გიორგი დევდარიანმა თბილისის “ლოკომოტივი” დატოვა

გიორგი დევდარიანი თბილისის ლოკომოტივს აღარ გაწვრთნის. 44 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. ლოკომოტივის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ, ინფორმაციას ლოკომოტივი მოგვიანებით გაავრცელებს.

დევდარიანი ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი 2016 წლის ოქტომბერში, გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გახდა.

2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება, ლოკომოტივმა მე-6 პოზიციაზე დაასრულა. დევდარიანის გუნდმა 53 ქულა მოაგროვა.

Fcloco.Ge

“ლოკომოტივი” გაგიჟდა: თბილისლებმა “შუქურასაც” ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს! (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის “შუქურა” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. თამაში აბსოლუტურად თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. მათი მხრიდან ანგარიშის გახსნა მე-12 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ მოახერხა. 30-ე წუთზე მამია გავაშელიშილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე უკვე ნოდარ ქავთარაძემ გახადა ანგარიში 0:3. 83-ე და 87-ე წუთებზე სიხარულიძემ და გავაშელიშვილმა დუბლები შეასრულეს და მათ გუნდს ანგარიშით, 5:0 გაამარჯვებინეს.

ამ წარმატების შემდეგ “ლოკომოტივს” 13 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. “შუქურას” მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და ბოლო პოზიციას იკავებს.

 ” alt=”” />

ფოტო: Fcloco.Ge

შოთა არველაძისა და გიორგი დევდარიანის რეაქცია “ტრაბზონსპორის” გოლზე (ვიდეო)

6 აგვისტოს, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, შოთა არველაძის “ტრაბზონსპორი” “რაბოტნიჩკის” დაუპირისპირდა.

მატჩის ძირითად დროში, თურქულმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გოლი 55-ე წუთზე იოკუსლუმ გაიტანა, რამაც შოთა არველაძე და მისი ასისტენტი გიორგი დევდარიანი ძალიან გაახარა.

საბოლოოდ, დამატებით ტაიმებში სტუმრებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს, “ტრაბზონსპორი” კი ევროპის ლიგას დაემშვიდობა.

დევდარიანი: „სამწუხაროდ, ზარანდია ვერ გაიზარდა“

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ელიტრაუნდის მეორე მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი პორტუგალიასთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

„საყურებლად ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. ყველა დაიღალა იმ ფრაზით, რომ კარგად ვითამაშეთ და დავმარცხდით, თუმცა დღეს ჩვენი შტაბის მიერ გაწეული სამუშაოთი და ფეხბურთელების მეირ ნაჩვენები თამაშით ამაყი ვარ. პორტუგალია და ესპანეთი თავის ასაკში საუკეთესო გუნდები არიან.  ჩვენი ჩემპიონატის ტემპის გათვალისწინებით, ბოლო თხუთმეტ წუთში სათამაშოდ მზად არ ვართ, რაზეც წინა თამაშის შემდეგაც და იქამდეც ვისაუბრე

ყველა ცვლილება იძულებითი გამოგვივიდა – სამივე მოთამაშე მოედნიდან დაღლილობის გამო გავიყვანე. ვთვლი, რომ პრობლემა სწორედ ამაშია – ჩვენ დავიღალეეთ.

ამ ასაკში თუკი ვინმე ნიჭიერი იყო, შანსი და თამაშის საშუალება მივეცი. ჩემი აზრით, ამით ეროვნულ ნაკრებსაც დავეხმარეთ, რადგან პიროვნული და საფეხბურთო თვისებების დახმარებით, ამ ფეხბურთელებს შორის მთავარ გუნდში თამაში ბევრს შეუძლია. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, შედეგიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო პრიორიტეტული ამ ბიჭების სწორ გზაზე დაყენებაა.

ზარანდია პირველ თამაშშიც დისკვალიფიკაციის გამო გვაკლდა. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში მან უაზრო ყვითელი ბარათი მიიღო. ესპანეთთან მისი ყოფნის შემთხვევაში, ვფიქრობ, სულ სხვა შედეგს მივიღებდით. ის თურქეთთანაც დაგვაკლდება. სამწუხაროდ, ის ვერ გაიზარდა. იმედია, ეს მალე შეიცვლება“, – განაცხადა დევდარიანმა.

