ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი თბილისში ჩამოვა

კალათბურთში ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი თბილისში ჩამოვა. ეს მოხდება 18 ივლისს, ფიბა-ევროპის მიერ წამოწყებულ სააგიტაციო აქციის ფარგლებში. ნიკოლაი სემაშკოს სახელობის ევროპის საჩემპიონო თასმა მოგზაურობა 19 მაისს, ლატვიის დედაქალაქ რიგიდან დაიწყო და სანამ 30 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ კიოლნში მოგზაურობას დაასრულებდეს, სხვადასხვა ქვეყნის 24 ქალაქს მოივლის.

მთლიანობაში – რიგისა და კიოლნის ჩათვლით ევროსაჩემპიონო თასი 26 ქალაქ მოივლის და თბილისი მისი მე-10 გაჩერება იქნება. სემაშკოს თასი რიგის შემდეგ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იმყოფებოდა და მისი მორიგი გაჩერება ისლანდიური რეიკიავიკი იქნება, სადაც 3-4 ივნისს დარჩება და გეზს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებისკენ აიღებს.

ევროპის საჩემპიონო თასი გარდამავალია და ეს ამ ტიტულის მეორე ორიგინალური ვერსიაა. წინა თასი, რომელიც ევროპის ჩემპიონატების დასაბამიდან თამაშდებოდა, ბოლოს 1993 წელს გერმანიის ნაკრებმა აღმართა. იქვე გადაწყდა, რომ დამზადდებოდა ახალი, უფრო ძვირფასი თასი, რომელიც კონტინენტის ჩემპიონებს გადაეცემოდათ. თასი გერმანელმა ოქრომჭედელმა, გიუნტერ შიობელმა დაამზადა და ის 23 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 18 კილოგრამს იწონის. ის შეიცავს მრავალ ძვირფას ლითონსა თუ ქვას. თასი მოოქროვილია, გარშემო 24 ძვირფასი თვალი აკრავს. თასი შეიცავს აგატს, ამეთვისტოს, ყვითელ კვარციტს, გრანიტს, მალაქიტს.

რაც შეეხება ნიკოლაი სემაშკოს, ის ფიბა-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპელი დიდმოხელე იყო, რომელიც ამ ორგანიზაციის დიდების დარბაზშია შესული. სემაშკო გახლდათ საბჭოთა კავშირის სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი და ამავდროულად ფიბა-ს ვიცე-პრეზიდენტი 1960-76 წლებში. იგი გახლდათ საერთაშორისო კლასის არბიტრი 1947-2007 წლებში და არის ავტორი რამოდენიმე მონუმენტური წიგნისა, რომელიც ეხება ფიზმომზადებასა და ვარჯიშების გაგეგმვას კალათბურთში.

თასი, რომელიც ევროპას შემოივლის და საქართველოში 18 ივლისს ჩამოვა, სხვადასხვა დროს აღმართული აქვთ ევროპული კალათბურთის ტიტანებს – ვლადე დივაცს, გრეგორ ფუჩკას, ალექსანდრ ჯორჯევიჩს, დეიან ბოდიროგას, შარუნას იასიკევიჩუსს, ანდრეი კირილენკოს, თეოდორას პაპალუკასს, ხუან კარლოს ნავაროს და ბორის დიოს – ესენი გახლდნენ 1995 წლიდან მოყოლებული ევროპის ჩემპიონების კაპიტნები, რომლებსაც ხვდათ პატივი, კონტინენტის უმთავრესი საკალათბურთო ტიტული თავისი გუნდიდან პირველებს აღემართათ.

სტადიონის ფუნქციადაკარგული უსაფრთხოების სამსახური (ფოტოები)

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი (0:2) არასაფეხბურთო მოვლენებითაც დაგვამახსოვრდება. კერძოდ, სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ღირსეულად ვერ გაართვა. ხუმრობა ხომ არ არის, ერთი მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე შვიდი (!) ქომაგის შეჭრა. აქედან სამი გულშემატკივარი მინდორზე ერთდროულად შევარდა. ზოგი ჯაბა კანკავას ბუცს ემთხვია, ზოგი გიორგი ლორიასკენ გაეშურა, ზოგი კი სულაც გერმანელებთან ჩასაკონად იყო მოედანზე გამოსული. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოედანზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო “გასეირნება”.

ზედმეტი საუბარი არ სჭირდება იმას, რომ როდესაც ამ დონის შეხვედრას მასპინძლობ, უსაფრთხოების სამსახური მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ გერმანელთა წინასამატჩო ვარჯიშზე შევარდა მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი ბასტიან შვაინშტაიგერთად შესახვედრად. სტადიონზე ყველას კარგად უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია გათვითცნობიერებული და პირველ რიგში, სწორედ უსაფრთხოების სამსახურის პერსონალს. ურიგო არ იქნებოდა მათთვის ამ მატჩამდე გარკვეული ტრენინგის ჩატარება იმის სასწავლად, რომ ისინი სტადიონზე მხოლოდ გამოსაჩენად არ დგანან. როგორც ჩანს, ესაჭიროებათ. უეჭველია, ამის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარკვეულ სანქციებს მიიღებს. მათთვის კი, ვისაც სტადიონზე უსაფრთოების უზრუნველყოფა ევალება, იმედია, ეს ჩავარდნა კარგ გაკვეთილად იქცევა.

გერმანიის ნაკრებმა თბილისიდან სამი ქულა წაიღო (ვიდეო)

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდთა შორის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბუნდესთიმის” გამარჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. სტუმრებმა ორივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს: 39-ე წუთზე მარიო გიოტცეს მშვენიერი თამაშის შემდეგ გოლი მარკო როისმა გაიტანა, ზუსტად ხუთ წუთში კი საქართველოს ნაკრების კარის ბადე ტომას მიულერმა შეარხია. ორივე გოლი ცენტრალური ზონიდან მივიღეთ.

ამრიგად, გერმანიის ნაკრებმა თბილისიდან მნიშვნელოვანი სამი ქულა წაიღო.

 

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
D ჯგუფი, V ტური
საქართველო — გერმანია 0:2 (0:2)

საქართველო: ლორია, ამისულაშვილი (დვალი 4′), კვერკველია, კაშია, ლობჟანიძე, მახარაძე (ყენია 63′), კანკავა, ნავალოვსკი, კობახიძე, ოქრიაშვილი (ჭანტურია 46′), მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

გერმანია: ნოიერი, რუდი, ჰექტორი, ჰუმელსი, ბოატენგი, შვაინშტაიგერი, იოზილი, კროოსი, როისი, გიოტცე (პოდოლსკი 87′), მიულერი (შიურლე 86′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

გოლები: როისი 39′, მიულერი 44′.
გაფრთხილებები: მახარაძე 32′, კანკავა 74′, ჭანტურია 82′ — შვაინშტაიგერი 74′.

მთავარი მსაჯი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი).

ზვიად სიჭინავა: “ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები უეფას მოთხოვნებიდან გამომდინარე ავარჩიეთ”

დღეს, 2017 წელს საქართველოში გასამართ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატთან დაკავშირებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში სფფ-ს ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს

ზვიად სიჭინავა: “ვულოცავ მთელს საფეხბურთო სამყაროს ამ მნიშვნელოვან მოვლენას. უეფას ნდობით ძალიან გახარებულები ვართ. ორწლიანი მუშაობა გუშინ დადებითი შედეგით დასრულდა.

გუშინ ბევრი კითხვა გაჩნდა ქალაქებთან მიმართებაში. მატჩები თბილისში, რუსთავში, გორში და მცხეთაში გაიმართება. რუსთავსა და მცხეთაში დაიგება ბუნებრივი საფარი და სტადიონებიც ყველა ქალაქში მოწესრიგდება. მოთხოვნები იყო: 4+1 სტადიონი, 8 სავარჯიშო მოედანი, სტადიონი სასტუმროდან 1 საათის გზაზე, ხოლო სავარჯიშო მოედნები – 30 წუთის, პირველ ორ სასტუმროში უნდა იყოს 132 ნომერი, ხოლო მესამეში 30 ნომერი და ისინი აეროპორტიდან მქსიმუმ 80 კილომეტრში უნდა მდებარეობდეს. ამ ეტაპზე თბილისში არსებული სასტუმროებიდან მხოლოდ ორი სასტუმრო აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. ამიტომაც, ქალაქები ყველა ფაქტორების გათვალისწინებით შევარჩიეთ. მუშაობას 20 თვით ადრე იწყება. პირველი დელეგაცია თბილისში 2015 წელს ჩამოვა. 

