კარიკატურები 360 გრადუსით: ინგლისური გრანდების გასახდელები

გთავაზობთ ინგლისის პრემიერ ლიგის ხუთი გუნდის: ლონდონის “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, ლონდონის “არსენალისა” და მერსესაიდის “ლივერპულის” გასახდელების კარიკატურებს 360 გრადუსით.

კარიკატურების სანახავად დააკლიკეთ აქ.

ჩიჩარიტო ტრავმირებულია

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” თავდამსხმელი, ხავიერ ჰერნანდესი ტრავმირებულია. მან ეს ტრავმა გუშინდელ ახმანაგურ შეხვედრაში მიიღო, სადაც მექსიკა ბელგიას დაუპირისპირდა და მეტოქესთან ფრე, 3-3 ითამაშა.

ჰერნანდესს მოედნის დატოვება 51-ე წუთზე მოუწია. მან ამ მომენტში თერთმეტმეტრიანის მოპოვება შეძლო, თუმცა ბარძაყზე დაზიანება მიიღო. საგულისხმოა, რომ ეს არც ისე იღბლიანი შეხვედრა მისთვის ეროვნულ ნაკრებში რიგირთ მეასე იყო.

აქვე გეტყვით, რომ მექსიკელი გამოტოვებს ამხანაგურ თამაშს პოლონეთთან და, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს “უოტფორდთან”

მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია! (ვიდეო)

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა: მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ესპანელებმა პირველი ტაიმის შუა ფაზაში უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე გოლში აისახა: კარვახალის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ ვარდნაში მოახერხა დარტყმა და ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ბეილი-ისკოს ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 62-ე წუთზე მატიჩმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ნავასმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ლუკაკუმ ივარგა და ბელგიელმა ერთი ბურთი გაქვითა.

ამის შემდეგ ინგლისელები ცდილობდნენ გათანაბრებას, “რეალსაც” ჰქონდა მომენტები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა: მადრიდის “რეალმა” მეოთხედ მოიგო ევროპის სუპერთასი!

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ტოტენჰემი”: გუნდების სიმბოლური შერეული შემადგენლობა (ფოტო)

ხვალ, პრემიერ ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი” შეერკინებიან.

Goal.Com-ი გუნდების სიმბოლურ შერეული შემადგენლობას გვთავაზობს.

ლორისი, როუზი, ვერტონგენი, ბაილი, უოქერი, პოგბა, დემბელე, ალი, სონი, იბრაჰიმოჩი, კეინი.

 

 

ჟოზემ გვარდიოლა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

ახლახან დასრულდა EFL თასის მერვედფინალური ეტაპის ცენტრალური მატჩი, სადაც ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა მატჩში თითქმის ყველა ძირითადის ფეხბურთელი ათამაშა, პეპმა კი ახალგაზრდებსაც მისცა შანსი. ეს რიგით მეორე მანჩესტერული დერბი იყო პეპისა და ჟოზეს მონაწილეობით (პირველი პეპმა მოიგო, 2-0).

რაც შეეხება ამ ტურნირს, 2016-17 წლების სეზონში ეს თასი 57-ჯერ გათამაშდება. ამ ტურნირში მონაწილეობას ინგლისური პრემიერ ლიგისა და საფეხბურთო ლიგის 92-ვე კლუბი იღებს მონაწილეობას. გასულ წელს, EFL თასი “მანჩესტერ სიტის” გადაეცა.


“მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო თერთმეტეული: დავიდ დე ხეა; ვალენსია, როხო, ბლინდი, შოუ; კერიკი, ერერა; ხუან მატა, პოლ პოგბა, მარკუს რეშფორდი; ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

სათადარიგოთა სკამი: დეპაი, ლინგარდი, იანგი, რომერო, ფელაინი, შნაიდერლინი, დარმიანი.

“მანჩესტერ სიტის” სასტარტო თერთმეტეული: უილი კაბალიერო; მაფეო, ოტამენდი, კომპანი, კლიში; ფერნანდო, ალეიშ გარსია; ნოლიტო, ხესუს ნავასი, სანე; იჰეანაჩო.

სათადარიგოთა სკამი: სტერლინგი, გიუნდოგანი, აგუერო, კოლაროვი, ფერნანდინიო, ადარაბიოიო, განი.

გოლი: 54′ ხუან მატა (იბრაჰიმოვიჩი)


https://www.youtube.com/watch?v=J8T88uFfEvI

ანტუან გრიზმანი პრემიერ ლიგის სამ გრანდს სურს

გავლენიანი ინგლისური გამოცემა, The Sun-ი იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” სერიოზულად არის დაინტერესებული საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატელტიკოს” ლიდერის, ანტუან გრიზმანის შეძენით. “წითელ ეშმაკებს” სიმეონეს შეგირდის გადაბირება მომავალ ზაფხულს სურთ.

იმავე წყაროს ცნობით, ნახსენები მოთამაშის შეძენა ლონდონურ გუნდებს: “არსენალსა” და “ჩელსის” სურთ. ისინი, დაახლოებით, 89.3 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

“მანჩეტსერში” ანტუანის მეგობარი და თანამემამულე პოლ პოგბა გამოდის. თუ გრიზმანი “ატლეტიკოს” დატოვებას გადაწყვეტს, შესაძლოა, მან, პოგბას გამო, მანჩესტერულ გუნდზე გააკეთოს არჩევანი.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზაფხულზე.

მოურინიო “ლესტერის” ერთ-ერთ ლიდერში 30 მილიონ ფუნტს იხდის

ჟოზე მოურინიომ გასულ ზაფხულს ტრანსფერებში 150 მილიონი ევრო დახარჯა. მან ნახევარდაცვა პოგბათი და მხითარიანით გააძლიერა, თუმცა ამ ტრანსფერებმა ჯერ ბოლომდე ვერ გაამართლა.

The Sun-ი იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლესტერ სიტის” შუახაზელის, დენი დრინქუოთერის შეძენა უნდა. “წითელი ეშმაკები” “მელიების” ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელში 30 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

საგულისხმოა, რომ “ლესტერის” მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ ერთი ნახევარმცველი, ნ’გოლო კანტე უკვე გაუშვა “ჩელსიში”. ასე რომ, თუ დრინქუოთერიც “ლესტერს” დატოვებს, ინგლისის ჩემპიონების ნახევარდაცვა საგრძნობლად შესუსტდება.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ზამთარში.

იბრაჰიმოვიჩი: “რა მენატრება ყველაზე მეტად “პსჟ”-ში ყოფნის დროიდან?” (ვიდეო)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავს, მუდამ გამოირჩევა ორიგინალური ფრაზებითა და პასუხებით.

ერთ-ერთ არხთან ინტერვიუში ზლატანს კითხეს, თუ რა ენატრებოდა მას “პსჟ”-ში ყოფნის დროიდან. ასეთი ტიპის კითვაზე, ძირითადად, ფეხბურთელები თავიანთ მწვრთნელს ან თანაგუნდელებს ასახელებენ. ხოლო, შვედმა სპორტსმენმა ტრადიცია ახლაც არ დაარღვია და ძალიან არაპროგნოზირებადი პასუხი გასცა ჟურნალისტს: “ჩემი ხელფასი. ესაა ის, რაც ძალიან მენატრება.”

10 ყველაზე ასაკოვანი გუნდი ევროპაში

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ ევროპის წამყვან ჩემპიონატში მოთმაშე კლუბების სასტარტო შემადგენლობების მიხედვით ათი ყველაზე ასაკოვანი გუნდი დაასახელა.

1. “მანჩესტერ სიტი”
საშუალო ასაკი – 29.2

Manchester City FC v FC Bayern Muenchen - UEFA Champions League

2. “აუგსბურგი”
საშუალო ასაკი – 28.8

2

3. მადრიდის “ატლეტიკო”
საშუალო ასაკი – 28.5

3

4. “პარი სენ-ჟერმენი”
საშუალო ასაკი – 28.5

4

5. “ბარსელონა”
საშუალო ასაკი – 28

5

6. “სენტ-ეტიენი”
საშუალო ასაკი – 27.6

6

7. “მონაკო”
საშუალო ასაკი – 27.3

7

8. “სევილია”
საშუალო ასაკი – 27.2

8

9. “მანჩესტერ იუნაიტედი”
საშუალო ასაკი – 26.8

Manchester United's new kit

10. “ჩელსი”
საშუალო ასაკი – 26.7

10

TOP 5: ფეხბურთელები, რომლებსაც ორივე მანჩესტერულ გრანდში უთამაშიათ

2 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში მანჩესტერული დერბი გაიმართება – ერმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან.

არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ორივე კლუბის ღირსება დაუცავთ.

კარლოს ტევესი

tevez

პეტერ შმეიხელი

shmeixel

ენდი კოული

coe

ოუენ ჰარგრივზი

hargreaves

ანდრეი კანჩელსკისი

kanc

TOP 5: მანჩესტერული დერბის საუკეთესო ბომბარდირები

როგორც იცით, 2 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში მანჩესტერული დერბი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ მანჩესტერული დერბის ხუთ საუკეთესო მეგოლეს.

5. ედინ ჯეკო (“მანჩესტერ სიტი”) – 4 გოლი

Man-United-v-Man-City-Edin-Dzeko-of-Mancheste_3107631

4. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი”) – 4 გოლი

sergio celeb 2nd goal

3. პოლ სქოულზი (“მანჩესტერ იუნატედი”) – 5 გოლი

scholesheadersmall

2. ერიკ კანტონა (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 7 გოლი

eric-cantona

1. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 8 გოლი

650

ვან პერსიმ ვარჯიში განაახლა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 1 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:1) მუხლზე დაზიანება მიიღო.

თავდაპირველი ვარაუდით, ვან პერსის ტრავმა იმდენად სერიოზული უნდა ყოფილიყო, რომ ის სეზონის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებდა, თუმცა 30 წლის თავდამსხმელმა რაიან გიგზის თავკაცობით პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა.