საფრანგეთის ჩემპიონები პოლ პოგბას ტრანსფერისთვის სენსაციურ შეთავაზებას აკეთებენ.
“ბარსელონას” კონკურენტები სპეციალური შეთავაზებით ცდილობენ კატალონიურ გუნდს ფრანგი ნახევარმცველი წაართვან.
“პსჟ” “იუვენტუსს” 22 წლის შემტევის სანაცვლოდ 98 მილიონ ევროს სთავაზობს. 18 მილიონით მეტს, ვიდრე “ბარსელონა”.
თუმცა, ამავდროულად გადაწყვეტილებას ფეხბურთელი იღებს, რომელსაც “ბარსელონაში” თამაში სურს. ის მზადაა, დარჩეს ერთი წლით “იუვენტუსში” და შემდეგ შეუერთდეს კატალონიელებს.