დევდარიანი: „მარცხის მიუხედავად, მოთამაშეებს მადლობას ვუხდი“

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ესპანელ თანატოლებთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

„ჩემთვის დამაწყნარებელია, რომ მეორე ტაიმში გუნდმა უკეთესად ითამაშა. გაჩნდება კითხვა, რატომ ვერ ვითამაშეთ ასე პირველ ნახევარში? ეს ვერც მე და ვერც ფეხბურთელებს ვერ გამოგვივიდოდა, გამომდინარე იქედან, რომ ესპანეთის ნაკრებს თითქმის ერთი წლის განამვლობაში არ უთანაშია. ბოლო დროს ამ გუნდმა მხოლოდ გერმანიასთან ითამაშა. პირველ ტაიმს დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა და უნდა გაგვეგო, როგორ ითამაშებდა მეტოქე. ამისთვის მეორე ნახევარში ცვლილებები უნდა გამოგვეყენებინა.

მეორე გოლის ეპიზოდში მეტოქეს გაუმართლა, თუმცა ჩვენი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის მიუხედავად, მეორე ტაიმში მათ გააზრებული ფეხბურთი აჩვენეს. ბოლო წუთებში კონცენტრაცია არ გვეყო. შესაძლოა, ეს გულშემატკივარს არ აინტერესებდეს და ის გუნდისგან მხოლოდ მოგებას ელოდება, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს.

მქონდა გეგმა, რომელმაც დღეს არ გაამართლა. პირველ ტაიმში მეტოქის თამაშის შესწავლა და კონტრშეტევების მაქსიმალურად გაოყენება მსურდა. სამი მომენტი გვქონდა, თუმცა ტექნიკური წუნის გამო გოლის გატანა ვერ შევძელით.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მადლობას ვუხდი, შემადგენლობაში მისი 11 აღზრდილი გვყავს. ამ კლუბმა სეზონის განმავლობაში მხოლოდ ოთხ მატჩში ითამაშა, დანარჩენ შეხვედრებს ფეხბურთ ნაკლებათ ჰქვიათ. პირველი ლიგის ტემპს და დინამიკას შენიშნავდით. შეადარეთ მათ ის მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთის წამყვან გუნდებში თამაშობენ და დღეს ჩვენ წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ფეხბურთელებს ამ მარხს ვერ დავაბრალებ,  გულშემატკივარი არ ვარ და კარგად ვიცი, თუ რამ გამოიწვია ეს შედეგი. ჩვენი გუნდი ფიზიკურ მომზადებაში აშკარად მოიკოჭებს. ბოლო ორი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით. როდესაც იღლები, შეცდომების რაოდენობა იმატებს. იგივეს რამდენიმე ფეხბურთელზე გეტყოდით, რომელთა გუნდები სეზონის მიმდინარეობისას დაიშალნენ. ასეთ პირობებში მადრიდის „რეალის“ მოთამაშეთა წინააღმდეგ გამოსვლა ძალიან რთულია.

ჩემს ფეხბურთელებს მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშისთვის დიდ მადლობას ვუხდი. რამდენიმე შეცდომას თუ არ ჩავთვლით, მეორე ნახევარში გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ“, – განაცხადა დევდარიანმა.

გიორგი დევდარიანი: “ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ამაზე ძლიერი გუნდები არ არიან”

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისში გასამართი ელიტრაუნდისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია შედგა. ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა უპასუხა.

გიორგი დევდარიანი: “ძალიან რთული ჯგუფია. ყველა გუნდი ანგარიშგასაწევი ძალაა. ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ამაზე ძლიერი გუნდები არ არიან. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მოწინააღმდეგეების მიმართ. ვთვლი, რომ ჩვენი გუნდისთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება. გავიგებთ, თუ განვითარების რა საფეხურზე ვართ ჩვენს ევროპელ მეტოქეებთან შედარებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი ღირსეულ ფეხბურთს აჩვენებს. ყველა ფეხბურთელი აცნობიერებს ამ თამაშების მნიშვნელობას და ყველამ იცის თავისი როლი. მოსამზადებელმა ეტაპმა იდეალურად ვერ ჩაიარა, რადგან საქართველოს თასის ფინალისა და უმაღლესი ლიგის პლეიოფებმა გარკვეული დაღი დაასვა ამ პროცესს. თუმცა, სასიხარულოა, რომ მოთამაშეები ჯანმრთელად არიან და ტურნირს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.” 

გიორგი დევდარიანი: “მონტენეგროსთან დაშვებულ შეცდომას ახლაც ვნანობ”

რუმინეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა და მომალა ელიტრაუნდზეც ისაუბრა.

გიორგი დევდარიანი: “პირველი ეტაპი დავლძიეთ და ელიტ რაუნდის საგზურიც დამსახურებულად მოვიპოვეთ. თუმცა, მონტენეგროსთან დაშვებულ ჩემს შეცდომას ახლაც ვნანობ. შეცდომა დღესაც მქონდა, როცა ემოციებს ავყევი და ზარანდია თავის დროზე არ შევცვალე. ელიტ რაუნდის პირველ მატჩში ლუკა ძალიან დაგვაკლდება. 

