ბეილმა შესაძლოა მესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსი წაართვას

ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები კლუბის უელსელი შემტევისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე შეთანხმდება, კონტრაქტი არსებულთან შედარებით 2 წლით უფრო ხანგრძლივი იქნება – რომელიც ბეილს კლუბთან 2021 წლამდე დააკავშირებს.

ბეილი კი კვირაში 336 000 ფუნტს მიიღებს, რაც მას მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.შეგახსენებთ, რომ ამჟამად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს ლეო მესი ატარებს, რომელიც დაახლოებით ამავე ოდენობის შემოსავალს იღებს “ბარსელონადან”.

გარეთ ბეილმა ვარჯიში განაახლა

მადრიდის “რეალის” გულშემატკივართა სასიხარულოდ, გარეთ ბეილის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. უელსელმა შემტევმა ხუთშაბათს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ბეილს მუხლის მცირე ტრავმა ჰქონდა, რის გამოც “ვილიარეალთან” მატჩში “რეალის” დახმარება ვერ შესძლო, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.

ზინედინ ზიდანის გუნდის მომდევნო მატჩი 23 აპრილს, “რაიო ვალენკანოს” წინააღმდეგ არის დაგეგმილი, რის შემდეგაც “ბლანკოსი” ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს ჩაატარებს.

გარეთ ბეილის თამაში “მანჩესტერ სიტისთან” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი დარწმუნებული არ არის, შეძლებს თუ არა კლუბის უელსელი ვინგერი “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში “ბლანკოსის” დახმარებას.

ფრანგი სპეციალისტის ცნობით, ბეილი, რომელსაც კუნთი აქვს დაზიანებული, “ვილიარეალთან” მატჩს გამოტოვებს: “გასული კვირიდან მოყოლებული ის დისკომფორტს გრძნობს.

“ვილიარეალთან” მატჩში ის ჩვენ ვერ დაგვეხმარება. იმედი გვაქვს, რომ საქმე მხოლოდ გადაღლილობასთან გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ის მომდევნო მატჩში ჩვენს დახმარებას შეძლებს.” – განაცხადა ზიდანმა.

“რეალი” ბეილის დასაჩუქრებას ახალი კონტრაქტით აპირებს

Daily Telegraph-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” გარეთ ბეილისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, რომლის თანახმადაც ის კვირაში 300,000 ფუნტზე მეტს მიიღებს.

როგორც იცით, ბეილმა “სევილიასთან” გამართულ გუშინდელ მატჩში გოლის გატანა მოახერხა, რაც მისთვის 43-ე გოლი გამოდგა 76-ე მატჩში, რისი წყალობითაც მან გარი ლინეკერის რეკორდი დაამხო, რომელსაც “ბარსელონას” მაისურით 42 გოლი ჰქონდა გატანილი.

ახლა კი ფლორენტინო პერესი უელსელი შემტევის დასაჩუქრებას აპირებს კარგი ფორმისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ბეილის კონტრაქტი კიდევ 3 წლის მანძილზე არ ამოიწურება, ის მაინც აპირებს ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბეილის მიმართ ინტერესი ამ ზაფხულშიც არის მოსალოდნელი. მის გადაბირებას სავარაუდოდ “პსჟ”, “ბაიერნი” და პრემიერ ლიგის რამოდენიმე კლუბი აპირებს.

ბეილმა თმის გასწორებას 25 წამი მოანდომა, მაშინ როცა “ლას პალმასი” შეტევას ახორციელებდა

ზინედინ ზიდანს ხშირად “თავშეუკავებელ” ადამიანს ეძახიან, რის საბუთადაც მარკო მატერასთან მომხდარი ინციდენტი მოყავთ, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის.

ასე რომ ყოფილიყო, ზიდანს იგივე უნდა გაეკეთებინა “რეალის” თავდამსხმელის, გარეთ ბეილისათვის, რომელმაც თავისი ვარცხნილობის გასასწორებლად მნიშვნელოვანი 25 წამი დახარჯა, როდესაც მეტოქე გუნდი ნავასის კარს უტევდა.

