კაპელო: „კონტე – საუკეთესო იტალიელი მწვრთნელია“

ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, ამჟამად რუსეთს ნაკრების თავკაცის, ფაბიო კაპელოს აზრით, ამჟამად იტალიის საუკეთესო მწვრთნელი ტურინის „იუვენტუსის“ დამრიგებელი ანტონიო კონტეა.

„კონტე გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტით მაშინ მივიდა, როდესაც „იუვენტუსს“ არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა. ამ მომენტისთვის, კონტე – იტალიის საუკეთესო მწვრთნელია. მე ამას მისი შედეგებიდან გამომდინარე ვამბობ. საუკეთესოა თუ არა იგი ევროპაში? ამ პასუხზე კითხვის გასაცემად კიდევ რამდენიმე წელიწადი დაგვჭირდება. დღეს ამ წოდებისთვის დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა კაპელომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაპელო: „იოზილის გაშვება – „რეალის“ შეცდომაა“

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა ფაბიო კაპელომ აღიარა, რომ მადრიდის „რეალიდან“ მესუთ იოზილის წასვლა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„არ ვიცი, თუ როგორ განხორციელდა ეს ტრანსფერო. მესუთი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და მადრიდული კლუბისთვის იგი მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნებოდა. იგი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. „რეალის“ ხელმძღვანელდბმა დიდი შეცდომა დაუშვეს“, – თვლის კაპელო.

გარდა ამისა, ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატებზეც ისაუბრა:

„ოქროს ბურთი“, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუმ უნდა მოიგოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას ბწრყინვალე სეზონი ჰქონდა. გარდა ამისა, შვედეთის ნაკრების კარში მან უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა“.

კაპელო: „სამწვრთვნელო კარიერის დასრულებასთან ახლოს ვარ“

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ, რომელიც ამჟამად რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთვნელად მუშაობს, განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მან, შესაძლოა, სამწვრთვნელო კარიერა დაასრულოს.

„მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის მოგება რთული იყო, რადგან ჯგუფში პორტუგალიის სახით ძლიერი მეტოქე გვყავდა. რუსეთის დონის გუნდისგან წინადადების მიღება ჩემთვის ყოველთვის სასოამოვნოა. ასეა თუ ისე, სამწვრთვნელო კარიერის დასრულებასთან ახლოს ვარ“, – განაცხადა კაპელომ ერთ-ერთი იტალიური რადიოს ეთერში.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაპელომ იტალიის ნაკრებში მუშაობაზე უარი თქვა

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მას იტალიის ნაკრების მწვრთვნელობას სთავაზობდნენ, რაზეც მან უარი თქვა.

„მქონდა თუ არა იტალიის ეროვნული ნაკრების სათავეში მოსვლის შანსი? დიახ, ამ საკითხს ჩვენ განვიხილავდით კიდეც, თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იტალიის ფეხბურთს ფედერაციასთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი ვთქვი. ამჟამად მხოლოდ რუსეთში მუშაობაზე ვფიქრობ. მოგეხსენებათ, რუსეთის ნაკრებთან შეთანხმება 2018 წლამდე მაკავშირებს“, – განაცხადა 67 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, პრესა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ კაპელოს იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ხშირად წერდა.

ალექსანდრე მატევოსოვი