არიენ რობენმა ლატვიას ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

16 ნოემბერს, ჰოლანდიისა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (6:0) არიენ რობენმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.



კლას-იან ჰუნტელაარმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული აცილება შეასრულა (ვიდეო)

12 ნოემბერს, ჰოლანდიისა და მექსიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში კლას-იან ჰუნტელაარმა ძალიან ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

უესლი სნეიდერმა მექსიკის ნაკრებს გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

12 ნოემბერს, ჰოლანდიისა და მექსიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, უესლი სნეიდერმა მეტოქის კარი უძლიერესი დარტყმით აიღო.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ორ მეტოქეს თავბრუ დაახვია

ჰოლანდიის ჩემპიონატში “ექსელსიორსა” და “კამბურს” შორის გამართულ მატჩში ჯორდან ბოკატამ ორ მეტოქეს მშვენიერი ფინტები გაუკეთა.

ჰოლანდიური გუნდის მეკარემ მოედანზე მოშარდა (ვიდეო)

ჰოლანდიაში, “ეკსელსიორსა” და “აპელდორნს” შორის გამართულ მატჩში კურიოზული რამ მოხდა.

ჰოლანდიაში ყველა დროის საუკეთესო ჯარიმის გატანამდე ცოტა დააკლდათ

11 ოქტომბერს, ჰოლანდიის რანგით მეოთხე დივიზიონში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმა დაახლოებით 23 მეტრიდან ძალიან ორიგინალურად შეასრულა.

რობენი: “ყაზახეთის ნაკრებთან ხელბურთი ვითამაშეთ”

ჰოლანდიის ნაკრების ვინგერმა, არიენ რობენმა, ყაზახეთთან მოგებული შეხვედრა შეაფასა. ჰოლანდიელებმა მეტოქეს 3-1 სძიეს.

“ვულოცა ჩვენს გუნდს გამარჯვებას. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ჩვენ ხელბურთს ვთამაშობდით. მთელი მატჩის განმავლობაში თავისუფალი ზონების ძიებაში ვიყავით, რაც საკმაოდ რთული იყო.

ვან პერსის და ჰუნტელაარს შორის მომხდარი ინციდენტი დავიწყებულია. რობინი უბრალოდ დარტყმაზე იყო კონცენტრირებული” – განაცხადა რობენმა.

ყაზახმა ფეხბურთელმა თავისი გოლით არიენ რობენი გააოგნა

10 ოქტომბერს ჰოლანდიისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში აბდულინმა ჰოლანდიელთა კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

ახალგაზრდა პორტუგალიელის შესანიშნავი გოლი ჰოლანდიელთა კარში

9 ოქოტმბერს, ჰოლანდიისა და პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში კარლოს მანემ მეტოქეს მშვენიერი გოლი გაუტანა.

ვან დერ ვილი: “ყაზახეთი? მხოლოდ ბორატის შესახებ ვიცი”

ჰოლანდიის ნაკრების მცველი გრეგორი ვან დერ ვილი ევრო 2016-ის შესარჩევში მომდევნო მეტოქეს კარგად არ იცნობს.

“ყაზახეთზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ბორატი იქაურია” – იხუმრა ჰოლანდიელმა PowNews-თან საუბრისას.

“იმედი მაქვს, მოედანზე პირველივე წუთებიდან გავალ. ეს ძალიან კარგი იქნებოდა”.

საინტერესოა, რომ არიენ რობენი, ერიკ პიტერსი, ჯეფრი ბრუმა, ჟოელ ველტმანი დავი კლაასენიც ყაზახეთის ნაკრების არცერთ ფეხბურთელს არ იცნობენ და არც ქვეყანაზე აქვთ რაიმე ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვერაში ჰოლანდიელები ჩეხეთთან დამარცხდნენ.

კუიტმა საერთაშორისო კარიერა დაამთავრა

„ფენერბაჰჩეს“ თავდამსხმელმა დირკ კუიტმა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის დასრულების შესახებ განაცხადა.

„ნაკრებთან დაშორება რთულია. მე უკვე არა ამ გუნდის ფეხბურთელი, არამედ მისი ერთი ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვარ. ყველაზე მეტად ის ემოციები დამაკლდება, რომლებსაც ჰიმნის შესრულებისას განვიცდიდი. ჩემი ქვეყნის ნაკრებში თამაში დიდი პატივი იყო და მსურს, ამისთვის ყველას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კუიტმა.

34 წლის ფორვარდმა ჰოლანდიის ნაკრების მაისურით ჯამში 104 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ნაკრების ყველა დროის მოთამაშეთა შორის მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. აღნიშნულ პერიოდში მან 24 გოლი გაიტანა, მსოფლიოს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხილის, ხოლო 2014 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

ყაზაიშვილმა საგოლე პასი გააკეთა

ჰოლანდიის ერედივიზიონის VIII ტურის გახსნით შეხვედრაში არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “დენ ჰააგი” მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რაშიც არნემელთა ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმაც დაიდო საკუთარი წვლილი. როგორც მოგეხსენებათ, დევი პრიოპერს ტრავმა აწუხებს და მის ნაცვლად უკვე მეორე მატჩია, “ვიტესის” თავკაცი პეტერ ბოში სასტარტო შემადგენლობაში ყაზაიშვილს აყენებს, მიცემულ შანსს კი ახალგაზრდა ქართველი შემტევი მშვენივრად იყენებს. წინა მატჩში ჩვენებურმა ჰეთ-თრიკიც კი შეასრულა.

რაც შეეხება “ვიტესსა” და “დენ ჰააგს” შორის გამართულ შეხვედრას, ანგარიში მე-5 წუთზე კელვინ ლერდამმა გახსნა, რომელსაც საგოლე პასი სწორედ ყაზაიშვილმა მიაწოდა. იმავე ლერდამმა მე-14 წუთზე დუბლი შეასრულა, ყაზაიშვილმა ამ საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა, მან ხელსაყრელ პოზიციაზე აბიოლა დაუდა გაიყვანა, რომელმაც თავის მხრივ, ლერდამს საგოლე პასი გაუკეთა. 21-ე წუთზე მიხილ კრამერმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა არნემელებმა პირველი ტაიმის მიმდინარეობისას კიდევ სამი გოლი გაიტანეს: 31-ე წუთზე ტიმოტი დერეიკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 37-ე წუთზე მარკო ვეინოვიჩმა საჯარმო დარტყმით გაიტანა, იმავე ვეინოვიჩმა მე-40 წუთზე პენალტი გამოიყენა.

62-ე წუთზე დაუდას წაქცევისთვს დანიშნული თერთმეტმერიანი დარტყმა კვლავ ვეინოვიჩმა შეასრულა და ჰეთ-თრიკიც ჩაიწერა.

საბოლოო ჯამში, “ვტესმა” “დენჰააგი” ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ყაზაიშვლმა მატჩი სრულად ჩაამთავრა. რაც შეეხება გურამ კაშიას, მას, როგორც მოგეხსენებათ, ფეხის თითი აქვს მოტეხილი და განაცხადში არ ყოფილა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის სატურნირო მდგომარეობის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები