დოლბერგის აგენტი: “კასპერს “აიაქსში” დარჩენა სურს”

ამსტერდამის “აიაქსის” ფეხბურთელმა, კასპერ დოლბერგმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარდა. 19 წლის ფეხბურთელამა “ერედივიზიონში” 29 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. მისით ისეთი გუნდები ინეტერსედებიან, როგორებიც “ბარსელონა” და “მანჩესტერ უნაიტედია”. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დანიელის აგენტმა, იენს სტეფანსენმა.

“ახლა ამაზე ფიქრსი დრო არაა. დოლბერგი დანიის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და იგი გერმანიასთან და ყაზახეთთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება. არანაირ კლუბთან არაა მოლაპარაკება.ერთ რამეს გეტყვით, დიდ ევროპულ გუნდებს სურთ კასპერის შეძენა. თუმცა, მისი უმთავრესი მიზანი ჰოლანდიელთა რიგებში კიდევ ერთი წლით თამაშია,” – აცხადებს აგენტი.

“აიაქსის” სტადიონს იოჰან კრუიფის სახელი დაერქვა

“ამსტერდამ არენას” სახელი შეეცვალა.

სტადიონის ხელმძღვანელობის, “აიაქსის” უფროსებისა და ქალაქის მმართველების მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ამსტერდამული კლუბის სტადიონს იოჰან კრუიფის სახელი მიენიჭა.

როგორც იცით, “აიაქსის” ყოფილი თავდამსხმელი და მთავარი მწვრთნელი გასული წლის მარტში გარდაიცვალა. ის ჰოლანდიური კლუბის ღირსებას 1964-73, 1981-83 და 1986-88 წლებში იცავდა.

კრუიფი გასული საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. მან სამჯერ მოახერხა ოქროს ბურთის მოგება.

სტადიონს სახელი 25 აპრილს შეეცვალა, კრუიფის დაბადებიდან ზუსტად 70 წლის შემდეგ.

აგენტი: “იქნება თუ არა დე ბური ჰოლანდიის ნაკრების მომავალი მწვრთნელი?”

სულ ცოტა ხნის წინ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანი ბლინდი გაათავისუფლეს.  ჟურნალისტებმა ამ თანამდებობის დაკავების კანდიდატებად რამდენიმე სპეცილისტი დაასახელეს. მათ შორის არის ფრანკ დე ბური, რომელიც ბოლოს მილანის “ინტერს” წვრთნიდა.

ამ თემასთან დაკავშირებით დე ბურის აგენტმა ისაუბრა.

“ფრანკს უნდა, რომ ყოველ დღე მინდორზე იდგეს.  შესაბამისად, მას არცერთი ნაკრების მწვრთნელობა არ სურს. არა, დე ბური ნამდვილად არ იქნება ჰოლანდიის დამრიგებელი,” – განაცხადა გვიდო ალბერსმა.

 

ოფიციალურად: დენი ბლინდი ჰოლანდიის ნაკრებს აღარ გაწვრთნის

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დენი ბლინდს ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, რომ “აიაქსის” ლეგენდამ “ნარინჯისფერთა” თავკაცის პოსტზე გუს ჰიდინკი ჩაანაცვლა, თუმცა მისი სანაკრებო კარიერა არც ისე წარმატებული გამოდგა.

დენი ბლინდისთვის საბედისწერო “აიაქსის” 17 წლის ფეხბურთელის, მატეის დე ლიგტისათვის მიცემული შანსი აღმოჩნდა, რომელმაც ბულგარეთთან მატჩში საშინელი შთაბეჭდილება დატოვა და ნაკრების მარცხში “დიდი წვლილი შეიტანა”.

“პატივს ვცემთ იმას, რაც დენიმ ჩვენი ნაკრებისათვის გააკეთა ამ პერიოდის მანძილზე.

მაგრამ, მის მიერ ნაჩვენები შედეგები ჩვენთვის არადამაკმაყოფილებელია და რადგანაც ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ასეთი ცვლილებება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო,” – აცხადებს ფედერაციის დირექტორი.

ჰოლანდიის ნაკრებს დროებით 21-წლამდელთა გუნდის თავკაცი, ფრედ გრიმი გაწვრთნის.

მატეის დე ლიგტი ჰოლანდიის ნაკრების ისტორიაში შევიდა

ამსტერდამის “აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, მატეის დე ლიგტმა 86-წლიანი რეკორდი დაამხო და ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

საქმე ისაა, რომ ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დენი ბლინდმა ეს უკანასკნელი ბულგარეთის ნაკრებთან გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა.

