ლიოვი: “ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი აცხადებს, რომ “ბუნდესნაკრებმა” ქართველებს აუცილებლად უნდა მოუგოს.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს, გერმანია ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრალიას დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

“პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. გოლის გატანის შანსები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ”, – ამბობს ლიოვი.

ლიოვი: „ოქროს ბურთი“ ნოიერმა უნდა მოიგოს“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთს წოდებას მისი გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი იმსახურებს.

„ოქროს ბურთი“ ნოიერმა უნდა მიიღოს. სხვა შედეგის შემთხვევაში, გული დამწყდება. ბოლო წლებში იგი ისეთ თამაშს აჩვენებს, რომელიც მეკარეთა შესრულებით არასდროს გინახავთ. მუნდიალის დროს მან თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა“, – განაცხადა ლიოვმა.

ლიოვი: “ირლანდია ძლიერი მოწინააღმდეგეა”

ირალნდიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ გერმანიის დამრიგებელმა, იოაჰიმ ლიოვმა, მეტოქე შეაფასა.

“ირლანდიის ნაკრებმა ახალი მწვრთნელის თავკაცობით შესარჩევი ეტაპის გამარჯვებით დაიწყო. ასე რომ, რთული შეხვედრა გველის. მათი მოთამაშეების უმრავლესობა ინგლისური პრემიერლიგის გუნდებში ასპარეზობს. ირლანდიელი ფანები კი საკუთარი გუნდისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.

თუმცა, ჩემი მოთამაშეების მჯერა და ვიმედოვნებ რომ პოლონეთთან და ირლანდიასთან ყველაფერი კარგად იქნება” – განაცხადა ლიოვმა.

ლიოვი: “მიულერი გასაოცარ ფორმაშია”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი აცხადებს, რომ თომას მიულერი გასაოცარ ფორმაშია.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ოთხი გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავას სათავეში ნეიმართან და ლიონელ მესისთან ერთად უდგას.

“მიულერი ძალიან მშრომელი ფეხბურთელია, რაც ყველამ კარგად დაინახა. ის მსოფლიოს ჩემპიონატს ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც გასაოცარ ფორმაში შეხვდა, ამიტომაც ოთხი გოლის გატანა მოახერხა”, – ამბობს ლიოვი.

მოურინიო ლიოვს ლამთან დაკავშირებით არ ეთანხმება

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი ფლანგის მცველის ამპლუაში უკეთ წარმოაჩენს თავს, ვიდრე ცენტრალურ ნახევარმცველად.

„საოცრად მომწონს ფლანგის მცველის პოზიციაზე ლამის თამაში. არ აქვს მნიშვნელობა, მარცხენა ფლანგი იქნება ეს თუ მარჯვენა. ის ყოველთვის აგრესიულად ერთვება შეტევებში, გამოირჩევა კარგი გადაცემებითა და საჯარიმოში ჩაწოდებებით. მარცხენა ფლანგზე თამაშის დროს, ის დასარტყმელად ცენტრში იწევს. მისი თამაში ძალიან მომწონს, თუმცა იოაჰიმ ლიოვი მას ნახევარდაცვის ცენტრში აყენებს. ლიოვს საკუთარი იდეები და მოსაზრებები აქვს, რასაც პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა მოუწინიომ.

 

გერმანიის ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: რომან ვაიდენფელერი, მანუელ ნოიერი, რონ-რობერტ ცილერი.

მცველები: ფილიპ ლამი, მატს ჰუმელსი, პერ მერტესაკერი, ერიკ დურმი, ჟერომ ბოატენგი, ბენედიქტ ჰიოვედესი, კევინ გროსკოიცი.

ნახევარმცველები: მესუთ იოზილი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ტონი კროოსი, თომას მიულერი, მარიო გიოტცე, მარკო როისი, სამი ხედირა, მატიას გინტერი, იულიან დრაქსლერი, კრისტოფ კრამერი.