ბეილი დაბრუნდა ! უელსელმა ვარჯიშზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა

როგორც იცით, გარეთ ბეილმა ვარჯიში დღეს განაახლა, მას შემდეგ რაც იანვარში მიღებული ტრავმა მოიშუშა. უელსელმა შემტევმა დაბრუნება ვარჯიშზე გატანილი ბრწყინვალე გოლით აღნიშნა.

ხესე როდრიგესმა ამ გოლის ავტორი აპლოდისმენტებით დაასაჩუქრა. ვინ იცის, იქნებ ეს გოლი კრიშტიანოსაც მოეწონა …

ბეილმა ვარჯიში განაახლა

მადრიდის “რეალის” უელსელი შემტევის, გარეთ ბეილის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს მიუახლოვდა, მან უკვე განაახლა ვარჯიში.

როგორც იცით, ბეილი იანვარში მიღებული ტრავმის გამო ვერ ახერხებდა მადრიდელთათვის დახმარების გაწევას, მან ბოლოს “ხიხონთან” გამართულ მატჩში (5-1) ითამაშა.

სკანირების შედეგად დადგინდა, რომ 26 წლის ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის “რეალის” ერთ-ერთ ლიდერად მოისაზრება, “ლევანტესთან” მატჩში შესძლებს რამოდენიმე წუთის მოედანზე გატარებას.

TOP 10: ფეხბურთელები, რომლებმაც სათამაშო პოზიცია შეიცვალეს

გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა TOP 10-ს, რომლებზეც სათმაშო პოზიციის შეცვლამ დადებითად იმოქმედა …

ბრანისლავ ივანოვიჩი

კლუბი: “ჩელსი”

წინა პოზიცია: ცენტრალური მცველი

ახლანდელი პოზიცია: მარჯვენა მცველი

როდესაც 2008 წელს “არისტოკრატთა” რიგებში ბრანისლავ ივანოვიჩი ჩაეწერა, ყველას ეგონა, რომ ის ლონდონელთა დაცვის ბურჯი გახდებოდა.

მისი დებიუტი  2008 წელს, კლუბში მოსვლიდან 8 თვის შემდგომ შედგა. თუმცა “ლოკომოტივის” ყოფილი მცველი არა დაცვის ცენტრში, არამედ მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინა.მას შემდეგ მან “ლურჯთა” რიგებში 348 მატჩი ჩაატარა და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ ფლანგს იცავდა.

UlO_a1M59_l

ოუენ ჰარგრივზი

კლუბი: კარიერა დასრულებულია

წინა პოზიცია: ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

მართალია, რომ ოუენის წარმოდგენა, როგორც შემტევი ფეხბურთელის ძალიან რთულია, თუმცა ფაქტია, რომ “ბაიერნში” ის სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. მან გერმანული კლუბის მაისურით 200-ზე მეტი მატჩის ჩატარება შესძლო.

ხოლო მას შემდეგ, რაც ის ინგლისში გადაბარგდა (2007), მას დაცვითი ტიპის ნახევარმცველის სტატუსი მიენიჭა. მანჩესტერული შტაბის ამ გადაწყვეტილებას ამართლებს ის ფაქტიც, რომ მისი მთელი კარიერის მანძილზე ოუენმა მხოლოდ 13 გოლის გატანა მოახერხა.

დირკ კუიტი

კლუბი: ფეინოორდი

წინა პოზიცია: თავდამსხმელი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი

ბევრს ნამდვილად არ გაუკვირდება, ის ფაქტი, რომ დირკ კუიტს თავდამსხმელის პოზიციაზეც შეეძლო თამაში. მართლაც, “ლივერპულმა” ის შეიძინა, როგორც თავდამსხმელი. “ფეინოორდის” 144 მატჩში მას 95 გოლი ჰქონდა გატანილი.

თუმცა ფერნანდო ტორესის ფაქტორმა მაინც თავისი გააკეთა – კუიტი სრულყოფილ ვინგერად ჩამოყალიბდა. ის დღესაც ამ პოზიციაზე თამაშობს და შედეგიც სახეზეა – 14 გოლი 22 მატჩში.

ვეს ბრაუნი

კლუბი: სანდერლენდი

წინა პოზიცია: მარჯვენა მცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

ვეს ბრაუნი “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი მარჯვენა მცველი იყო, როცა კლუბმა 2008/09 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა შემდგომში განვითარებული მოვლენების გამო მას მარჯვენა ფლანგზე მოუწია გადანაცვლება. ის ახლაც იცავს “შავი კატების” მარჯვენა ფლანგს.

UlO_a1M59_l

მუსა სისოკო

კლუბი: ნიუკასლი

წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი

როდესაც “ნიუკასლმა” მუსა სისოკო შეიძინა, ბევრს ეგონა რომ კლუბმა თავისი ახალი დევიდ ბატი იპოვა, ძლიერი მანქანა, რომელიც ბურთის ართმევაზე იქნებოდა ორიენტირებული. თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა – “ტულუზის” ექს-ფეხბურთელმა ვინგერის პოზიციაზე გადაინაცვლა და 122 მატჩის ჩატარებაც მოახერხა ინგლისელთა მაისურით ამ პოზიციაზე.

ბასტიან შვაიშტაიგერი

კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი

წინა პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი/ ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ბასტიან შვაინშტაიგერის ისტორია ძალზედ წააგავს ოუენ ჰარგრივზის სიტუაციას, რომელიც “ბაიერნში” შემტევი ფეხბურთელის სტატუსს ატარებდა, თუმცა ინგლისში ჩამოქვეითდა. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ბასტიანმა 200 მატჩი ჩაატარა, თუმცა მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ ის უფრო ეფექტური დაცვაში იქნებოდა.

UlO_a1M59_l

იან ვერტონგენი

კლუბი: ტოტენჰემი

წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

იან ვერტონგენმა ნელ-ნელა გავლო გზა დაცვითი ტიპის ნახევარმცველობიდან ცენტრალურ მცველობამდე – ბელგიაში ნახევარმცველად მოთამაშე ვერტონგენი, “აიაქსში” მარცხენა მცველად მოგვევლინა, ხოლო “მამლების” რიგებში მან ცენტრალური მცველობაც ისწავლა, თანაც საკმაოდ კარგად.

გარეთ ბეილი

კლუბი: რეალი

წინა პოზიცია: მარცხენა მცველი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი/ფორვარდი

ყველაზე დრამატული გარდატეხა ამ მხრივ გარეთ ბეილმა განიცადა, რომელმაც კარიერა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა შეტევაში ყოველთვის მიურბოდა გული. “ტოტენჰემში” ის ვინგერად აღიარეს, ხოლო მას შემდეგ რაც ის გუნდის ლიდერად იქცა მის ფორვარდობასაც არ ერიდებოდნენ, ახლა კი ის “რეალში” ირიცხება, სადაც მშვენივრად თამაშობს შეტევაში.

ვან პერსი

კლუბი: ფენერბახჩე

წინა პოზიცია: ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: ფორვარდი

რთულია გაიაზრო, რომ რობინ ვან პერსი თავდამსხმელობის გარდა სხვა პოზიციაზეც შეეძლო თამაში. ის “ფეინოორდში” ყოფნისას ვინგერის როლს ასრულებდა, თანაც საკმაოდ კარგად – 21 გოლი 76 მატჩში. სწორედ ამ შედეგის წყალობით აღმოჩნდა ის “არსენალში”, სადაც მსოფლიო დონის შემტევად ჩამოყალიბდა.

UlO_a1M59_l

ხავიერ მასკერანო

კლუბი: ბარსელონა

წინა პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

ხავიერ მასკერანო “ლივერპულის” ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა კატალონიურ გრანდში მისი ეს ფუნქცია დიდად არ მოსწონდათ, რის გამოც მას ხშირად უწევდა დაცვაში თამაში. მან ეს ფუნქცია იმდენად შეისისხლხორცა, რომ არგენტინის ნაკრებშიც არ ერიდება ამ პოზიციაზე თამაშს.

ბენიტესი: ” ბეილს შეუძლია ორ წელიწადში საუკეთესო გახდეს”

მადრიდის “რეალის” ექს-თავკაცს, რაფაელ ბენიტესს სჯერა, რომ გარეთ ბეილს შეუძლია უახლოეს მომავალში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

“მე მასთან პრობლემა არასდროს შემქმნია. ის ძალიან სოლიდური ფეხბურთელია, პროფესიონალი რომელიც ყოველთვის მისმენდა. ის თავის საქმეს მშვენივრად აკეთებდა.

მართალია, რომ ის ძალზედ გაძლიერდა, თუმცა მაინც არის გარკვეული ასპექტები, რომელთა გაუმჯობესებაც აუცილებელია. მას შეუძლია, რომ ორიოდე წელიწადში საუკეთესო გახდეს.”

 

მოურინიოს “მანჩესტერში” 3 მადრიდელი ფეხბურთელის მიყვანა სურს

Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერის” ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემთხვევაში, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალის” 3 ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

საუბარია გარეთ ბეილზე, ლუკა მოდრიჩსა და რაფაელ ვარანზე. თუმცა, წყაროს ცნობით, მისი მთავარი სამიზნე უელსელი შემტევი იქნება.

როგორც იცით, ინგლისური კლუბი ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონის გადახდასაც არ ერიდება, თუმცა მსგავს წინადადებაზე Sport-ის ცნობით, მანჩესტერელებმა უკვე მიიღეს უარი.

 

არსებობს საშიშროება, რომ ბეილის ტრავმების მიზეზი “სანტიაგო ბერნაბეუ” აღმოჩნდეს

როგორც იცით, დიდი კლუბები ყველაფერს აკეთებენ, იმისათვის რომ ფეხბურთელებში ტრავმების რიცხვი შეამცირონ. ხშირ შემთხვევაში ტრავმები მოედნის საფარით არის გამოწვეული.

სწორედ ამ საკითხს განიხილავენ მადრიდში. როგორც იცით, ბეილი ბოლო დროს საკმაოდ ხშირად სტუმრობს ლაზარეთს, რაც დიდი ალბათობით “სანტიაგო ბერნაბეუზე” არსებული მიწის ბრალი უნდა იყოს.

Sport-ის ცნობით, “ბერნაბეუზე” ჰიბრიდულ ტორფს იყენებენ, რომლის იმპორტიც მილანიდან ხორციელდება.

ასე რომ სულ მალე გავიგებთ, თუ რა კავშირია ბეილის ტრავმიანობასა და მილანურ ტორფს შორის.

„რონალდუს არ მოსწონს, რომ ბეილი მასზე ძვირი ღირს“

გამოცემა „Sunday Times“-ის ჟურნალისტმა ჯონათან ნორტკროფტმა თავისი კარიერის საინტერესო შემთხვევა გაიხსენა.

„რეალი“ თავის რეპუტაციაზე ძალიან ბევრს ფიქრობს. ერთხელ, როდესაც გარეთ ბეილის ინტერვიუზე ვმუშაობდი, მთხოვეს, რომ სტატიაში მისი სატრანსფერო ფასი არ მეხსენებინა.

მიზეზი კი იმაში იმალება, რომ უელსელის სატრანსფერო ფასი მსოფლიოში რეკორდულია, ხოლო რონალდუს არ მოსწონს, რომ მასზე უფრო ძვირადღირებული ფეხბურთელებიც არსებობს“, – ციტირებს ჟურნალისტს BBC.