“ფიორენტინა” და “ნაპოლი” იმობილეთი ინტერესდებიან

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს.

გასულ ზაფხულს, “ტორინოდან” ჩირო იმობილემ გერმანიაში გადაინაცვლა, თუმცა მან ბუნდესლიგაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.

Sky-ის ინფორმაციით, 25 წლის თავდამსხმელის მომსახურებით “ფიორენტინა” და “ნაპოლი” ინტერესდებიან.

“ფიორენტინას” შეტევის ხაზი გომეზი-როსი ხშირად ლაზარეთშია, ამიტომ “იებს” ერთი სტაბილური ფორვარდი სჭირდებათ.

ამ სეზონში, ჩირომ ბუნდესლიგაში ჩატარებული 17 მატჩიდან სამი გოლი გაიტანა.

პიანიჩი: „ფიორენტინას“ დავამარცხებთ“

„რომას“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მისი გუნდი უეფა-ს ევროპის ლიგის 1/8 ფინალში „ფიორენტინას“ აჯობებს და შემდეგ ეტაპზე გავა.

ცნობისთვის, ორშაბათს იტალიის სერია ა-ს მორიგი ტურის მატჩში სახლში „სამპდორიასთან“ დამარცხდნენ.

„ეს სპეციალურად არ გაგვიკეთებია. ჩვენს გუნდს ნეგატიური პერიოდი აქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხუთშაბათს გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ბოსნიელმა.

შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „ფიორენტინას“ პირველი შეხვედრა ფლორენციაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

ინძაგი: “იმედი მაქვს, რომ “მილანში” დავრჩები”

იტალიური “მილანის” თავკაცს, ფილიპო ინძაგის იმედი აქვს, რომ ის გუნდში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში, “ფიორენტინამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ მარცხის შემდეგ, “როსონერი” ჩემპიონატის ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.

“ვიგებდით და სამწუხაროა, რომ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. “ფიორენტინა” ძლიერი გუნდია, ამიტომ ამ მოწინააღმდეგესთან მოდუნება არ შეიძლება. ნაწყენი ვარ, რადგან გამარჯვებას ვიმსახურებით. ჩემი მომავალი? კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, მე კი, იმედი მაქვს, რომ “როსონერიში” დავრჩები”, – ამბობს ინძაგი.

პისარო “მილანთან” ვერ ითამაშებს

ფეხის კუნთის დაზიანების გამო, “ფიორენტინას” ნახევარმცველი, დავიდ პისარო “მილანთან” მატჩს გამოტოვებს.

35 წლის ჩილელმა ტრავმა ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში, “რომას” წინააღმდეგ(1:1) მიიღო.

“იების” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ფეხბურთელმა ბარძაყი დაიზიანა, რის გამოც შვიდი დღე ბურთთან შეხება აეკრძალა.

ამდენად, გამოცდილი ჰავბექი, ორშაბათს, “მილანის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

ალეგრი: “ფიორენტინამ” გამარჯვება დაიმსახურა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ფიორენტინასთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტს, იტალიის თასზე, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

“ვიცოდით, რომ “ფიორენტინა” კარგ ფორმაში იყო. შესვენების შემდეგ, საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ამის გამო კი დავისაჯეთ. ვფიქრობ, “ფიორენტინამ” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად მარცხისა, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, რადგან წინ განმეორებითი შეხვედრაა”, – ამბობს ალეგრი.

ალეგრი: “პოგბა ფიორენტინასთან ითამაშებს”

“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასზე გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

“კოპა იტალია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის მოგებას ვეცდებით,”-განაცხადა ალეგრიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.

“პოგბა ამ მატჩში ითამშებს და სტურარო სათადარიგოთა სკამზე დარჩება. რაც შეეხება ბარცალის, ისე გავაკეთებთ, როგორც მისთვის იქნება უკეთესი. ვიდალს გამთამაშებლის პოზიციაზე ვიხილავთ”.