თავდამსხმელები: ლუკაშ პოდოლსკი, ანდრე შიურლე, მიროსლავ კლოზე.

იოაჰიმ ლიოვი ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ახდენს ტექნიკის დემონსტრირებას იოაჰიმ ლიოვი.

გერმანიის სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა 30 მოთამაშის ვინაობა დაასახელა, საიდანაც მუნდიალის დაწყებამდე 23 საუკეთესოს ამოარჩევს.

მეკარეები: ნოიერი, ვაიდენფელერი, ცილერი

მცველები: ბოატენგი, ლამი, დურმი, გროსკროიტცი, ჰუმელსი, შმელცერი, ჰიოვედესი, იანსენი, მერტეზაკერი, მუსტაფი. 

ნახევარმცველები: ბენდერი, დრაკსლერი, გორეცკა, მაიერი, გინტერი, გიოტცე, კროოსი, მიულერი, შვაინშტაიგერი, ჰანი, ხედირა, იოზილი, როისი, შურლე. 

თავდამსხმელები: პოდოლსკი, კლოზე, ფოლანდი. 

ლიოვი ნაკრებში კონფლიქტს გამორიცხავს

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაიოაჰიმ ლიოვმა უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს ნაკრებში “ბაიერნის” “ბორუსიას” და “შალკეს” მოთამაშეებს შორის გარკვეულ დაძაბულობას აქვს ადგილი.

ლიოვის თქმის, ფეხბურთელებს ნაკრებში საკლუბო ინტერესები მეორე პლანზე გადააქვთ.

“იმ ფეხბურთელებს შორის, ვისაც ნაკრებში რეგულარულად ვიძახებთ არანაირი პრობლემა არ არის. პირიქით, მათი მხრიდან ვგრძნობ, რომ ისინი ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან გერმანიის სახელით. მაგალითად, ხშირად ნახავთ “ბორუსიას” და “შალკეს” მოთამაშეებს, რომლებიც ერთ მაგიდასთან სხედან” – განაცხადა ლიოვმა.

ლიოვი: “გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი აცხადებს, რომ “ბუნდესნაკრებს” მსოფლიოს 2014 წ;ოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

“რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მზად ვართ. კენჭისყრის შემდეგ მეც და თითოეული ჩვენგანი მუნდიალზე ვფიქრობთ. ძალიან გვინდა, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ და ტურნირი მოვიგოთ. ცხადია, ამის შანსი ნამდვილად გაგვაჩნია. დიდი ხანია, გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი არ დაუკავებია, ამიტომ დროა, სასურველ შედეგს მივაღწიოთ”, – ამბობს ლიოვი.

ლიოვი: “ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ რთული მატჩები გველის”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ რთულ მატჩებს ელის.

შეგახსენებთ, რომ D ჯგუფში, გერმანიის ნაკრებს საქართველოს, შოტლანდიის, ირლანდიის, პოლონეთისა და გიბრალტარის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

“ვფიქრობ, ირლანდიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ რთული თამაშები გველის. მათი გულშემატკივრები საოცარ ატმოსფეროს ქმნიან, რაც გარკვეულწილად, მეტოქისათვის წნეხია. რაც შეეხება პოლონეთს, გერმანიის ბუნდესლიგაში ბევრი პოლონელი თამაშობს, ამიტომ მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით”, – ამბობს ლიოვი.

ოფიციალურად: ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2016 წლამდე რჩება

2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებულად დასრულების შემდეგ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების თავკაცთან იოაჰიმ ლიოვთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურმა ვებ-საიტმაც დაადასტურა.
ცნობილია, რომ ახალი შეთანხმება 2016 წლამდე იმოქმედებს.
ყველაფერთან ერთად, გერმანიის ნაკრებში მინიმუმ ორი წლით მენეჯერი ოლივერ ბირხოფი და მეკარეთა მწვრთვნელი ანდრეას კეპკე დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ გერმანელებმა „С” ჯგუფში 28 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.
ალექსანდრე მატევოსოვი