გადაწყვეტილია, რომ გათამაშების ფორმატი არ შეიცვლება და საქართველოს 8 გუნდი ეწვევა. უეფას ჩართულობის შესახებ განცხადება მათი პირვლი ვიზიტის შემდეგ გაკეთდება. ჩვენთვის კი მთავარია, რომ საქართველოს გაუჩნდება ხუთი ევროპული დონის სტადიონი. აქვე იმასაც გეტყვით, თბილისური მატჩები მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება და “დინამო არენა” ჩემპიონატში ჩართული არ იქნება.

მთავრობასთან ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა შარშან თებერვალში გვქონდა და მათი მხრიდან მხარდაჭერა მივიღეთ. პრემიერმინისტრის წლევანდელ დადგენილებაშიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატიც ჩართულია. სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებელია.

უეფას ასეთი ნდობა იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ფეხბურთის გასანვითარებლად ყველაფერი კეთდება. დიდი როლი სუპერთასის მოსამზადებელმა პროცესმა ითამაშა, რომელიც საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.

ტურნირის ფინალური შეხვედრა დიდი ალბათობით მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება და იმედი გვაქვს, რომ გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ნაკრები ითამაშებს. ჩვენი ქვეყნის მიზანი ამ თაობის ნაკრების სათანადო დონეზე მომზადებაა და მინიმუმ ფინალში თამაში.”

ზვიად სიჭინავა, რეზი არველაძე

რევაზ არველაძე: “ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოში წარმატებით ჩატარებული რამდენიმე შესარჩევი ეტაპის დამსახურებაა. ახალგაზრდული ნაკრებების შედეგებიც გასათვალისწინებელია. ევროპის ჩემპიონაზე სუტი გუნდი არავის უნდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შემდეგ ქართულ ფეხბურთს დარჩება და სამომავლოდ გამოადგება. მთავარი კი ის არის, რომ ამ ტურნირის მოსაპოვებლად ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ. ასეთ მცირე ინტერვალში ორი დიდი საფეხბურთო ღონისძიებას ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა.”

2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს!

2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს! ამის შესახებ გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს საღამოს, კომიტეტის სხდომაზე მიიღო. უეფამ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეტანილი განაცხადი და სფფ-ს და საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუცხადა დიდი ნდობა.

აღმასკომის ეს გადაწყვეტილება უეფას გენერალურმა მდივანმა – ჯანი ინფანტინომ სხდომის დასრულებისთანავე გაახმოვანა. სფფ-ის ოფისში უეფას გადაწყვეტილებას ერთად ელოდებოდნენ სფფ-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები. ეს სასიხარულო ამბავი მათ ერთად შეიტყვეს.

„ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი! ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება“ – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

ხვალ, 27 იანვარს, 10:30 წუთზე„მიხეილ მესსხის“ სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, სფფ-ის ხელმძღვანელები ამ თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ.

 

სფფ-ის პრესსამსახური

ევრო-2016-ის თილისმას სახელი შეურჩიეს

უეფამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის თილისმას სახელი შეურჩია.

სახელის შერჩევის პროცესში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. სამი სავარაუდო სახელიდან — დრიბლუ, გოლიქსი და სუპერვიქტორი, — ეს უკანასკნელი შეირჩა.

გამოკითხვაში 107 790 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, სუპერვიქტორს კი ხმა 51 781 მონაწილემ მისცა.

სუპერვიქტორის ისტორია

ევრო 2020 – მასპინძელი ქალაქები გამოვლინდნენ

უეფამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები დაასახელა. კონტინენტის პირველობა განახლებული ფორმატით ჩატარდება და ტურნირს ევროპის რამდენიმე ქვეყნის 13 ქალაქი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მატჩებ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანიც ჩატარდება.

1/8 ფინალი და ჯგუგური ეტაპის სამი მატჩი:

კოპენჰაგენი (დანია), ბუქარესტი (რუმინეთი), ამსტერდამი (ჰოლანდია), დუბლინი (ირლანდია), ბილბაო (ესპანეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), ბრიუსელი (ბელგია), გლაზგო (შოტლანდია).