დღეს, შედეგზე ორიენტირებული, შემტევი გუნდის თამაში ვიხილეთ. 11 ფეხბურთელიდან 8 შემტევი ტიპის იყო. აღსანიშნავია, რომ ისინი დაცვაშიც კარგად ირჯებოდნენ. 

ელიტრაუნდისთვის, შესაძლა, ვინმე დაგვემატოს. თუმცა, ძირითადი ბირთვი სწორედ დღევანდელი შემადგენლობა იქნება, რასაც ჩვენი ორი ტრავმირებული მოთამაშეც დაემატება. მაგრამ, რომელიმე მოთამაშე სადმე თავს თუ გამოიჩენს, ნაკრების კარი ყველა ფეხბურთელისთვის ღიაა.

მოსამზადებელ ეტაპს წილისყრის შემდეგ დავგეგმავთ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე იქნება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და რასაც გვპირდებოდნენ. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტი ამხანაგური შეხვედრა ჩავატაროთ.”

გიორგი დევდარიანი: “რუმინეთზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს და მოგებაც შეგვიძლია”

კვიპროსთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა, შეხვედრა შეაფასა.

გიორგი დევდარიანი: “საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემა რომ გვაქვს, დღესაც გამოჩნდა. პრობლემები დაცვის ხაზშიც იყო. მოგეხსენებათ, ტრავმირებული მცველების გამო უკანა ხაზში პოზიციით შემტევებს მოუწიათ თამაში, თუმცა მათ დაკისრებული დავალებები ასე თუ ისე შეასრულეს. ვეცდებით, რომ შემდეგი შეხვედრაც მოვიგოთ და მონტენეგროსთან დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ხსენებული შეხვედრაში შეცდომები მეც დავუშვი, რამაც შედეგზე იქონია გავლენა.

მიუხედავად ორი წაგებული მატჩისა, რუმინეთი ჩვენთან ბოლომდე იბროძოლებს. ამიტომ, საკმაოდ რთული მატჩი გველის. მაგრამ, ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს და მოგებაც შეგვიძლია. 

ზარანდია 2 თვე ტრავმას მკურნალობდა და ბუნებრივია, რომ სასურველ ფორმაში ვერ იქნება. თუმცა, ჩვენ მისგან მაინც მეტს ვითხოვთ. ყველამ იცის, რომ ზარანდიას უკეთ შეუძლია თამაში”

გიორგი დევდარიანი: “გულშემატკივარს დღევანდელი თამაშის გამო ბოდიშს ვუხდი”

მონტენეგროსთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა, შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

გიორგი დევდარიანი: “სამწუხაროდ წავაგეთ და ახლა დარჩენილი ორივე მატჩი მოსაგები გვაქვს. ჩვენი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ კი კონტრშეტევებზე დაგვსაჯა. ძალიან დაგვაკლდნენ ტრავმირებული ცენტრალური მცველები, რაც თამაშზეც აისახა. ბერიძე ტრავმის გამო არ შემიცვლია. მან გუნდის ინტერესები უნდა დააყენოს წინა პლანზე, თუ დიდი ფეხბურთის თამაში სურს.

დღევანდელი მარცხის შემდეგ საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. მომდევნო მეტოქეები მონტენეგროს ნაკრებზე უკეთესი გუნდებია, თუმცა ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. პირველი მატჩი ადრეც წაგვიგია ჯგუფში, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავსულვართ. გულშემატკივარს დღევანდელი თამაშის გამო ბოდიშს ვუხდი”

გიორგი დევდარიანი: “მონტენეგრო დაუმარცხებელი მეტოქე არაა”

8 ოქტომბერს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა, თბილისში გასამართ ეტაპზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გიორგი დევდარიანი: “მოსამზადებელი ეტაპი ძირითადად ტაქტიკურ მუშაობას დაეთმო. ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად დრო არ გვქონდა და ამიტომ, არსებული რესურსებით მოგვიწევს დაკმაყოფილება.

ჩვენს მზადყოფნაზე ყველა კითხვას პასუხს თამაშები გასცემს. სამწუხაროდ, ტურნირს საკადრო პრობლემებით ვხვდებით. ტრავმების გამო ორი ძირითადი მცველი, ტაბიძე და თევზაძე ვერ დაგვეხმარებიან.