შედეგად, მატეის დე ლიგტი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (17 წელი და 225 დღე) გახდა (1931 წლის შემდეგ), რომელმაც ნიდერლანდელ ფეხბურთელთა რჩეულ გუნდში ითამაშა.

ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსი კი მაუკ ვებერს ეკუთვნის, რომელმაც “ნარინჯისფერთა” მაისური პირველად 1931 წელს მოირგო (17 წელი და 222 დღე).

არიენ რობენი: “ჩემს სანაკრებო კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე”

არიენ რობენს ბოლო წლებში რამდენიმე რთული და ხანგრძლივი ტრავმა ჰქონდა. როგორც იქნა, ჰოლანდიელი ფორმაში ჩადგა და მიმდინარე სეზონში რეგულარულად თამაშობს.

სანაკრებო პაუზის წინ “ნარინჯისფერთა” ლიდერმა მის სანაკრებო კარიერაზე ისაუბრა.

“სულ ცოტა ხნის წინ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვფიქრობდი, გამეგრძელებინა თუ არა ჩემი სანაკრებო კარიერა. ერთ მომენტში, იმ აზრზე ვიყავი, რომ მხოლოდ “ბაიერნისთვის” დამეხარჯა ჩემი ძალები და ეროვნული გუნდიდან წამოვსულიყავი.”

“ამ საკითხზე მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ჩემს ცოლთან, ასევე ოჯახთან და მთავარ მწვრთნელთან, დანი ბლინდთან.”

“საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრო და ჩემს გუნდს დავემხარო. ვნახოთ, რა იქნება ამის შემდეგ,” – განაცხადა რობენმა.

ჰოლანდიის თასზე ვიდეო რეფერი გამოიყენეს (ვიდეო)

25 იანვარს, ჰოლანდიის თასზე “უტრეხტმა” საკუთარ მოედანზე “კამბური” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. შეხვედრის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც სტუმრებმა დარტყმები უკეთესად შეასრულეს.

მატჩის 76-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა “კამბურის” საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. თუმცა, რამდენიმე წამის შემდეგ, მსაჯმა ვიდეო რეფერი მოითხოვა, რის საშუალებითაც ეპიზოდი კარგად შეაფასა. მან თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააუქმა და ბურთი “კამბურს” გადასცა.

იხილეთ ვიდეო

ოფიციალურად: იეტრო ვილემსმა “პსვ”-სთან გაახანგრძლივა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰოლანდიური “პსვ”-ს ფეხბურთელმა, იეტრო ვილემსმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალგაზრდა სპორტსმენს ძველი ხელშეკრულება გუნდთან 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. მან ახალ, 1 წლიან დოკუმენტს მოაწერა ხელი. საქმე იმაშია, რომ ვილემსის შეძენა მომავალ ზაფხულზე “ლივერპულს” და “ვერტონს” სურს. ჰოლანდიელს კი არ უნდა, რომ ისე წავიდეს გუნდიდან, “პსვ”-მ სარგებელი ვერ ნახოს.

იეტრო ვილემსი: “გუნდის დირექტორს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ არცერთ შემთხვევაში არ დავტოვებ კლუბს, როგორც თავისუფალი აგენტი!” – განაცხადა მარცხენა მცველმა.

რომელი ქვეყანა აწვდის ევროპის ტოპ ჩემპიონატებს ყველაზე მეტ ფეხბურთელს?

ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში (ლა ლიგა, პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგა, ლიგა 1, სერია ა) საკმაოდ ბევრი ლეგიონერი ირიცხება, მაგრამ რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი? FANEBI.COM გთავაზობთ პასუხს ამ ძალზედ საინტერესო კითხვაზე…


1) საფრანგეთი | ლიგა 1-ის გამოკლებით, ევროპის ტოპ ოთხი ჩემპიონატის კლუბებში საერთო ჯამში 116 ფრანგი ფეხბურთელი ირიცხება


2) ბრაზილია | ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში სულ 114 ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოდის


3) არგენტინა | ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში მოასპარეზე არგენტინელთა რიცხვი 97-ს შეადგენს


4) ესპანეთი | ლა ლიგას თუ არ ჩავთვლით, დარჩენილ 4 ტოპ ჩემპიონატში ესპანეთის წარმომადგენლობა 66 ფეხბურთელისაგან შედგება


5) ბელგია | ბელგიელებს უმაღლეს ჩემპიონატებში 48 წარმომადგენელი ჰყავთ, ისინი ამ მხრივ მეხუთე პოზიციას იკავებენ