1/4 ფინალი და ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი:

მიუნხენი (გერმანია), ბაქო (აზერბაიჯანი), სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი), რომი (იტალია).

ნახევარფინალები და ფინალი:

ლონდონი (ინგლისი)

უეფამ ევრო-2016-ის საბოლოო გრაფიკი გამოაქვეყნა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ფინალური ტურნირის გრაფიკის საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა. გახსნისა და დახურვის მატჩები პარიზის გარეუბან სენ-დენიში მდებარე „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება. გახსნით მატჩში საფრანგეთის ნაკრები ითამაშებს. ჯგუფის დანარჩენ ორ შეხვედრას „მამლები“ მარსელსა და ლილში ჩაატარებენ.

„სტად დე ფრანსს“ უმაღლესი კატეგორიის მატჩები აქამდეც მიუღია. ამ სტადიონზე გაიმართა 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის ფინალი. შეგახსენებთ, რომ ამავე არენაზე შედგა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი (2:0).

ევრო-2016 თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა, რადგან ფინალურ ტურნირზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, სულ 51 შეხვედრა გაიმართება. მატჩები თბილისის დროით 17:00, 20:00 და 23:00 საათებზე დაიწყება.

ტურნირის პირველი მატჩი 10 ივნისს, თბილისის დრით 23:00 საათზე აიღებს სტარტს, ბოლო შეხვედრა კი 10 ივლისს შედგება. მეოთხედფინალური შეხვედრები მარსელში, ლილში, ბორდოსა და სენ-დენიში გაიმართება, ნახევარფინალკური მატჩები კი – ლიონსა და მარსელში. ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2015 წლის 15 დეკემბერს გაიმართება.

იხილეთ: ევრო2016-ის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

ისტორია, სტატისტიკა, შანსები

ნიცაში გამართული წილისყრის შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის  ჩემპიონატის საკმალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის, შოტლანდიის, ირლანდიის, პოლონეთის და გიბრალტარის გუნდებს დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, ევროპის პირველობის ფორმატის ცვლილებიდან გამომდინარე, საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი სამ გუნდს აქვს. 

გერმანია

გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ბუნდესნაკრები ჩვენი ჯგუფი აშკარა ფავორიტია და რთული წარმოსადგენია, რომ მას პირველობისთვის ბრძოლაში ვინმემ ხელი სერიოზულად შეუშალოს. ლიოვის გუნდი ჩვენი ჯგუფის კი არა, ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. ამასთან ერთად, ჯგუფში მეორე “დიდი გუნდის” არყოფნის პირობებში, გერმანელების დომინირება კიდევ უფრო აშკარა ჩანს.

ქართულ-გერმანული დაპირისპირებების ისტორია 3 მატჩს მოიცავს და 1995 წლიდან იწყება. ევროპის ჩემპიონატის შერაჩვები მატჩი თბილისში 29 მარტს გამართული დაპირისპირება გერმანელების დამაჯერებელი გამარჯვებთ, 2-0 დასრულდა. დუბლი იურგენ კლინსკმანმა გაიფორმა. გერმანიაში ჩატარებული შეხვედრა კი ბუნდესნაკრებმა 4-1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებიდან გოლის ავტორი თემურ ქეცბაია იყო.

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების უკანასკნელი შეხვედრა 2006 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ როსტოკში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0. გოლები ბასტიან შვაინშტაიგერმა და მიხაელ ბალაკმა გაიტანეს. იმ დროს ჩვენს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.

 

შოტლანდია

შოტლანდიურ ფეხბურთს კარგი დრო არ უდგას. მიუხედავად ამისა, სკოტების ნაკრები, როგორც ყოველთვის, ბრძოლისუნარიანობით გამოირჩება. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრებში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძველია. ისტორიული ცნობების მიხედვით, შოტლანდიელებმა პირველი მატჩი 1872 წლის 30 ნოემბერს ინგლისელების წინააღმდეგ ჩაატარეს. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. მიუხედავად დიდი ისტორიისა, შოტლანდიელებს მნიშნველოვანი წარმატება არ ჰქონიათ. მსოფლიო ჩემპიონატზე მათ 8-ჯერ უთამაშია, ხოლო ევროპირველობაზე 2-ჯერ. თუმცა ბრიტანელებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოახერხეს.
ამ ეტაპზე შოტლანდია ფიფას რეიტინგში 34-ე პოზიციაზე იმყოფება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ცნობილი შოტლანდიელი სპეციალისტი გორდონ სტრახანია.

