უეფა იმსჯელებს, სად და როგორ ჩატარდება ევრო-2020

უეფა უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორი ფორმატით ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი. ამის შესახებ მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს თავმდჯომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტურნირის ამ ფორმატით ჩატარების იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც კორონავირუსის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამ ინიციატივის საფუძველი ის იყო, რომ ჩემპიონატს მთელი ევროპა მოეცვა. ვიცი, უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი კორონავირუსული პანდემიის მიმართ დიდ სიფრთხილეს იჩენს და ფიქრობს, რამდენად გონივრული იქნება ტურნირის მხოლოდ ერთ ქვეყანაში ჩატარება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლების დაცვით.

უახლოეს რამდენიმე კვირაში უეფას გადაწყვეტს, სად და როგორ ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი. რთული საკითხია, მაგრამ ვიცი, რომ ჩეფერინი დიდი სიფრთხილითა და განსჯით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Munchner Merkur-ი.

ტურნირი ევრო-2020-ის სახელწოდებას ინარჩუნებს და ის დღევანდელი განრიგით, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე, ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარდეს.

U21: საქართველოს ფრე დანიასთან შეხვედრაში

დღეს ევროპის 2019 წლის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩები შედგა. გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ერთმანეთს საქართველო და დანია დაუპირისპირდა.

ანგარიში 31-ე წუთზე ხარაიშვილმა მარგველაშვილის პასის შემდეგ გახსნა ანგარიში. თუმცა, 43-ეზე სკოვმა გაათანაბრა. მეორე ნახევარში გუნდებმა ისევ თითო-თითო გოლი გაცვალეს. ჯერ მიქელთაძემ 62-ეზე ისევ წინ გაიყვანა საქართველო, ხოლო 75-ეზე ნისსენმა გაათანაბრა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს 8 ქულა დაუგროვდა და მესამე პოზიციაზეა. დანია 13 ქულით პირველია.

 

U19: საქართველომ და საფრანგეთმა ქულები გაიყვეს – ჩვენი ნაკრები ჯგუფში ჩარჩა

დღეს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

საქართველო საფრაგეთს დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული გამოდგა. ანგარიში ანტუან ბერნედემ გახსნა. ფრანგმა ახალგაზრდამ ამის გაკეთება მეოცე წუთზე შეძლო. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულლა. მეორე ნახევარში ქართველები გააქტიურდნენ და გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა მათმა რამდენიმე მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. სამაგიეროდ, ზუსტი გამოდგა 64-ე წუთზე ლევან ხარაბაძე, რომელმაც იეჰვან დიუფის კარი აიღო.

საბოლოოდ, დაპირისპირება ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ ქართველები მე-11 ჯგუფში ორი ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ და ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს.

19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები თბილისში გაიმართება

საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს. შესარჩევი რაუნდის მეთორმეტე ჯგუფში საქართველოს ასაკობრივი ნაკრები საბერძნეთის, პოლონეთისა და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მიმდინარე კვირას ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ლატვიასთან პირველი შეხვედრა ჩვენმა გოგონებმა 0:2 დათმეს, მეორე შეხვედრა კი, ფრედ 2:2 დასრულდა.

19-წლამდე ნაკრებთა კალენდარი

12 სექტემბერი

17:00 სთ.

საქართველო-რუსეთი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 2

19:00 სთ.

საბერძნეთი-პოლონეთი

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი

15 სექტემბერი

17:00 სთ.

პოლონეთი-საქართველო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 2

19:00 სთ.

რუსეთი-საბერძნეთი

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი

18 სექტემბერი

17:00

საქართველო-საბერძნეთი

მიხეილ მესხის სტადიონი 2

17:00

პოლონეთი-რუსეთი

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი

საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტ რაუნდში 12 ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდებთან ერთად, ოთხი საუკეთესო მესამე ადგილზე გასული ნაკრებიც იასპარეზებს.

Gff.Ge

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევის შეხვედრისთვის ემზადება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მზადება დაიწყო. 1 სექტემბერს გია გეგუჩაძის გუნდი ახალ ევროშესარჩევ ციკლს პოლონეთთან საშინაო მატჩით იწყებს. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობიდან 22 ფეხბურთელი დაიტოვა და ამჟამად პოლონეთთან მატჩისთვის ეს მოთამაშეები ემზადებიან:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

საქართველო-პოლონეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი 2 და 3 ლარია.

Gff.Ge

ჰოლანდიამ გერმანიას დიდი ანგარიშით მოუგო!

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის, B ჯგუფის შეხვედრაში გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებები ერთმანეთს “დავით პეტრიაშვილზე” დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ დაძაბული მატჩის პირველ ნახევრაში გოლი არ გავიდა.

მეორე ტაიმში, 46-ე წუთზე ანგარში გერმანელთა შვიდმა ნომერმა, აიმენ ბარკოკმა გახსნა. თუმცა, ზუსტად სამ წუთში ჯოელ პირუმ გაათანაბრა. 65-ე წუთზე ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა და “ნარინჯისფრები” წინ გაიყვანა. პირუმ ჰეთრიკის გაფრომება 79-ე წუთზე მოახერხა! ბოლო ლურსმანი კი გერმანიის ნაკრებს ჯეი-როი გროტმა დაარსო (90+1 წთ.).

საბოლოოდ, 4-1 ჰოლანდიის სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით ეს ნაკრები სამი ქულით პირველზეა. გერმანიას ნული ქულა აქვს და ბოლო საფეხურზე იმყოფება.

მეორე ტური ზეგ აიღებს სტარტს.

