ლავესის მთელი წლის განმავლობაში გოლი არ გაუტანია, მაგრამ 25 მილიონამდე ევრო გამოიმუშავა

ჩინურ “ჰებეი ჩაინა ფორჩუნში” ესეკიელ ლავესის გადასვლა შეგვიძლია, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ტრანსფერად შევაფასოთ.

17 თებერვალს ერთი წელი გავა, რაც არგენტინელი თავდამსხმელი “პარი სენ-ჟერმენიდან” ჩინურ კლუბში გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში 31 წლის ფეხბურთელმა “ჰებეი ჩაინა ფორჩუნის” რიგებში მხოლოდ ათი მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. ასეთი ცუდი შედეგის მიუხედავად, ესეკიელ ლავესიმ წლის განმავლობაში ხელფასის სახით 24,4 მილიონი ევრო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ესეკიელ ლავესიმ “ნაპოლის” შემადგენლობაში 188 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა, “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ჩატარებულ 161 შეხვედრაში კი 35 გატანილი ბურთი მიითვალა.

ესეკიელ ლავესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

Football Leaks-ი ფეხბურთელთა კონტრაქტების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას განაგრძობს. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ესეკიელ ლავესი გახლავთ.

წყაროს ცნობით, ჩინურ “ჰებეი ფორჩუნში” არგენტინელი თავდამსხმელის ანაზღაურება კვირაში 579 ათასი ევრო გახლავთ. მადრიდის “რეალში” კრიშტიანუ რონალდუს ყოველკვირეული ჯამაგირი 428 ათას ევროს შეადგენს. “ბარსელონაში” ლიონელ მესის ხელფასის სახით კვირაში 317 ათასი ევრო ეძლევა.

ლავესი ჩინეთში მიდის

გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი უახლოეს პერიოდში “შანხაი შენჰუაში” გადავა.

“ლეკიპის” თანახმად, 30 წლის არგენტინელი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “მარსელის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის გუნდს თან არ გაჰყვა. ლავესი ჩინურ მხარესთან ბოლო დეტალებს არკვევს.

წყაროს თანახმად, “შანხაი შენჰუა” ესეკიელ ლავესის წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაუხდის. ტრანსფერის ღირებულებამ 5-დან 10 მილიონ ევრომდე თანხა უნდა შეადგინოს.

ზაფხულში ლავესის “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი ეწურება და მას თავისუფლად შეეძლო სხვა კლუბებთან მოლაპარაკება.

 

ლავესი “ბარსელონაში” გადასვლას დათანხმდა

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი “ბარსელონაში” გადასვლას დათანხმდა.

წყაროს თანახმად, 30 წლის არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისათვის, ესეკიელ ლავესის პარიზულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

 

ლავესი “პსჟ”-ს ზაფხულში დატოვებს

“ლე პარიზიენის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი კლუბს ზაფხულში დატოვებს. წყაროს თანახმად, მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. პარიზელები მზად არიან, 29 წლის ფეხბურთელს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.

შეგახსენებთ, რომ ესეკიელ ლავესის მიმართ ინტერესს მილანის “ინტერი” იჩენდა და სავარაუდოდ, ტრანსფერის გაჩარხვას ამჯერადაც ეცდება.

ლავესი “პარი სენ-ჟერმენში” 2012 წელს “ნაპოლიდან” 30 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ლავესი: “კარგი იქნებოდა “ნაპოლიში” დაბრუნება”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ესეკიელ ლავესიმ მიანიშნა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ნაპოლიში” დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

“გონსალო იგუაინთან ერთად თამაშის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნებოდი. იტალია მენატრება. თუ სერია A-ში დაბრუნებას გადავწყვეტ, “ნაპოლი” ჩემთვის პრიორიტეტი იქნება. “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი მაქვს, თუმცა სეზონის ბოლოს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს”, – ციტირებს ლავესის სიტყვებს “სქაი იტალია”.

შეგახსენებთ, რომ ესეკიელ ლავესი “ნაპოლის” ღირსებას 2007-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 173 მატჩი ჩაატარა.

 

“პარი სენ-ჟერმენი” ლავესის გაყიდვას არ აპირებს

უკანასკნელი კვირის განმავლობაში ევროპულ პრესაში აქტიურად იწერებოდა ესეკიელ ლავესის მილანის “ინტერში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, არგენტინელ შემტევ ნახევარმცველს საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება, თუმცა როგორც ჩანს, ის პარიზში დარჩება.

“ლე პარიზიენის” თანახმად, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ “ინტერს” აცნობა, რომ ლავესი არ იყიდება.

პარიზელებს კარგად ესმით, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში ძალზედ რთულია ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ლავესის ჩანაცვლებას შეძლებს. აქედან გამომდინარე, ფრანგულმა კლუბმა 29 წლის არგენტინელი მოთამაშის გაშვებაზე უარი თქვა.

 

ესეკიელ ლავესი ეროტიკული შინაარსის ფოტოზე

ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულმა ესეკიელ ლავესის ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეროტიკული შინაარსის ფოტოზე არგენტინელი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად არის აღბეჭდილი. სხვათა შორის, ლავესი ერთ-ერთი არგენტინული სამოდელო ინტერნეტმაღაზიის მოდელადაც მუშაობს.

ლავესი “ლივერპულში”?

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ესეკიელ ლავესიმ შესაძლოა კარიერა “ლივერპულში” გააგრძელოს.

The Independent-ის ცნობით, პარიზელები მზად არიან, არგენტინელ ფეხბურთელს 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.

ლავესის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკოც” იჩენს.

გასულ სეზონში ესეკიელ ლავესიმ საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბრაზილიაში წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინელმა თავდამსხმელმა ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.

 

ლავესი: „იტალიური ფეხბურთი მომენატრა“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ესეკიელ ლავესიმ განაცხადა, რომ მას იტალიის სერია A მოენატრა.

„აქ ისეთ ფეხბურთს არ ვთამაშობთ, როგორსაც იტალიაში ვთამაშობდით. იტალიური კლუბები ტაქტიკას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. საფრანგეთში უფრო დიდ აქცენტს ფიზიკურ მხარეზე აკეთებენ. აქედან გამომდინარე, აქ გარემო პირობებთან ადაპტირება აუცილებელია.

მომენატრა იტალიური ფეხბურთი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ყველაფერი მაკმაყოფილებს“, – ციტირებს ლავესის სიტყვებს Football-italia.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში გადასვლამდე იტალიური „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.

ბექა დოგრაშვილი

„რომას“ ლავეცის შეძენა სურს

გავრცელებული ინფორმაციით, „რომას“ ხელმძღვანელობა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ეზეკიელ ლავეცის შეძენას აპირებს.

რომაული კლუბის ხელმძღვანელთა აზრით, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი მათი გუნდის ტაქტიკას შესანიშნავად მოუხედება. საუბარია მოედანზე ერთდრუოლად სამი თავდამსხმელის შეყვანაზე.

ცნობისთვის, 28 წლის მოთამაშეს საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

ალექსანდრე მატევოსოვი