ორბურთიანი ჩამორჩენა და ბელგიის ნაკრების დიდებული ქამ-ბექი ბოლო წამზე (ვიდეო)

2 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბელგიისა და იაპონიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩის პირველ ნახევრს ძირითადად დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ტაიმზე. იაპონელებმა ბრწყინვალე ბრძოლისუნარიანობა და მებრძოლი სულისკვეთება გამოიჩინეს და ევროპელებს ზედიზედ ორი გოლი გაუტანეს საწყის ათ წუთში – ჯერ ჰარაგუჩიმ ისარგებლა ალდერვაირელდის შეცდომით, შემდეგ ინუიმ შეასრულა ბრწყინვალე დარტყმა.

შოკიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდათ ბელგიელებს, თუმცა რობერტო მარტინესის სწორი შეცვლების ხარჯზე, ჯერ ვერტონგენმა შეძლო გატანა (69′), შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა მარუან ფელაინიმ (74′). საბოლოო ანგარიში კი შადლიმ დააფიქსირა შეხვედრის ბოლო წამზე, მაშინ როცა ყველა დამატებითი ტაიმებისთვის ემზადებოდა.

ასე რომ, მეოთხედფინალში ბრაზილიისა და ბელგიის ნაკრებების ბრწყინვალე დაპირისპირებას ვიხილავთ.

სენეგალის ნაკრებმა წინასამატჩო ვარჯიშზე იცეკვა (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში სენეგალი იაპონიას დაუპირისპირდება. აფრიკელებმა ამ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გუშინ გამართეს. საწვრთნელი პროცესი კი, სახალისო ცეკვით დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

რიო 2016 ხუთი დღის შემდეგ: რომელ ქვეყანას რამდენი მედალი აქვს?

რიოს ოლიმპიური თამაშები მხოლოდ ხუთი დღეა დაიწყო და უკვე ძალიან ბევრი სხვადასხვა სინჯის მედალი გათამაშდა.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, რომლებმაც რიოში, პირველი ხუთი დღის მანძილზე ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს.

 აშშ
ოქრო – 11
ვერცხლი – 11
ბრინჯაო – 10

ჩინეთი
ოქრო – 10
ვერცხლი – 5
ბრინჯაო – 8

იაპონია
ოქრო – 6
ვერცხლი – 1
ბრინჯაო – 11

ავსტრალია
ოქრო – 5
ვერცხლი – 2
ბრინჯაო – 5

უნგრეთი
ოქრო – 5
ვერცხლი – 1
ბრინჯაო – 1

რუსეთი
ოქრო – 4
ვერცხლი – 7
ბრინჯაო – 4

სამხრეთ კორეა
ოქრო – 4
ვერცხლი – 2
ბრინჯაო – 3

იტალია
ოქრო – 3
ვერცხლი – 6
ბრინჯაო – 2

დიდი ბრიტანეთი
ოქრო – 3
ვერცხლი – 3
ბრინჯაო – 6

საფრანგეთი
ოქრო – 2
ვერცხლი – 3
ბრინჯაო – 1

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას – საქართველოს, იგი 35-ე ადგილს იკავებს, თითო-თითო ვერცხლითა და ბრინჯაოთი.

რა გააკეთა შინჯი კაგავამ კამბოჯის ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

3 სექტემბერს, იაპონიისა და კამბოჯის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (3:0), შინჯი კაგავამ მეტოქის კარში გოლის გატანა ძალიან ახლო მანძილიდან ვერ შეძლო.

18 წლის კორეელი ფეხბურთელის შესანიშნავი გოლი (ვიდეო)

5 ივლისს, კორეის ჩემპიონატში “დაეჯონ სითიზენმა” საკუთარ მოედანზე “ჯეონბუკ მოტორსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

შეხვედრაში პირველი გოლი მასპინძელთა 18 წლის ნახევარმცველმა ინ-ბეომ ჰუანგმა გაიტანა.

ფორლანს კონტრაქტი არ გაუხანრგძლივეს

იაპონური “სერეს ოსაკას” ურუგვაელი ფორვარდი, დიეგო ფორლანი თავისუფალი აგენტი გახდა. კლუბმა გამოცდილ შემტევს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა.

36 წლის ფორლანი “სერესოს” ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. გასულ სეზონში გამოცდილმა ურუგვაელმა 16 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, თუმცა ასეთმა შედეგიანობამ გუნდს მაინც ვერ უშველა და “სერესო” იაპონიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გავარდა.

ფორლანმა, რომელიც 2010 წლის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე გახდა, საერთაშორისო კარიერა მარტში დაასრულა.

იაპონელი მეკარის ყველაზე ორიგინალური სეივი (ვიდეო)

31 მაისს, იაპონიის რანგით მეორე დივიზიონში, “ომია არდიამ” საკუთარ მოედანზე “ავისპა ფუკუოკა” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელთა მეკარე კატომ თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

იაპონელი ფეხბურთელის შესანიშნავი ჯარიმა (ვიდეო)

30 მაისს, იაპონიის ჩემპიონატში, “საგან ტოსუმ” საკუთარ მოედანზე “ურავა რედსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:6 დამარცხდა.

მატჩის 31-ე წუთზე, ანგარიში მასპინძელთა ფეხბურთელმა კოტა მიზუნუმამ გახსნა.

იაპონელმა ფეხბურთელმა მეტოქეს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

23 მაისს, იაპონიის ჩემპიონატში “შონან ბელმარსა” და “შიმიცუს” შორის გამართულ მატჩში (4:0), რიოტა ნაგაკიმ მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

“მიდლსბროს” ყოფილი ფეხბურთელის შესანიშნავი გოლი იაპონიაში (ვიდეო)

22 აპრილს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, “კაშივა რეისოლსა” და “ჯეობუკ მოტორსს” შორის გამართულ მატჩში (3:2), სამხრეთ კორეელმა დონგ-გოკ ლიმ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

იაპონიას ახალი თავკაცი ჰყავს

იაპონიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. დღეიდან აზიელებს ბოსნიელი სპეციალისტი ვახიდ ჰალილხოვიჩი ჩაუდგება სათავეში.

მხარეებმა კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე იაპონელებს ფეხბურთის მექსიკელი სპეციალისტი ხავიერ აგირე თავკაცობდა.

ცნობისთვის, ჰალილხოვიჩი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ალჟირის ნაკრებთან მუშაობდა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ის თურქული „ტრაბზონსპორის“ დამრიგებელიც იყო.

იაპონიის ნაკრები ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩს ჩააბარეს

იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი დაინიშნა. 62 წლის ბოსნიელმა სპეციალისტმა ამ პოზიციაზე მექსიკელი ხავიერ აგირე შეცვალა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში აზიის თასზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ დაითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჰალილჰოჯიჩს თავის დროზე “პარი სენ-ჟერმენში”, ზაგრების “დინამოსა” და კოტ დივუარის ნაკრებში უმუშავია.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი ალჟირის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ტურნირის მერვედფინალამდე გააღწია.