ჯგუფში შოტლანდია ერთადერთი გუნდია, ვისთანაც დადებითი ბალანსი გვაქვს. გუნდების დაპირისპირების ისტორია ორ მატჩს ითვლის და ორივე შეხვედრა 2007 წელს გაიმართა. თბილისში საქარელოს ნაკრებამ ბრწინვალე სტილში დაამარცხა ბრიტანელები – 2:0. გოლები მჭედლიძემ და სირაძემ გაიტანეს. გლაზგოში გამართული დაპირისპირება კი, მასპინძების გამარგვებით – 2:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან თავი შორა არველაძემ გამოიჩინა.

 

ირალანდია

საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ნაკრები თბილისში ირლანდიის გუნდთან შეხვედრით იწყებს.
ჩვენი მომავალი მეტოქის საშინაო არენად 2010 წელს გახსნილი “ავივა” ითვლება, რომელიც ქალაქ დუბლინში მდებარეობს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიოზე ირლანდიელებს ორჯერ 1988 და 2012 წელს უთამაშიათ და ორივე შემთხვევაში ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამოეთიშნენ ასპარეზობას.
მუნდიალზე ირალანდიის გუნდი 3-ჯერ მოხვდა. საუკეთესო შედეგი 1990 წელს დაფიქსირდა, როდესაც ნაკრებმა 1/4 ფინალამდე მიაღწია. ამჟამად ირლანდიელებს მარტინ ო’ნილი წვრთნის და ფიფას რეიტინგში ისინი 67 ადგილზე იმყოფებიან.

სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებს ირლანდიასთან არც თუ ისე კარგი ბალანსი აქვს. ხუთი ჩატარებული შეხვედრიდან ყველა საქართველოს ნაკრების მარცხით დასრულდა. ბურთების შეფარდება კი, 12-3-ზეა  რა თქმა უნდა ირლანდიელების სასარგებლოდ.

 

პოლონეთი

პოლონეთის ისტორიულად ძლიერ ნაკრებს საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. 2012 წელს კრახით დასრულებულ საშინაო ევროპირველობას ბრაზილიური მუნდიალის გამოტოვებაც მოჰყვა. გასაკვირია, ვინაიდან პოლონელთა ნაკრებს შემადგენლობიდან გამომდინარე, რომლის ღირსებას მილანის, არსენალის, ბორუსიას და სხვა ძლიერი კლუბების ფეხბურთელები იცავენ, გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია.
პოლონელებს მსოფლიო ჩემპიონატებზე 7-ჯერ უასპარეზიათ და საუკეთესო შედეგი მათთვის ბრინჯაოა, რომელიც 1974 და 1982 წლებში მოიპოვეს. ევროპირველობაზე მოხვედრა კი პოლონელებმა ორჯერ 2008 და 2012 წელს მოახერხეს, თუმცა ჯგუფური ეტპაის დაძლევა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შესძლეს.

ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა პოლონელებს აქვთ. სამი ჩატარებული მატჩიდან მათ ორჯერ შესძლეს გამარჯვების მოპოვება. ისტორია 1997 წლიდან იწყება, როდესაც კატოვიცეში პოლონელებმა 4:1 დაგვამარცხეს. თუმცა, ამავე წელს თბილისში გამართული მატჩი ჩვენი ნაკრების გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
უკრანასკნელი შეხვედრა კი, 2011 წელს ქალაქ ლიუბინში შედგა და პოლონეთის ნაკრების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი იაკუბ ბლაშიკოვსკის ანგარიშზეა.

 

გიბრალტარი

სანამ უშუალოდ გიბრალტარის ფეხბურთზე გადავიდოდეთ, ცოტა რამ ქვეყნის შესახებაც უნდა ითქვას.  გიბრალტარი მდებარეობს იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, გიბრალტარის სრუტესთან, რომელიც ატლანტის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვასთან აერთებს. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება ესპანეთი. გიბრალტარი ისტორიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა იყო ბრიტანელებისთვის და აქ დღესაც ბრიტანეტის საზღვაო ძალების ბაზა არის განლაგებული.
გაგიკვირდებათ და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრების ისტორია 1923 წლიდან იწყება. სწროედ ამ წელს გიბრალტარელმა ფეხბურთელებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართეს ესპანურ “სევილიასთან” და ორივე შემთხვევაში მარცი იწვნიეს.
პირველი ტურნირი, რომელზეც გიბრალტარმა მიიღო მონაწილეობა 1993 წელს გამართული კუნძულების თამაშები იყო, სადაც ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე მასპინძლის სტატუსით სარგებლობდა. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა და გიბრალტარის კრახით დასრულდა.

უეფაში გიბრალტარი 2013 წელს გაწევრიანდა და მომავალი წლიდან უკვე ოფიციალურ მატჩებსაც გამართავს. ბუნებრივია, რომ ჯგუფის ყველა გუნდს დებიუტანტთან 6 ქულა ფაქტობრივად განაღდებული აქვს.

ნაკრების შანსებზე საუბრისას, უნდა გავითვალისწინოთ ჯგუფის სიძლიერე. ბუენბრივია, გერმანიასთან თანაბრად ბრძოლის ილუზია არავის აქვს, თუმცა შოტლანდიის, ირალნდიის და პოლონეთის ნაკრები გუნდები, დაახლოებით თანაბარ ძალას წარმოადგენენ და მათთან თამაში ნამდვილად შეიძლება.
გასულ შესარჩევ ციკლში დავინახეთ, რომ ქეცვაიას ნაკრებმა შედეგზე თამაში იცის, ყოველ შემთხვევაში ცდილობს მაიმც. ახლა, მთავარია, რომ ეს შედეგი გამარჯვება გახდაეს, და არა ფრე, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდებოდა.

 

საქართველოს ნაკრები მე-5 კალათაში მოხვდა

დღეს ევროპის 2016 წლის წილისყრის კალათება გახდა ცნობილი. საქართველო მე-5 კალათაში მოხვდა. შეგახსენებთ, კონტინენტის პირველობას საფრანგეთი უმასპინძლებს.

წილისყრა 23 თებერვალს ნიცაში ჩატარდება. აღსანიშნავია, პირველად უეფას ეგიდით იასპარეზებს გიბრალტარის ნაკრები.

53 ნაკრები 6 კალათაში გადანაწილდა, რომელიც წილისყრის შემდეგ 9 ჯგუფში გადანაწილდება. 8 ჯგუფი 6-გუნდიანი იქნება, ხოლო ერთი ჯგუფი – 5 ნაკრებისგან იქნება შემდგარი. სულ 23 საგზური გათამაშდება.

კალათებში ნაკრებები უეფას კოეფიციენტების ცხრილის მიხედვით განაწილდნენ.მეექვსე კალათაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ნაკრებები არიან.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით ერთმანეთს ვერ შეხვდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთი და საქართველო, ესპანეთი და გიბრალტარი.

ფინალური სტადიის საგზურს ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გუნდები მოიპოვებენ. ასევე ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

დარჩენილი 8 მესამეადგილოსანი 2015 წელს კიდევ ოთხ საგზურს გაითამაშებს.

გერმანია ევრო-2024-ის მასპინძლობაზე პრეტენზიას გამოთქვამს

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა ნიურნბერგის კონგრესზე განაცხადა. გერმანია ევრო-2020-ის მატჩების ერთ-ერთ მასპინძლადაც არის გამოცხადებული. მოგეხსენებათ, ტურნირი ევროპის კონტინენტის 13 ქალაქში ჩატარდება, მათ შორის მიუნხენიც არის დასახელებული.

„ამ მიზნისკენ უკვე დიდი ხანია მივიწევთ. უმაღლესი დონის ტურნირების ჩასატარებლად საჭირო გამოცდილება გვაქვს. გარდა ამისა, მზად არის საფეხბურთო სტადიონები, რომლებზეც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები შედგა. სხვა არენების მოდერიზაციისთვის 9 წელი კიდევ გვაქვს“, – განაცხადა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ადგილს უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 2018 წლის ზაფხულში გამოაცხადებს. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადგენილა განაცხადის წარდგენის ვადები. უცნობია ისიც, ერთი ქვეყანა უმასპინძლებს ტურნირს თუ რამდენიმე.

ბექა დოგრაშვილი