6) შვეიცარია | ბელგიის მსგავსად, შვეიცარიის წარმომადგენლობაც 48 ფეხბურთელისგან შედგება


7) სერბეთი | ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში 38 სერბი ფეხბურთელი თამაშობს


8) ჰოლანდია | ევროპის ტოპ ჩემპიონატებში სულ რაღაც 38 ჰოლანდიელი თამაშობს


9) პორტუგალია | ევროპის ჩემპიონ ქვეყანას მხოლოდ 36 წარმომადგენელი ჰყავს ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში


10) ხორვატია | ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ამ დროისთვის 33 ხორვატი ფეხბურთელი ასპარეზობს

სერია ა-ს კლუბს ჭანტურიას შეძენა სურს!

ტრანსფერებისთვის განკუთვნილი დრო ნელ-ნელა იწურება. გუნდები კი სწორედ ამ პერიოდში ცდილობენ, ბოლოჯერ გაიბრძოლონ და გააძლიერონ თავიანთი შემადგენლობა.

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb.Com-ი ავრცელებს ძალიან საინტერესო ინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.

ამჟამად, გიორგი რუსული “ურალის” ღირსებას იცავს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, იყო თუ არა კონტაქტი “კროტონეს” ხელმძღვანელობასა და ჭანტურიას ამჟამინდელი კლუბის მესვეურებს შორის. სატრანფსერო ფანჯრის დასრულებამდე სულ ცოტა რჩება და ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს.

ჰოლანდიაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერი: “ჰოლანდიელებზე მეტი ტალანტი გვყავს”

საქართველოს საზღვრებს გარეთ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება. იქ დასახლებული ქართველი ახალგაზრდები გარემოს შესაბამისად იყენებენ და თავიანთ ნიჭს დიდ გასაქანს აძლევენ. ასეთ ადამიანთა რიგებში, რა თქმა უნდა, შედიან ახალაბედა ფეხბურთელები, რომლებიც უცხოური გუნდების აკადემიებში ირიცხებიან და ცდილობენ უმაღლესი დონის სპორტსმენებად ჩამოყალიბდნენ.

Fanebi.Com-ი ეძებს ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ აგორებენ ბურთს. ეს ადამიანები ქართველების უმეტესობისთვის საერთოდ არაა ნაცნობი, მათი ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ შესაძლებელია, ძალიან მალე ნებისმიერი მათგანის თამაშს ტელევიზორიდან მივადევნოთ თვალი.

ჩვენ აქტიური ძიების შემდეგ მივაგენით ჰოლანდიის რიგით მესამე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელ გიგი გურგენიძეს, რომელიც გასულ ზაფხულს ჩავიდა ევროპულ ქვეყანაში და ამსტერდამის “ჰილვერსუმში” დაიწყო თამაში. ის მხოლოდ 17 წლისაა და უკვე ნახსენები კლუბის პირველ გუნდში ასპარეზობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე, მასზე გაცილებით დიდ მოთამაშეებთან ერთად. მეტს აღარ გავაგრძელებ, მოდით მივყვეთ ინტერვიუს და ისე გავიცნოთ ეს ახალგზარდა.

– გიგი, მოგესალმები. უპირველეს ყოვლისა, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რომ გვითხრა, კონკრეტულად როდის ჩახვედი ჰოლანდიაში და რამდენი ხანია მანდ თამაშობ?

– გამარჯობა. მე ზუსტად ერთი წლის წინ დავტოვე საქართველო და წამოვედი ამ ქვეყანაში. იმ ზაფხულშივე დავიწყე თამაში დედაქალაქის გუნდში, “ჰილვერსუმში”.

– სანამ უცხოურ კარიერაზე განვაგრძობდეთ საუბარს, მოკლედ რომ გვითხრა, საქართველოში რა ასაკიდან დაიწყე ფეხბურთის თამაში და რომელი გუნდების აკადემიაში იყავი?

– “შევარდენში” 7 წელი ვიყავი, ხოლო უკვე 14 წლისამ 35-ე სკოლაში ვითამაშე. იმ სეზონში მეორე ლიგაში ვიასპარეზე. ანუ, ფაქტობრივად, უკვე სამი წელია ჩემს ასაკში აღარ მითამაშია. არადა, ამ დროს ხომ ზუსტად მაგას აქვს ხიბლი…

– ანუ შენს ასაკში თამაში გირჩევნია პირველ გუნდში გამოცდილების მიღებას?

