ანდრეს ინიესტას გენიალური საგოლე გადაცემა ნეიმარს

1 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში (1:1), ანდრეს ინიესტამ ნეიმარს გენიალური საგოლე გადაცემა გაუკეთა.

სერხიო რამოსი: “ინიესტასთან ერთ გუნდში სიამოვნებით ვითამაებდი”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა “ბარსელონას” ნახევარმცველ ანდრეს ინიესტაზე დადებიდათ ისაუბრა. რამოსმა აღნიშნა, რომ ძალიან გაუხარდებოდა თუ ინიესტა მადრიდულ კლუბში აღმოჩნდება.

“ინიესტასთან ერთ გუნდში სიამოვნებით ვითამაებდი. ბარსელონა მხოლოდ მესი არ არის. კატალონიელებთან მატჩში ინიესტას განეიტრალებას დიდი ყურადღბა უნდა დავუთმოთ” – განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ მორიგი კლასიკო პრიმერას 29-ე ტურში შედგება და მას “სანტიაგო ბერნაბეუ” უმასპინძლებს.

ინიესტა: “მადრიდში “რეალის” დამარცხება შეგვიძლია”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ “ბლაგაურნას” “რეალის” დამარცხება მადრიდშივე შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურში, მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე მიიღებს.

“რა თქმა უნდა, “რეალის” დამარცხება მადრიდშივე შეგვიძლია. ეს არაერთხელ გაგვიკეთებია. თუმცა, “სამეფო კლუბთან” მატჩამდე, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ორი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და ცხადია, ჯერ მხოლოდ მათზე უნდა ვიფიქროთ”, – ამბობს ინიესტა.

ინიესტა: “ბარსელონას” პრიმერა დივიზიონის მოგება კვლავაც შეუძლია”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ “ბლაგაურნას” მიმდინარე სეზონში პრიმერა დივიზიონის მოგების შანსი კვლავაც აქვს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “რეალ სოსიედადთნ” ჩატარებული მატჩი ანგარიშით 1:3 დათმეს, რის შემდეგაც ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს. პირველ ადგილზე მყოფი “რეალი”, მარტინოს გუნდს სამი ქულით უსწრებს.

“რეალ სოსიედადმა” მართლაც ძალიან კარგად ითამაშა. მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მეორე ადგილზე ვართ, წინ კიდევ დიდი დროა და რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მოგების შანსი კვლავაც გვაქვს”, – ამბობს ინიესტა.

12 საუკეთესო ფოტო ფეხბურთელების ბავშვობიდან

გთავაზობთ ფეხბურთელების ბავშვობაში გადაღებულ 12 საუკეთესო ფოტოს.

12. ფრანკ რიბერი

11. ზინედინ ზიდანი

10. პელე

9. დევიდ ბექჰემი

8. მარიო ბალოტელი

7. ანდრეს ინიესტა

6. კრიშტიანო რონალდუ

5. რონალდინიო

4. სტივენ ჯერარდი

3. გარეტ ბეილი

2. უეინ რუნი

1. ლიონელ მესი

ანდრეს ინიესტა 2013 წლის საუკეთესო პლეიმეიკერად დასახელდა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS-მა) კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა 2013 წლის საუკეთესო პლეიმეიკერად დაასახელა.

აქვე წარმოგიდგენთ IFFHS-ის ვერსიით, გასული წლის საუკეთესი პლეიმეიკერთა რეიტინგის პირველ ათეულს.

1. ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“) – 132 ქულა
2. მესუთ იოზილი („რეალი“/„არსენალი“) – 94
3. ანდრეა პირლო („იუვენტუსი“) – 78
4. ბასტიან შვაინშტაიგერი („ბაიერნი“) – 61
5. ხავი („ბარსელონა“) – 56
6. იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“) – 21
7. ტონი კროოსი („ბაიერნი“)- 10
8-9. დავიდ სილვა ( „მანჩესტერ სიტი“) – 6
8-9. ხუან მატა („ჩელსი“) – 6

ცნობისთვის, გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს 70 ქვეყნის ექსპერტმა მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოლიტიკა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, რომელიც ობიექტურობას ვნებს

გთავაზობთ Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეორე ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „პოლიტიკა  „ოქროს ბურთის“  გამოკითხვაში,  რომელიც ობიექტურობას  ვნებს“.

„ოქროს ბურთის“ გამოკითხვის მეთოდი სულ უფრო და უფრო დიდ კრიტიკას იწვევს – მწვრთნელები და ფეხბურთელები უმტესწილად ხმას ცალკეულ სახელებს აძლევენ, რაც გუნდური მიღწევების მნიშვნელობას ამცირებს. აქვე გიჩვენებთ, რომ გამოკითხვაში სუბიექტურ პოლიტიკასა და გაკერპებასაც აქვს ადგილი.

ლიონელ მესიმ ტექნიკურად არ მისცა ხმა კრიშტიანუ რონალდუს, ფრანკ რიბერისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს. არგენტინელმა თავისი ხმები თანაკლუბელებს – ანდრეს ინიესტას, ჩავისა და ნეიმარს გაუნაწილა.

როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუსაც „დაავიწყდა“ თავისი კონკურენტები და საუკეთესო ფეხბურთელად რადამელ ფალკაო დაასახელა. მეორე ადგილი ახალ თანაკლუბელ გარეტ ბეილს, მესამე პოზიცია კი – ძველ თანაკლუბელ მესუთ იოზილს მიაკუთვნა.


სამუელ ეტოო „ოქროს ბურთს“ ყოფილ თანაკლუბელ იაია ტურეს გადასცემდა, რომელიც გასულ წელს ტიტულის გარეშე დარჩა. მეორე ადგილზე ლეო მესი გაიყვანა, მესამეზე კი ახლანდელი თანაკლუბელი ედენ აზარი.

პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა იაკუბ ბლაშიკოვსკიმ მესამე ადგილი რობერტ ლევანდოვსკის მიაკუთვნა. პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ ლევანდოვსკი სულაც პირველ პოზიციაზე გაამწესა.

თურქეთის ნაკრების თავკაცმა ფათიჰ თერიმმა პირველი ადგილი მესუთ იოზილს მიაკუთვნა, რითაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას მიანიშნა, აი, ვინ მაკლდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელადო.

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა თანამემამულე ბეილი მესისა და რონალდუზე მაღლა დააყენა.


ურუგვაის ნაკრების კაპიტანმა დიეგო ლუგანომ პირველი ორი პოზიცია თანამემამულეებს გაუნაწილა – ლუის სუარესსა და ედინსონ კავანის. სუარესს ხმა ასევე მისცეს თანაკლუბელებმა მარტინ შკრტელმა (პირველი ადგილი) და სტივენ ჯერარდმა (მე-3 ადგილი).

რობინ ვან პერსიმ პირველ ადგილზე თანამემამულე არიენ რობენი გაამწესა.

ჯანლუიჯი ბუფონმა უმაღლესი ქულა ანდრეა პირლოს დაუწერა.

ჩვენი ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას არჩევანიც ბევრს გაუკვირდა: 1. ანდრეს ინიესტა; 2. ანდრეა პირლო; 3. ედინსონ კავანი.

ბექა დოგრაშვილი

ინიესტა საერთო ჯგუფს დაუბრუნდა

“ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტსა 20 იანვარს საერთო ჯგუფს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი მადრიდის “ატლეტიკოსთან” მე-19 ტურის მატჩის დროს დაშავდა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ნახევარმცველმა 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთ გოლს ორი შედეგიანი გადაცემაც დაუმატა.

ინიესტა სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

დღეს, 12 იანვარს “ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრს ინიესტა სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართულ შეხვედრაში ფეხბურთელი დაზიანების გამო პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერას ტურის ცენტრალური დაპირისპირება გუშინ მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე” გაიმართა. მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” მატჩი ფრედ, გატანილი გოლების გარესე დასრულდა.

ინიესტა: “თუ ვალდესი “ბარსელონას” დატოვებს, ვიტირებ”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვიქტორ ვალდესი გუნდს დატოვებს, ის იტირებს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კარის დარაჯს “ბლაგაურნასთან” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც თავად თქვა, ის მის გახანგძლივებას არ აპირებს.

“გულწრფელად გეტყვით, როდესაც ვალდესი წავა, ვიტირებ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება. ჩვენი მთავარი მიზანი კვლავაც ტიტულების მოგება იქნება. მშვენიერი მწვრთნელი გვყავს და ვფიქრობ, არაერთ წარმატებას მივაღწევთ”, – ამბობს ინიესტა.

ინიესტა აზრით, ლიონელ მესი “ბარსელონასთვის” უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ის ოქროს ბურთს იმსახურებს.

“ლეო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ვფიქრობ, ის ოქროს ბურთს იმსახურებს. იმედი მაქვს, მასთან ერთად კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებ.”

დელ ბოსკემ დაასახელა, თუ ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ გაამჟღავნა, თუ ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში. ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა უპირატესობა თავის ფეხბურთელებს მიანიჭა.

„ხმა ჩავის და ინიესტას მივეცი. ისინი პრეტენდენტთა შორის იყვნენ და უბრალოდ არ შემეძლო, რომ სხვა ფეხბურთელები დამესახელებინა. მესამე მოთამაშე, რომელსაც ხმა მივეცი, ეს ფრანკ რიბერი გახლავთ. იგი ლოგიკური მიზეზით ავირჩიე: „ბაიერნთან“ ერთად მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, მან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა“, – დელ ბოსკეს სიტყვებს Football Espana ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

დელ ბოსკემ ხმა ჩავის, ინიესტას და რიბერის მისცა

ესპანთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად საკუთარ ანრჩევანზე უამბო ესპანურ პრესას.

“ხმა ჩავის, ინიესტას და რიბერის მივეცი. არ მინდოდა იმ ომში ჩართვა რომელიც ახლა მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ლოგიკურია, რომ მესამე ნომრად სწორედ რიბერი დავასახელე. გასულ სეზონში მანდ კლუბთან ერთად ყველაფერი მოიგო სარფანგეთის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა” – განაცხადა დელ ბოსკემ.