ბუფონმა სარეკორდო მატჩი ჩაატარა

ხორვატიასთან მატჩი იტალიის ნაკრების მეკარისთვის ჯანლუიჯი ბურფონისთვის ევროპის ჩემპიონატზე და მის საკვალიფიკაციო ეტაპზე 50-ე გამოდგა. ამ მხვრივ, „სკუადრა აძურას“ გოლკიპერმა რეკორდი დაამყარა. კონტინენტის პირველობაზე და მის საკფალივიაკაციო შეხვედრებში მატჩების ეს რაოდნეობა აქამდე არავის ცაუტარებია.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუფონის დებიუტი 1998 წლის ათ ოქტომბერს შედგა, როდესაც იტალიელებმა შვეიცარიას ანაგრიშით 2:0 მოიგეს.

მალტასთან 2014 წლის ოქტომბერში გამართულ შეხვედრაში ჯიჯიმ 48-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით სარკის ოვსეპიანსა და ლილიამ ტიურამს გაუთანაბრდა.

“მან.სიტის” შოკისმომგვრელი შეთავაზება “იუვენტუსს”

ბრიტანული გამოცემა, Goal.com-ის ინფორმაციით, “ქალაქელები” კვლავ აგრძელებენ ბრძოლას პოლ პოგბას გაფორმებისთვის.

“მანჩესტერ სიტი” მზადაა, მსოფლიოს ყველა დროის რეკორდი მოხსნას სატრანსფერო ფასებში. როგორც იცით, “რეალმა” გარეტ ბეილი 100 მილიონად შეიძინა და დღესდღეობით, სწორედ ეს ითვლება სარეკორდო თანხად, ხოლო “სიტი” მზადაა, პოლ პოგბაში 120 მილიონი გადაიხადოს და ახალი რეკორდი დაამყაროს.

იმისთვის, რომ ინგლისურმა გიგანტმა ფინანსური ფეირ-პლეის წესები არ დაარღვიოს, ისინი თვის ბოლოს პრაღაში გაივლიან ინფორმაციას კურსებსს, ტრანსფერის სწორად წარმართვასთან დაკავშირებით.

poli

„ვესტ ჰემის“ მფლობელს ობიანგი ოგბონაში შეეშალა

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ერთ-ერთმა მფლობელი დევიდ გოლდი კლუბის ახალწვეულ პედრო მბა ობიანგს, რომელიც ლონდონელებს „სამპდორიადან“ შეუერთდა, ორიგინალურად მიესალმა.

თავისი „ტვიტერის“ გვერდზე ბიზნესმენმა ობიანგი „იუვენტუსის“ მცველად ანჟელო ოგბონად მოიხსენია.მოგვიანებით გოლდმა აღნიშნული პოსტი თავისი მიკრობლოგიდან წაშალა.

1429886734_687013325

სიმეონემ ტევესისადმი ინტერესი დაადასტურა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კარლოს ტევესისა და „ვილიარეალის“ ფორვარდის ლუსიანო ვიეტოს მიმართ ინტერესი დაადასტურა.

„კარლოსთან არ მისაუბრია, მაგრამ მის აგენტს კლუბის ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ. ჩვენი გუნდისთვის ტევესი ჩინებული გაძლიერება იქნებოდა.

ვიეტო? ის ჩვენი მიზანია და მის ტრანსფერთან ახლოს ვართ. მას ახალ სეზონში ჩვენთან ველი. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელს ექსტრაორდინალური შესაძლებლობები გააჩნია“, – განაცხადა „ატლეტიკოს“ დამრიგებელმა.

ოფიციალურად: ხედირა “იუვენტუსის” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ, “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, სამი ხედირას გაფორმება დაადასტურა.

გუნდსა და ფეხბურთელს შორის შემდგარი პირადი დეტალები არ ხმაურდება. არაა ცნობილი ტრანსფერის ფასიც.

გერმანელმა შუახაზელმა იტალიელებთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს “რეალმა” ხედირა “შტუტგარტიდან” დაიმატა და სამი “სამეფო გუნდის” ღირსებას ხუთი წელიწადი იცავდა.

ტევეზს “ატლეტიკოში” ელოდებიან

ევროპულ კლუბებს არგენტინელი თავდამსხმელის სამშობლოში დაბრუნება არ სურთ.

“იუვენტუსის” ლიდერი, კარლოს ტევესი ამ ზაფხულს შეიძლება, მადრიდში გადავიდეს, სადაც მისი თამაშით “ატლეტიკოა” დაინტერესებული.

ტრანსფერის მთავარი ინიციატორი დიეგო სიმეონეა, რომელიც თავად დაუკავშირდა 31 წლის თანამემამულეს და ეცადა დარწმუნება, “პსჟ”-სა და არგენტინის კლუბის ნაცვლად, “ლეიბებში” გადასულიყო.

გასულ სეონში, კარლოს ტევესმა სერია ა-ში 32 მატჩი ჩატარაა და 20 გოლი გაიტანა.