– კი, მით უმეტეს, ჰოლანდიაში. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ფიზიკურად ძალიან რთულია, გაუძლო იმ დატვირთვებს, რასაც ჩემზე 5, 10 და უფრო მეტი წლით დიდი სპორტსმენები უძლებენ. მე ნელ-ნელა შევეჩვიე და ნამდვილად აღარ მინდა ასაკობრივ გუნდში დაბრუნება.

– რომ აგვიხსნა კონკრეტულად, შენი გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონატის რომელ ლიგაში თამაშობს?

– მოკლედ, როგორც აღვნიშნე, გამოვდივარ “ჰილვერსუმში”, რომელიც ასპარეზობს ჰოლანდიის მესამე ლიგის C ზონაში.

  – “ზონის” არსი უკეთ რომ განგვიმარტო…

– ანუ, ყველა ლიგა (მეორე, მესამე…) დაყოფილია “ზონებად”: “A”, “B”, “C”… “C”-ში უფრო სუსტი გუნდები ასპარეზობენ, “B”-ში შედარებით ძლიერი და ა.შ. მაგალითად, მესამე ლიგის “C” და “B” ზონებს შორის არის პლეი-ოფები და სამ გუნდს აქვს იმის შანსი, რომ ერთით მაღალ საფეხურზე იასპარეზოს.

– როგორც ვიცი, მეორე ლიგასა და ერედივიზიონში უფრო რთული მოთხოვნებია, ასეა?

– კი, ნამდვილად ასეა. მარტივად რომ ვთქვათ, მესამე ლიგა ნახევრადპროფესიონალურია, დანარჩენი ორი კი პროფესიონალური. აქედან უფრო ზემოთა ლიგებში გადასასვლელად გუნდს სჭირდება კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება, სპონსორი, მოედანი, ბიუჯეტი, სხვა ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.

– შენ შეგიძლია, ამ მომენტში, შემოთავაზების შემთხვევაში, უფრო მაღალ ლიგაში გადახვიდე?

– მე 17 წლის ვარ და პროფესიონალური კონტრაქტის გაფორემება არ შემიძლია. უკვე გითხარით, რომ ზედა ორი საფეხური პროფესიონალურია, მე სადაც ვარ – ნახევრადპროფესიონალური. აქედან გამომდინარე, კონტრაქტის გაფორმება და, შესაბამისად, უფრო მაღალი დონის გუნდში თამაში მხოლოდ 18 წლის რომ გავხდები, მაშინ შემეძლება.

– უკვე დეტალურად განგვიმარტე ჩემპიონატის სტრუქტურა და წესები. ახლა, კონკერტულად, შენს გუნდზე გადავიდეთ. გასულ ზაფხულში ჩამოხვედი აქ. გაგიჭირდა ადაპტაცია ჰოლანდიურ ფეხბურთთან?

– კი, ძალიან ძნელი იყო. ძალიან დიდ დატვირთვას ვიღებდი. ამ მხრივ, რთული გამოდგა პირველი თვე, განსაკუთრებით. ვარჯიშის მერე მთლიანად ძალაგამოცლილი ვიყავი. რაც შეეხება თამაშებს, მწვრთნელი თავიდან 20-20 წუთი მათამაშებდა. შემდეგ, ნელ-ნელა ადაპტაცია გავიარე და მან დრო გამიზარდა.

– საბოლოო ჯამში, რამდენ შეხვედრაში მიიღე მონაწილეობა?

– სულ გუნდმა ითამაშა 28 ოფიციალური და 4 ამხანაგური. ოფიციალური 28-დან 18-ში მივიღე მონაწილეობა, რაც შეეხება ამხანაგურებს, ყველა მათგანში ვიასპარეზე. საბოლოო ჯამში, გავაკეთე 3 საგოლე გადაცემა და ერთხელ მეტოქის კარის აღება შევძელი.

– შენი აზრით, რა არის განსხვავება ქართულ და ჰოლანდიურ ფეხბურთს შორის?

– განსხვავება არის ის პირობები, რომელშიც ჰოლანდიაში მოთამაშე სპორტსმენია. ამ პირობებს კი სხვადასხვა კომპონენტი ქმნის. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა, რომელიც ნამდვილ ფეხბურთელად გაგრძნობინებს თავს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, პროფესიონალი კადრები, დაყწებული მწვრთნელებით, დამთავრებული სკაუტებით. ამ უკანასკნელის რაოდენობა თამაშებზე 30-35-ს უდრის. სწორედ პროფესიონალი კადრები ქმნიან იმ გამართულ და კომფორტულ სისტემას, რომელშიც შემდეგ დიდი  ნიჭის მქონე ახალგაზრდას აღარ უჭირს საკუთარი პოტენციალის რეალიზება და ნამდვილ ფეხბურთელად ჩამოყალიბება.