“შევეცდები, ხვალ ოპტიმალური შემადგენლობა დავაყენო. მორატა სამ დღეში თამაშს მიჩვეული არაა, ამიტომ სხვა რამის მოფიქრება მოგვიწევს. ის პროგრესირებს და მალე ამ რეჟიმსაც მიეჩვევა”.

მანჩინი: „იმედია, პოდოლსკი ოპტიმალურ ფორმაში ჩადგება“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ „ფიორენტინასთან“ წაგების მიზეზებზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ ლუკას პოდოლსკის იპტიმალურ ფორმაში ჩადგომას იმედოვნებს.

„ვიცოდით, რომ „ფიორენტინა“ ძლიერი გუნდია. ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო. ჩვენი პრობლემა იმაში გამოიხატებოდა, რომ მატჩის დასაწყისში თავდაჯერებულები არ ვიყავით. აგრესიულად ვერ ვთამაშობდით.

სასტარტო შემადგენლობაში პოდოლსკის ნაცვლად შაკირი უნდა გამომეყვანა. ლუკასი გაცილებით უკეთესად უნდა თამაშობდეს. იმედია, იგი ოპტიმალურ ფორმაში ჩადგება“, – განაცხადა მილანური კლუბის დამრიგებელმა.

ლუკაშ პოდოლსკიმ სეზონის ყველაზე ცუდი კუთხური ჩააწოდა (ვიდეო)

1 მარტს, იტალიის ჩემპიონატში, “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, “ინტერის” ფეხბურთელმა ლუკაშ პოდოლსკიმ კუთხური ძალიან ცუდად მოაწოდა.

“ფიორენტინამ” “ინტერის” მოგებათა სერია შეწყვიტა

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში, “სან სიროზე” “იებმა” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს და “ინტერის” მოგებათა სერია შეწყვიტეს.

“ინტერი” 0-1 “ფიორენტინა”

გოლი: სალაჰი ’55

მარიო გომესი “ინტერთან” ვერ ითამაშებს

დღეს იტალიის სერია A-ს 25-ე ტური გაგრძელდება. დიდ ინტერესს იწვევს მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” გასამართი შეხვედრა: “ინტერი” — “ფიორენტინა”

ცნობილი გახდა, რომ სტუმართა თავდამსხმელი მარიო გომესი აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. “ვიოლას” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განაცხადში გერმანელი ფორვარდი არ იყო შეყვანილი. გარდა ამისა, სიაში არც მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუ გახლდათ. სამაგიეროდ, შემადგენლობას დაუბრუნდა ბორხა ვალერო, რომელმაც ბოლო ორი შეხვედრა ტერფის დაზიანების გამო გამოტოვა.

მატჩი “ინტერსა” და “ფიორენტინას” შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

მონტელა: “ცუდია, რომ იტალიურ გუნდთან მოვხვდით”

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყა გაიმართა, რომელმაც “ფიორენტინა” “რომასთან” მოახვედრა. “ვიოლას” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მეტოქედ იტალიური გუნდი ერგო.

“ცუდია, რომ იტალიურ გუნდთან მოვხვდით, თუმცა გვესმოდა, რომ ამის მაღალი ალბათობა იყო. “რომა” ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, არ გაგვიმართლა. მძიმე დაპირისპირების მოლოდინში ვართ. დადებითი მხარე ის არის, რომ ბევრი მოგზაურობა არ მოგვიწევს”, – ციტირებს მონტელას სიტყვებს Goal.com-ი.

წყვილის პირველი მატჩი ფლორენციაში, 12 მარტს გაიმართება. შესაბამისად, საპასუხო შეხვედრა რომში, 19 მარტს შედგება.

 

რა გააკეთა მეკარესთან დარჩენილმა რობერტო სოლდადომ დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

26 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ფიორენტინასა” და “ტოტენჰემს” შორის გამართულ მატჩში მეკარესთან დარჩენილმა რობერტო სოლდადომ ძალიან ცუდად ითამაშა.