მერებაშვილის საგოლე გადაცემა და მოპოვებული პენალტი “ზაგლებიესთან” (ვიდეო)

გუშინ პოლონეთის ექსტრაკლასას მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთი მატჩი ლუბინში “სტადიონ ზაგლებიე ლუბინზე” ადგილობრივ “ზაგლებიესა” და პლოცკის “ვისლას” შორის შედგა. შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ, თუმცა მეორე ტაიმში “ვისლამ” ჩამორჩენა აღადგინა და საბოლოოდ შეხვედრა, 2-2 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ 57-ე წუთზე პირველი ბურთის გაქვითვა პლოცკური გუნდიდან პიატოვსკიმ ქართველი მოთამაშის, გიორგი მერებაშვილის პასით მოახერხა. 69-ე წუთზე კი ისევ გიორგი შეიჭრა საჯარიმოში, მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მისი შესრულება ზუსტად ვარელამ მოახერხა.

საქართველოს ნაკრების წევრი 46-ე წუთზე შევიდა მოედანზე და მე-80-ზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

ამ ფრის შემდეგ მერებაშვილის კლუბი 16-გუნდიან ჩემპიონატში რვა ქულით მეათეა.

მერებაშვილი: “ირლანდიასთან არსებული პრობლემების აღმოფხვრას ავსტრიასთან მატჩში შევეცდებით”

საქართველოს ეროვნული გუნდი ირლანდიასთან გაგორებული ფრის (1:1) შემდეგ, ავსტრიაში ადგილობრივ ნაკრებს ხვალ დაუპირისპირდება და სამი ქულის აღებას შეეცდება.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ჩვენი ნაკრების შემტევს, გიორგი მერებაშვილს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– როგორი განწყობაა გუნდში?

– მშვენიერი ატმოსფერო სუფევს. თუმცა, ცოტათი ნაწყენები ვართ: ირლანდიასთან დიდი უპირატესობა გვქონდა, რაც მოგებაში ვერ გარდავსახეთ. მთლიანობაში, გუნდში არსებული განწყობა დადებითად შეიძლება შეფასდეს.

– წინა შეხვედრაში მართლაც დიდი უპირატესობა გქონდათ, როგორც ბურთის ფლობის, ასევე – მომენტების რაოდენობის მხრივ. შენი აზრით, რა იყო ამ ყველაფრის ვერგამოუყენებლობის მიზეზები და აღმოფხვრადია თუ არა ეს ავსტრიასთან მატჩში?

– კონკრეტულ მიზეზებს ვერ იტყვი. ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ირლანდიელებსაც ჰქონდათ რეალური მომენტები და მათ ვერ შეძლეს ამის გამოყენება. რა თქმა უნდა, ეს ხარვეზები აღმოფხვრადია. უფრო მეტად ვეცდებით, მაქსიმალურად კონცენტირებულნი ვიყოთ და ჩვენი შანსები გოლებით დავაგვირგვინოთ.

– რას ეტყვი გულშემატკივარს, რომელიც, განსაკუთრებით ირლანდიასთან შეხვედრამდე, იმედგაცრუებული იყო?

– მესმის მათი – ამის საბაბი გააჩნიათ. თუმცა, მერწმუნეთ, თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენ მუდამ ვცდილობთ, გულშემატკივრის გულები გავახაროთ. სწორედ ახლა სჭირდება ამ გუნდს დახმარება და გვერდში დგომა. მჯერა, ყველაფერი გამოსწორდება და ნაკრები დიდ წარმატებას მიაღწევს.

მადლობა ყველა იმ მხარდამჭერს, რომელიც წინა მატჩში 90 წუთის მანძილზე გულმხურვალედ გვქომაგობდა!

ქვილითაია: “უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით”

ირლანდიის ნაკრებთან ნათამაშები ფრის (1-1) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი ქვილითაიამ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“დასაწყისში დასანანი გოლი გავუშვით, თუმცა შემდეგ ყველაფერი გამოვასწორეთ. ვფიქორობ, უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. ალბათ, ამისთვის ცოტაოდენი გამართლება და ფიზიკური კონდიციები დაგვაკლდა. ბევრი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ნაკრებში, ბევრი უთამაშებელია და ამანაც, რა თქმა უნდა, ხელი შეგვიშალა. ეს გამოჩნდა 70 წუთის შემდეგ, როცა უკვე ბოლო ფაზაში გადავედით.”

“დღეს, პირადად მე, ბრძოლა მიწევდა, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ათლეტური მცველები მეთამაშებოდნენ. სამთვიანი ტარვმის გამო, ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, მაგრამ მაინც დადებითად შევაფასებდი იმას, რაც მოედანზე გავაკეთე,” – ამბობს ქვილითაია.

“ურალისა” და “უფას” ფრე – ჭანტურიას ჩაწოდების შემდეგ ტაბიძემ ავტოგოლი გაიტანა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მესამე ტურმა აიღო სტარტი.