19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა (ვიდეო)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რუსთაველზე გამართულ საზეიმო ღონისძიებებს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასი შეუერთდა.

მთელი დღის განმალობაში მსურველებს თასთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება ტურნირის ელჩთან ზურა ხიზანიშვილთან, ლევან კობიაშვილთან და ალექსანდრე იაშვილთან ერთად შეეძლოთ.

სფფ-ის პრეზიდენტმა მედიასთან ევროპის ჩემპიონატის თასის ტურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონატის მთავარი ჯილდო მთელ საქართველოს მოივლის. “უპირველესად, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია რუსთაველზე, ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასთან ერთად აღნიშნავს. თასის ტური გრძელდბა და ჩვენ გორის, გურიისა და თბილისის შემდეგ აუცილებლად ვეწვევით ყველა რეგიონს, რათა ყველა მსურველს მივაწოდოთ ინფორმაცია ან ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირის შესახებ,”- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრებას ბულგარეთში გაივლის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს 10-დღიანი შეკრება დაუგეგმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში.

გიორგი ყიფიანის გუნდი შეკრებას 5-14 ივნისს გაივლის და თან ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს ბულგარეთის ნაკრებთან. შეხვედრები 11 და 13 ივნისსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 2 ივლისს გორში ჩაატარებს პორტუგალიის წინააღმდეგ.

Gff.Ge

უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის თასი გურიაში

უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის თასი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას აგრძელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ჩემპიონატის ელჩმა ზურა ხიზანიშვილმა 15 მაისს თასი გურიაში ჩაიტანეს.

ჩოხატაურში, ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს სტუმრებმა ჩემპიონატის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია,მათ შეკითხვებს უპასუხეს და თასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეს ბავშვები საქართველო-პორტუგალიის თამაშს დაესწრებიან, რომელიც 2 ივლისს, 20:00 საათზე, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

“თასი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოგზაურებს. ჩვენი მიზანია, ყველა ახალგაზრდას მოვუყვეთ, თუ რა მნიშვნელოვანია ეს ჩემპიონატი, რომლის ფარგლებში საქართველოს უამრავი მომავალი საფეხბურთო ვარსკვლავი ესტუმრება,”-აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ტურნირის ელჩმა ზურა ხიზანიშვილმა საქართველოსთვის ჩემპიონატის მასპინძლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გულშემატკივრების როლი აღნიშნა.

“ძალიან სასიხარულოა, რომ მე წილად მხვდა მისია, ვიყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ელჩი. მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება შევხვდე ამ ბავშვებს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს და ტურნირის შესახებ მივაწოდო ინფორმაცია,”- აღნიშნა მან.

დღესვე, თასი ჩოხატაურის სტადიონზეც მიიტანეს, სადაც, მოგვიანებით, რეგიონული ლიგის თამაში გაიმართა. გურულ დერბს – ჩოხატაურის “ბახმაროსა” და ოზურგეთის “მერცხალის” დაპირისპირებას ლევან კობიაშვილი, კახა ჭუმბურიძე და ზურა ხიზანიშვილი დაესწრნენ.

Gff.Ge

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასმა მოგაზურობა გორიდან დაიწყო

ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის თასმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობა უკვე დაიწყო. საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ერთერთი მთავარი სიმბოლო 14 მაისს, ქალაქ გორს ესტუმრა.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში ღონისძიებას ფეხბურთჲს ფედერაციის ხელმძღვანელები, ევროპის ჩემპიონატის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი და დიმა ობოლაძე და ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღესვე გორში, ცენტრალურ მოედანზე უკუთვლის საათი გაიხსნა, რომელიც გორელებსა და ქალაქის სტუმრებს ჩემპიონატის დაწყების დროს შეახსენებს.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე თასი საქართველოს რამდენიმე ქალაქს მოივლის, ხვალ, 15 მაისს 15:00 საათზე თასს ჩოხატაურში, ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში ჩაიტანენ.

19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები 2-15 ივლისს თბილისსა და გორში გაიმართება. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რვა ნაკრები იბრძოლებს.

Gff.Ge

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი: თასის ტური იწყება!

ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის თასი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას იწყებს. საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ერთერთ მთავარ სიმბოლოს, 14 მაისს, 13 საათზე ქალაქ გორში ჩაიტანენ.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში სპეციალური ღონისძიება ქ. გორის ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებას ფეხბურთჲს ფედერაციის ხელმძღვანელები, ევროპის ჩემპიონატის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე თასს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩაიტანენ. 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები 2-15 ივლისს თბილისსა და გორში გაიმართება. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რვა ნაკრები იბრძოლებს.

Gff.Ge

13 აპრილს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება

13 აპრილს, თბილისში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება, ღონისძიებას საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების წარმომადგენლები და უეფას ოფიციალური პირები დაესწრებიან. ევროპის ჩემპიონობისთვის 2-15 ივლისს, საქართველოსთან ერთად, ბულგარეთის,ჩეხეთის, ინგლისის,გერმანიის,ჰოლანდიის,პორტუგალიისა და შვედეთის 19-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. დაგეგმილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

წილისყრა 13 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო ჰუალინგში შედგება. ღონისძიების აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ,12 აპრილის ჩათვლით ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს მიმართეთ წერილობით – media@gff.ge. გთხოვთ გაითვალისწინოთ,რომ თითოეულ მედია ორგანიზაციაზე შესაძლებელია მხოლოდ ორი მედია აკრედიტაციის გაცემა.

წყარო: Gff.Ge