– ჰოლანდიაში ფეხბურთის თამაში უფასოა…

დიახ, ეს წესი ჰოლანდიურ ფეხბურთს კიდევ ერთ თვისებას სძენს – მასობრიობას. იმას ვგულსიხმობ, რომ ნებისმიერი ასაკისა და ფინანსური შესაძლებლობის ადამიანს შეუძლია, მივიდეს გუნდში და იშრომოს განვითარებისთვის. საბოლოოდ, პროფესიონალად ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ხომ ქვეყანას ან მის რომელიმე გუნდს ადგება.

– არის რამე ისეთი, რაშიც ჰოლანდიელებს ვჯობივართ?

–  თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე მთავარი რამეა ეს: ჰოლანდიელებზე გაცილებით ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის შესაბამისი პირობები სჭირდებათ.

– თუ გვყავს ტალანტები, მაშინ რამდენიმე უმაღლესი დონის ფეხბურთელი მაინც რატომ არაა საქართველოში?

– იმიტომ , რომ ის არ გვაქვს ჭარბად, რაც ჰოლანდიელ ფეხბურთელებს გააჩნიათ და რაც უკვე ვთქვი: პროფესიონალი, მიზნისკენ მიმართული ადამიანები, რომლებსაც სხვა არაფერი ინეტერესი აქვთ, გარდა იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაზარდონ. ეს, ჩემი აზრით, უმთავრესია. თუმცა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურისა და ფინანსების დეფიციტიც თავის როლს თამაშობენ.

– გასაგებია. ახლა ასე გკითხავ, ვთქვათ, ეს სისტემა გაიმართა. ყველა მწვრთნელმა თუ სკაუტმა საკუთარ საქმეზე ბოლომდე იფიქრა და მატერიალური რესურსის სიმცირესაც აღარ ვუჩივით. ქართველი ფეხბურთელის ხაისათზე რას მეტყვი? ხშირადაა, როცა ისინი აღწევენ რაღაც წარმატებას, აღარ ცდილობენ განვითარებას და კმაყოფილდებიან იმით, რაც იშოვნეს და აქვთ…

– მესმის, რასაც ამბობ. მაგრამ იცი რა?  ჰოლანდიაშიც კი არიან ეგეთები, რომლებიც თავიანთ პოტენციალს ბევრი რამის გამო ვერ ავითარებენ. თუმცა, როგორც ამ ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც არიან მშრომელები, რომლებსაც შეუძლიათ, ძალიან დიდი წარმატების მიღწევა, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მათ პირობებს შევუქმნით! ამის მაგალითი გვაქვს, ქეცბაია, მაგალითად. რა თქმა უნდა, შოთი არველაძე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ჰოლანდიაში ბევრს კერპად ჰყავს ქცეული.

– ქართულ ფეხბურთზე ვსაუბრობთ და არ შემიძლია, არ გკითხო, ახალგაზრდული ნაკრებიდან გქონდა შემოთავაზება?

– ახლაგაზრდული ნაკრებიდან მუდმივად იყო ინტერესი. ამის შესახებ სისტემატიურად მატყობინებდნენ, ბოლოს მაისურაძეს ველაპარაკე მარტის იმ ელიტრაუნდის წინ, რომელშიც სამიდან სამივე შეხვედრა წავაგეთ. საბოლოოდ, მე არ გამომიძახეს, თუმცა, არაფერია ეს ყოველივე. ყველას მიეცემა საკუთარი შანსი და სწორედ მაშინ უნდა დაამტკიცოს, რა შეუძლია.

– ბოლოს, აუცილებლად გკითხავ, შენი აზრით გარდა ნიჭისა და საჭირო პირობებისა, რა არის აუცილებელი ახალგაზრდისთვის, რომ იქცეს პროფესიონალ მოთამაშედ?

– პასუხი მარტივი და ბევრისთვის ნათელია – შრომა! არაფერია ტალანტი, თუ შრომა არ შეგიძლია და მუდმივად არ იბრძვი შენი თავის გასავითარებლად.

“პსვ”-მ პრე-სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა (ვიდეო)

21 ივლისს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა “პსვ”-სა და “პორტოს” შორის, სადაც ჰოლანდიელებმა 3-0 იმარჯვეს. შეხვედრის 76-ე წუთზე მესამე, ულამაზესი გოლის გატანა ადამ მაჰერმა შეძლო. აღსნანიშნავია, რომ მსგავსი სილამაზის გოლი მიმდინარე პრე-სეზონზე არ გასულა.

იხილეთ ვიდეო…