დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი კარიერას “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს.
მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ტრანსფერი 26 მილიონ ევროდ ფასდება, თუმცა “სიტის” რიგებში გიუნდოგანის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ღირებულებამ შესაძლოა, 29 მილიონ ევროს მიაღწიოს.
25 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ცოტა ხნის წინ მუხლის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ამ ფაქტს ტრანსფერის განხორციელებაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
შეგახსენებთ, რომ ილკაი გიუნდოგანი მაისის თვეში ვარჯიშის დროს მიღებული მუხლის ტრავმის გამო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.
“მანჩესტერ სიტის” სამწვრთნელო შტაბში დარწმუნებულნი არიან, რომ ილკაი გიუნდოგანი მალე მომჯობინდება და ხოსეპ გვარდიოლას გუნდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურადაც მოგვევლინება.