურდსონს მერსესაიდის “ევერტონში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. იწერება, რომ მასში ინგლისური კლუბი 50 მილიონ ფუნტს იხდის. გუნდის მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა “სუონსის” მოთამაშის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გილფის თაობაზე “სუონსისთან” მოალაპარაკებები გვაქვს. ჩვენ მის გაფორმებასთან ახლოს ვართ, თუმცა ჯერ ბოლომდე მაინც არაფერია გადაწყვეტილი.”

“ასევე გტყვით, რომ კიდევ სამი პოზიციის მოთამაშეს ვეძებთ. ეს პოზიციებია: მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი და მოთამაშე, რომელიც ფლანგზეც და თავდასხმაშიც ითამაშებს,” – აცხადებს ჰოლანდიელი დამრიგებელი.

 

კუმანი ადასტურებს: როს ბარკლი “ევერტონიდან” მიდის

მერსესაიდული “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, როს ბარკლიმ “კამფეტებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

როგორც იცით, 23 წლის როს ბარკლის ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ ლონდონის “ტოტენჰემთან” და “არსენალთან”.

კუმანმა პრესკონფერენციაზე ასეთი განცხადება გააკეთა: “ბარკლიმ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადება უარყო, პირად საუბარში კი მითხრა, რომ ახალი გამოწვევების ძიებაშია. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.”

ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ბარკლის წასვლა გარდაუვალი, ჰოლანდიელმა ასე უპასუხა: “დიახ.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 ივლისი


“ევერტონი” სიგურდსონს არ ეშვება

მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელები მზად არიან, “სუონსის” ნახევარმცველის, გილფი სიგურდსონის სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

როგორც იცით, “გედები” გილფის სანაცვლოდ 50 მილიონს იხდიან, მაგრამ “კამფეტებს” იმედი აქვთ, რომ უელსელები დათმობაზე წავლენ და 40 + 5 მილიონიან შეთავაზებას დათანხმდებიან.


“ბარსელონამ” კოუტინიოსთან შეათანხმა

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა “ლივერპულის” ბრაზილიელ ლიდერთან, ფილიპე კოუტინიოსთან ტრანსფერის პირობები შეათანხმეს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo იუწყება.

ასე რომ, კატალონიელბს ისღა დარჩენიათ, “წითლებთან” ამ ტრანსფერის ფასი შეათანხმონ.


ჟოზე კიდევ ორ ტრანსფერს უმიზნებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს: “ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ერთი ნახევარმცველი უფრო მეტი არჩევნის უფლებას მომცემდა.

ამასთანავე, შემტევი ფეხბურთეის დამატებაც არ იქნებოდა ცუდი, განსაკუთრებით კი ისეთის, რომლებსაც ფლანგებზე შეუძლია თამაში. კონკრეტული სახელების დასახელებას არ ვაპირებ,” – განაცხადა მოუმ.


ვან დეიკი “ლივერპულთან” ძალიან ახლოსაა

“ლივერპულის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან “საუთჰემპტონის” ჰოლანდიელი ვარსკვლავის, ვირჯილ ვან დეიკის გადაბირებასთან. ამ ინფორმაციას Sky Sports ადასტურებს.

როგორც იცით, ერთი თვის წინ “წითლებმა” ოფიციალურად მოუხადეს ბოდიში “საუთჰემპტონის” ფანებს ვან დეიკის ტრანსფერთან დაკავშირებული სპეკულაციების გამო, მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.


“პარი სენ-ჟერმენი” სანჩესის გადაბირებას 40 მილიონად გეგმავს

პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს ლონდონის “არსენალის” ჩილელი ნახევარმცველის, ალექსის სანჩესის გადაბირება მხოლოდ კონკრეტულ თანხად სურთ.

Sky Sports-ის ცნობით, პარიზელები “მეთოფეებს” მხოლოდ 40 მილიონ ფუნტს სთავაზობენ. საქმე ისაა, რომ “პსჟ” სანჩესს კვირაში 250 000 ფუნტს სთავაზობს ხელფასის სახით, რაც ისედაც საკმაოდ დიდი დარტყმაა კლუბის ეკონომიკისთვის.


კარიკატურა რუნიზე: ბავშვი წავიდა, კაცი დაბრუნდა (ფოტო)

უეინ რუნიმ კარიერა მერსესაიდის “ევერტონში” დაიწყო და ზუსტად 13 წლის წინ დატოვა იქაურობა. მაშინ ინგლისელი შემტევი 18 წლის იყო. ზუსტად 13 სეზონის შემდეგ კი რუნი ისევ მერსესაიდელთა რიგებში დაბრუნდა.

Eurosport-ი ამასთან დაკავშირებით ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

რა ნომრით ითამაშებს რუნი “ევერტონში”?

დღეს ოფიციალურად დადასტუდა, რომ უეინ რუნი, 13-წლიანი განშორების შემდეგ, “ევერტონში” დაბრუნდა.

ცნობილი გახდა, რომ ინგლისელი შემტევი ახალ კლუბში ათნომრიანი მაისურით ითამაშებს. “ევერტონის” ოფიციალურ ონალინმაღაზიაში უეინის მაისურების ფასი 76$-დან 99$-მდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ამ ნომრით მერსესაიდელთა რიგებში რომელუ ლუკაკუ გამოდიოდა, რომელიც “მანჩესტერ უნაიტედში” სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა.

მოურინიო: “რუნიმ ამ მიზეზის გამო მთხოვა “ევერტონში” გაშვება”

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ უეინ რუნი “მანჩესტერ უნაიტედიდან” “ევერტონში” გადავიდა.

“წითელი ეშმაკების” დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

“ის სამაგალითო მოთამაშეა. დიდი ხნის მანძილზე რუნი აუცილებლად დარჩება ისტორიაში. რთული იყო, გეპოვნა ისეთი კარგი მოთამაშე, რომელიც უეინისავით ცოტას თამაშობდა. სწორედ ამ მიზეზით, ინგლისელი ჩემთან მოვიდა და “ევერტონში” გაშვება მთხოვა. მისი შეკავება არ შემეძლო და გავუშვი.”

“რუნის დიდ წარმატებას ვუსურვებ,” – აცხადებს პორტუგალიელი.

ლუკაკუ ლოს-ანჯელესში პოგბასთან ერთად ვარჯიშობს (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ფეხბურთელები, პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ ლოს-ანჯელესში იმყოფებიან და ერთობლივადაც ემზადებიან ახალი სეზონისთვის.

როგორც იცით, უცხოური პრესა ბოლო დროს სწორედ რომელუ ლუკაკუს სურათებითაა აჭრელებული და მას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, ტრანსფერის ფასად კი 75 მილიონ ფუნტს ასახელებენ.

გეტყვით იმასაც, რომ ბელგიელი და ფრანგი ფეხბურთელები ერთმანეთთან დიდი ხანია რაც მეგობრობენ და შესაძლოა, ლუკაკუს “მანჩესტერულ” ტრანსფერში სწორედ ამან ითამაშოს მთავარი როლი.

რუნი “ევერტონში” ბრუნდება

მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ გუნდის ყოფილი ლიდერის, უეინ რუნის “გუდისონ პარკზე” დასაბრუნებლად.

როგორც ცნობილი ხდება, ჟოზე მოურინიომ სპეციალური შეხვედრა გამართა ინგლისელ კაპიტანთან და განუცხადა, რომ მომავალ სეზონში მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება.

talkSport-ის ცნობით, რუნიმ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები თავის მშობლიურ კლუბთან და ძალიან დიდია შანსი, რომ მომავალი სეზონიდან უეინმა “კამფეტებისთვის” გაიტანოს.