გათამაშებას მონტენეგროსთან გასამართი მატჩით ვიწყებთ. მეტოქე დაუმარცხებელ გუნდთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, თუმცა მათ გარკვეული პლიუსები აქვთ. ბალკანელები ტანმაღალი მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებული, რაც სტანდარტების დროს მათ უპირატესობაზე მეტყველებს. ასევე, გუნდი საკმაოდ კარგად თამაშობს კონტრშეტევებზე. ჩვენი მიზანია, სათამაშო დროის რაც შეიძლება მეტი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გავატაროთ. 

გათამაშებას გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. ოთხივე გუნდი დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდია. საშინაო ასპარეზის ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენს გუნდს გარკვეული პლიუსები აქვს”

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კალენდარი::

14:00 – რუმინეთი vs კვიპროსი (სტადიონი „მიხეილ მესხი“ – 2)

16:00 – საქართველო vs მონტენეგრო (სტადიონი „მიხეილ მესხი“)

10 ოქტომბერი

14:00 – რუმინეთი vs მონტენეგრო (სტადიონი „მიხეილ მესხი“ – 2)

16:00 – კვიპროსი vs საქართველო (სტადიონი „მიხეილ მესხი“)

13 ოქტომბერი

16:00 – საქართველო vs რუმინეთი (სტადიონი „მიხეილ მესხი“)

16:00 – მონტენეგრო vs კვიპროსი (სტადიონი „მიხეილ მესხი“ – 2)

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_835643 საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_94443 საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_47499 საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_8583 საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_963 საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_704
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

გიორგი დევდარიანი: “სირცხვილია იმ ჩემპიონატის ყურება, სადაც მატჩების უმრავლესობა გარიგებულია”

რამდენიმე საათის წინ, ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი სოციალური ქსელის საშუალებით ბოლო დროს გავრცელებულ ამბებს საკმაოდ ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ დევდარიანმა რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” დარეკა და თქვა, რომ მას რცხვენია.

“ბოდიშს ვიხდი გადაცემაში დაუსრულებელი აზრი, ამდენ ხანს რომ ვერ დავამთავრე. მიზეზი ნამდვილად მქონდა.

მინდა, დავიწყო იმით, რომ რაგბისტებს გამარჯვება მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს. რამდენიმე წლის წინ კიკეთში ვიმყოფებოდი, სადაც ასეთ ფაქტს შევესწარი: ტყეში ერთი პატარა რაგბისტი დაიკარგა. არ ვიცი, როგორ მოახერხეს, მაგრამ ძალიან მოკლე დროში, თბილისში მყოფი ყველა რაგბისტი, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული პატარა რაგბისტებით, დარზმულები გაჩდნენ იმ ადგილას. შეესივნენ ტყეს, დაიწყეს ძებნა და მანამ არ წავიდნენ სახლში, სანამ ის ბავშვი არ იპოვეს. როგორც მახსოვს ღამის გათენება ტყეში მოუხდათ, ბავშვს ორი დღე ეძებდნენ. იპოვეს და გაიმარჯვეს. სხვანაირად ვერ მოიგებ. ერთობას გაუმარჯოს.

ახლა, რაც შეეეხება გადაცემას. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ არც არავიზე უკეთესი მგონია ჩემი თავი. მე ისეთივე ცოდვით სავსე ვარ, ვისზეც ვიძახი, მრცხვენია-თქო. ძალიან მინდა, ყველა უკეთესად ვიყოთ. იმ გადაცემის შემდეგ, ბევრი ადამიანი მხვდება და მეუბნება, რისი თქმა გინდოდაო.

ბევრმა ისე გაიგო, თითქოს, რაც ვთქვი ფედერაციის მისამართით იყო გამოთქმული. ვეცდები განვმარტო. იმ დღეს, ფედერაციის მიმართ არაფერი მითქვამს და არა იმიტომ, რომ ვთვლი, უშეცდომოდ მუშაობენ და უნაკლო ორგანიზაციაა. უნაკლო ორგანიზაციას კი არა, კაცს ვერ ნახავ უშეცდომოს. მეც ფედერაციაში ვმუშაობ და თუ რამე არ მომწონს ან არ ვეთანხმები, არავინ მიშლის ჩემი აზრის გამოთქმას. ხან მეთანხმებიან, ხან – არა, თუმცა ეს ნორმალურიცაა. ფედერაციას ისედაც ხშირად აკრიტიკებენ.

კრიტიკა აუცილებელია და ვერც ამაში ვხედავ რაიმე საგანგაშოსა და სამარცხვინოს. მე მინდა იმას შევეხო, რისიც მრცხვენია და ვთვლი, რომ მარტო ფედერაცია ვერ მოერევა, თუ ყველა ჩვენთაგანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს, არ გამოიჩენს პრინციპულ პოზიციას. ჯერ მინდა, გადაცემის ყველა სტუმრის მიმარტ პატივისცემა გამოვხატო, იქ პირადული პრობლემა არავისთან მქონია. ჩემი მიზანი იყო და არის, რომ ქართულ ფეხბურთში სიტუაცია გაუმჯობესდეს.

მე არც პროკური ვარ და არც გამომძიებელი. ჩემი სურვილი არ არის და არც არასოდეს იქნება ვინმეს დაჭერა და გაუბედურება. არც ის ვიცი ზუსტად, ვინ ვისგან რას იღებს და რას უბრუნებს, მაგრამ ყველგან იმაზე მიდის საუბარი, თუ რა უმსგავსობა ხდება. სწორედ ამაზე ვთქვი, რომ მრცხვენია და მართლაც, ძალიან მრცხვენია ამდენი შურისა და გაუტანლობის. მაისურაძემ (“ლოკომოტივი” – ავტ.) “ბარსელონას” მოუგო და ასე თქვეს, მესამე გუნდს მოუგესო (მაგ სიმართლით იარონ). მრცხვენია განკითხვისა და ტყუილების. გამარტოკაცების მრცხვენია და მეშინია, რომ ეს ჩვენი მომავალი თაობებისათვის ნორმად არ იქცეს, არადა ბევრიც არაფერი უკლია.

სირცხვილია იმ ჩემპიონატის ყურება, სადაც მატჩების უმრავლესობა გარიგებულია (გეგუჩაძის გარდა, თავს ვერავიზე დავდებ რო არა, მაგრამ ვერ დაუმტკიცებ). პირველი ლიგა ხომ სულ ქარვასლაა, წაგვლეკეს აზიის ტოტალიზატორებმა და თან რა მოედნებზე. ეს ოქროსავით ნაკრების ბიჭები რომ ჩაგვყავს სათამაშოდ, სიტყვების პოვნაც კი ჭირს, რომ მოტივაცია მოუძებნო. არადა, ხვალ ელიტ-რაუნდი ელით და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ემზადებიან.

მრცხვენია, რომ აქა-იქ გუნდებში მოსახვედრად ისევ გაისმა “სტავკების” შესახებ. ამაზე ყველა აქტიურად საუბრობს, თანაც, როცა ლაპარაკობენ, სულ დედას გვაგინებენ. ბავშვები ადამიანების ნდობას კარგავენ და არ მრცხვენოდეს? ერთი კაცის გამო, ჩირქი ას კაცს ეცხება. ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით და თუ მალე, გონზე არ მოვალთ, დავიღუპებით.

მოვა სულ მალე არჩევნები და აირჩიეთ, ვინც გინდათ. სხვა თუ არაფერი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ნაღდად სამართლიანი იყო. მგონია, ახლაც ასე იქნება. მაგრამ, არჩევნებამდეც გავრისკოთ, ერთად დავდგეთ და ვნახოთ, რა გამოვა.

თქვე კაი ხალხო, ადამიანები ოთახიდან გამოუსვლელად, გამოქვაბულებში ნახულობენ იმათ, ვინც ჭირდებათ. დავიჯერო ძნელია, ფედერაციასთან ერთად, გინდ მის გარეშეც, შეიქმნას რაიმე ჯგუფი, რომელიც 24 საათი იმუშავებს მაგ საქმეებზე და იმათ ვინც ხელებს აფათურებს, ხელების ფათურსა უკრძალავს.

კიდევ ერთხელ, მე არავის დაჭერა არ მინდა. მინდა, რომ ქვეყანაში თავაწეულებმა ვიაროთ, ისევე როგორც ჩვენი რაგბისტები, წყალბურთელები, კალათბურთელები და მოჭიდავეები დადიან.”

გიორგი დევდარიანმა „დილა“ დატოვა

გიორგი დევდარიანმა გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობა ბოლო პერიოდში დევდარიანის მუშაობით უკმაყოფილო იყო, რაც ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტის გუნდიდან წამოსვლის მიზეზი გახდა. მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბი ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს. ხვალვე გახდება ცნობილი დევდარიანის შემცვლელის ვინაობა.

გიორგი დევდარიანი „დილას“ თავკაცის პოსტზე 2013 წლის ზაფხულში დაინიშნა და მისი თავკავცობით გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფში იასპარეზა.

„დილას“ ამ დროისთვის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-7 პოზიცია აქვს დაკავებული.

ბექა დოგრაშვილი