“ბებერი ქალბატონები” არ იშურებენ ძალისხმევას, რათა ზაფხულში ნიჭიერი ახალგაზრდა, პაულო დიბალა დაიმატონ.
“ახლა ფავორიტი “იუვენტუსია”. მათ უნდათ, წინასწარ შეთანხმებას მომავალ კვირაში მიაღწიონ. ტურინელებმა 35 მილიონი შემოგვთავაზეს, მაგრამ მე 40 მსურს,”-განაცხადა “პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურისიო ჯამპარინიმ.
გარდა “იუვენტუსისა”, დიბალას ტრანსფერისთვის იბრძვიან “არსენალი”, “მან.სიტი”, “პსჟ”, “რომა”, “ინტერი” და “ნაპოლი”.
21 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და მიითვალა 8 საგოლე გადაცემა.