“ბარსელონას” ოფიციალური განცხადება – პოლ პოგბა

“ბარსელონას” წარმომადგენლები ოფიციალურად ადასტურებენ იმ ინფორმაციას, რომ მათ “კამპ ნოუზე” “იუვენტუსის” ფრანგი ნახევარმცველის ხილვა სურთ.

Telefoot-თან მიცემულ ინტერვიუში, ხოსე მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა პოგბას “ბარსელონაში”, მაგრამ არანაირი კავშირი არაა მხარეებს შორის, ტრანსფერთან დაკავშირებით.

“პოგბა – გამოჩენილი მოთამაშე. ის, რომ ჩვენ გვიკავშირებენ, სავსებით სწორია. რა თქმა უნდა, “ბარსელონა” მისი თამაშითაა დაინტერესებული და მეტი არაფერი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვიძლია 2016 წლის იანვრამდე ტრანსფერის განხორციელება, ამიტომ ვერ ვხედავ აქ ზედმეტს,”
-განაცხადა ბართომეუმ.

ბენიტესს მორატას დაბრუნება სურს

“რეალის” ახალ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს საკუთარი გუნდის რიგებში “იუვენტუსის” ფორვარდი, ალვარო მორატას ხილვა სურს. AS-ის ინფორმაციით ამის შესახებ ბენიტესი ფლორენტინო პერესს ესაუბრა.

მორატა მადრიდული კლუბის აღზრდილია და “ბებერი ქალტაბონის” რიგებში დასრულებული სეზონის წინ 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კლუბებს შორის გაფრომებული შეთანხმების მიხედვით, მოთამაშის დასაბრუნებლად “რეალს” 30 მილიონი ექნება გადასახდელი. თუმცა, საკითხს ართულებს ის ფაქტი, რომ თავად მორატას იტალიური გუნდის დატოვება არ სურს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “რეალი” გათამაშებას სწორედ მორატას მიერ გატანილი ორი გოლის შემდეგ გამოეთიშა.

ნეიმარი: “იუვენტუსმა” დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ “იუვენტუსი” ძლიერი გუნდია.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, “ბარსელონამ” “იუვენტუსი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ბოლო გოლი 97-ე წუთზე, ნეიმარმა გაიტანა.

“იუვენტუსმა” დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის ღირსებასაც ბრწყინვალე ფეხბურთელები იცავენ. ვფიქრობ, ჩვენი თამაში ვითამაშეთ და წარმატებასაც მივაღწიეთ. პირველ რიგში, მინდა, ყველა ფეხბურთელსა და მწვრთნელს მადლობა გადავუხადო. ეს გამარჯვებ ჩვენს ოჯახებს ეძღვნება”, – უთხრა ნეიმარმა Sky Sport-ს.

პოგბა: “იუვენტუსისთვის პენალტი უნდა დაენიშნათ”

“იუვენტუსის” ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ დღევანდელი მარცხი აღიარა, მაგრამ განაცხადა, რომ მის გუნდს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება წაართვეს.

“დიახ, მსაჯმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის. ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ “ბარსელონა” ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა. მათ ჰქონდათ ის, რაც ჩვენ არა,”-აღიარა პოგბამ.

“გაშვებული გოლის შემდეგ, გვჯეროდა, რომ მატჩის შემოტრიალება შეგვეძლო და ანაგრიში გავათანაბრეთ, თუმცა მეტოქემ ჩვენი მცირე შეცდომებით კარგად ისარგებლა”.

მორატა: “არამგონია, “იუვენტუსს” ხელმეორედ ჰქონდეს ტრიპლეტის ასეთი შანსი”

“იუვენტუსის” ესპანელმა თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კომენტარი გააკეთა.

“მოგების ბრწყინვალე შანსი გქვონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. არამგონია, “იუვენტუსს” ხელმეორედ ჰქონდეს ტრიპლეტის ასეთი შანსი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და მომდევნო სეზონს საბრძოლო განწყობით შევხვდეთ. მიმდინარე სეზონში მიღწეული შედეგებით ამაყები ვართ, მაგრამ 2015/16 წლის სეზონს უფრო დიდი მიზნებით შევხვდებით,”-განაცხადა მორატამ.

ბუფონის მატჩისშემდგომი კომენტარი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონასთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ბებერი სინიორას” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელსაც ეს პრესტიჟული ტიტული კარიერის განმავლობაში მოგებული არ აქვს.

“ვიცი, როგორ უნდა შევხვდე დიდ გამარჯვებებსა და მარცხს. სპორტში ასეთი იმედგაცრუებები ხდება ხოლმე, მაგრამ მანამდე ჩვენს ფანებთან ერთად ბევრი დიდებული მომენტით გავიხარეთ.

სამწუხაროა, რომ მთავარ მიზანს ვერ მივაღწიეთ, თუმც წარმატების იმედი ნამდვილად მქონდა”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს “სქაი სპორტ იტალია”.