ეკატერინბურგში “ურალი” “უფას” დაუხვდა. პირველ მათგანში ქართველი ლეგიონერი, გიორგი ჭანტურია თამაშობს. იგი მოედანზე 74-ე წუთზე დიმიტროვის ნაცვლად შემოვიდა. ხოლო, სტუმარ კლუბში ასევე ჩვენი თანამემამულე, ჯიმი ტაბიძე გამოდის. 55-ე ნომერმა შეუცვლელად იასპარეზა.

დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. ამის გაკეთება “უფას” მოთამაშემ, სილვესტერ იგბუნმა მოახერხა. მეორე ნახევარში, 88-ე წუთზე ჭანტურიას ჩაწოდების შემდეგ ბალაჟიჩ ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას – მისი დარტყმული ტაბიძეს მოხვდა და გოლი ისე გავიდა.

საბოლოოდ, 1-1.

“ურალი” ოთხი ქულით მეხუთეზეა, ხოლო “უფა” ასევე ოთხი ქულით მეექვსეზე.

ნავალოვსკის მარცხი “ცსკა”-სთან

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მატჩები იმართება

ერთ-ერთ შეხვედრაში მოსკოვის “ცსკა” ხაბაროვსკის “სკა”-ს შეხვდა. ამ უკანასკენლში ქართველი მარცხენა მცველი, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. იგი სულ ახლახანს გადავიდა პრემიერ ლიგის გუნდში. გიორგიმ მატჩი ძირითადიდან დაიწყო და იგი შეუცვლელად ჩაატარა.

რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, მასში ანგარიში მე-4 წუთზე გოლოვინმა გახსნა და “ცსკა” დააწინაურა. 37-ეზე კი ნათჩომ პენალტი გაიტანა.

საბოლოოდ, “ცსკა”-მ ანგარიშით, 2-0 მოიგო. ამ მარცხის შემდეგ ნავალოვსკის გუნდი ნული ქულით ბოლო ადგილზეა.

გიორგი პაპუნაშვილმა თბილისის “დინამოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 დეკემბერს თბილისის “დინამოს” ფეხბურთელმა, გიორგი პაპუნაშვილმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა საზოგადოებას სოცილაური ქსელის საშუალებით შეატყობინა.

 

პაპუნაშვლი: “ახალი კონტრაქტი დინამოსთან. ახალი გამოწვევა! ბედნიერი ვარ, რომ კლუბში გავაგრძელებ თამაშს. მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის.”

21 წლის ფეხბურთელი “დინამოს” აღზრდილია. მას ახალგაზრდულ და ძირითად გუნდში ერთად 51 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 20 გოლი გატანილი. პაპუნაშვილი 2015/2016 წლებში ბრემენის “ვერდერში” იყო განათხოვრებული, სადაც 20 მატჩი მიიღო მონაწილეობა და ორი გოლიც გაიტანა.

” alt=”” />

გიორგი ჭანტურია 6 თვე იუქმებს

გასულ უქმეებზე რუსეთის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში მოსკოვის “ლოკომოტივი” “ურალს” დაუპირისპირდა და მასთან ქულები გაიყო.

სტუმართა რიგებში ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ჭანტურიამ ძირითადიდან დაიწყო შეხვედრა. თუმცა, მან მეორე ტაიმში, ერთ-ერთ ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო და 58-ე წუთზე სერჩენკოვმა შეცვალა.

“ურალის” ოფიციალური გვერდის ცნობით, გიორგიმ მუხლის მყესები დაიზიანა, რის გამოც იგი დაახლოებით 6 თვის მანძილზე ვეღარ შეძლებს საყვარელი საქმის კეთებას.

აქედან გამომდინარე, ჭანტურია 24 მარტს საქართველოს ნაკრებს სერბეთის წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ნიკოლოზ გელაშვილი “საბურთალოსთან” გამართულ მატჩში კარებში ჩადგა (ვიდეო)

გუშინ უმაღლესი ლიგის სამი შეხვერდა გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში გორის “დილა” სტუმრად “საბურთალოს” დაუპირისპირდა. 76-ე წუთზე თამაშის წესების დარღვევის გამო “დილას” მეკარე, გიორგი ბეგაშვილი მსაჯმა მოედნიდან გააძევა. გამომდინარე იქიდან, რომ გორელებს სამივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდათ, კარში მოედანზე უკვე მყოფი სპორტსმენი უნდა ჩამდგარიყო. ეს ტვირთი ნიკოლოზ გელაშვილმა თავის თავზე აიღო.

გია გეგუჩაძე „ზესტაფონს“ უბრუნდება?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფეხბურთის სერბი სპეციალისტი რატკო დოსტანიჩი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.

ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს გია გეგუჩაძესთან, რომელიც მარგველებს 2008-დან 2011 წლამდე თავკაცობდა. ამ პერიოდში იმერული გუნდი საქართელოს ჩემპიონის ტიტულს შეწვდა.

როგორც მოგეხსენებათ, „ზესტაფონი“ საქართველოს თასის გათამაშებას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. გუნდს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიცია აქვს დაკავებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დოსტანიჩი „ზესტაფონს“ მიმდინარე წლის ივლისიდან თავკაცობს.

ბექა დოგრაშვილი