კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ დაასახელა ორი გუნდი, რომლის თამაშიც მას ყველაზე მეტად მოსწონს.
“გვარდიოლა “ბაიერნში” ძალიან კარგად მუშაობს, ის ცდილობს გუნდი თავის სტილში ათამაშოს. ყველას უნდა, რომ ევროპაში უფრო მეტი ძლიერი გუნდი იყოს. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ იტალიური გუნდები. “იუვენტუსი” ბრწყინვალე სეზონს ატარებს”, – უთხრა მესიმ Squawka-ს.