30 ნოემბერს, “პალერმოსა” და “პარმას” შორის გამართულ მატჩში (2:1), “პალერმოს” ფეხბურთელებმა საჯარიმო ასე გაითამაშეს.
ჭდე: ჯარიმა
გრანიტ ჯაკას სუპერ-საჯარიმო “ვილიარეალის” კარში (ვიდეო)
27 ნოემბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ვილიარეალსა” და მიონხენგლადბახის “ბორუსიას” შორის გამართულ შეხვედრაში (2:2), გრანიტ ჯაკამ ესპანურ გუნდს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
გილფი სიგურდსონმა “არსენალს” შესანიშნავი საჯარიმო გაუტანა (ვიდეო)
9 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “სუონსისა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში გილფი სიგურდსონმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
ჰოლანდიაში ყველა დროის საუკეთესო ჯარიმის გატანამდე ცოტა დააკლდათ
11 ოქტომბერს, ჰოლანდიის რანგით მეოთხე დივიზიონში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმა დაახლოებით 23 მეტრიდან ძალიან ორიგინალურად შეასრულა.
ყველაზე ცუდი საჯარიმო ფეხბურთში გერმანელების შესრულებით?
30 ივნისს, გერმანიისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში გერმანელებმა საჯარიმო ძალიან ცუდად შეასრულეს.
ელანოს მშვენიერი საჯარიმო “ემელეკის” კარში
27 თებერვალს, ლიბერტადორესის თასზე, “ფლამენგოსა” და “ემელეკს” შორის გამართულ შეხვედრაში (3:1), ელანომ მეტოქის კარი ბრწყინვალე საჯარიმოთი დალაშქრა.
რონალდინიოს სტილში გატანილი საჯარიმო ისრაელში
28 დეკემბერს, ისრაელის ჩემპიონატში, ჰაიფას “მაკაბიმ” საკუთარ მოედანზე “აშდოდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი არგენტინელმა დევიდ სოლარიმ გაიტანა. მისი ზუსტად შესრულებული საჯარიმო კი, რონალდინიოს მიერ, 2002 წელს, ინგლისის ნაკრების კარში გატანილ გოლს შეადარეს.
68 მეტრიდან გატანილი ჯარიმა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მესამე დივიზიონში გამართულ შეხვედრაში, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა საჯარიმო მეტოქეს 68 მეტრიდან გაუტანა.
ფეარ პლეის გასაოცარი შემთხვევა საუდის არაბეთში
გასაოცარი შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთის ჩემპიონატში. „ალ ნაჰდასა“ და „ალ იტიჰადს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა ფეხბურთელმა მასპინძელი გუნდის მეკარეს თასმა შეუკრა, თუმცა გოლკიპერს ამ დროს ბურთი ხელში ეჭირა და სანამ თამაშში შეიყვანა, 6 წამის წესი დაირღვა. მთავარმა არბიტრმა, წესის მიხედვით, თავისუფალი დარტყმა დანიშნა. სტუმრებმა გაითვალისწინეს, თუ რა ვითარებაში დაინიშნა სტანდარტი და ამით ხეირის ნახვის ნაცვლად, ბურთი მოედნის პირით ხაზს იქით შეგნებულად გადააგდეს, რითაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
ცნობისთვის, მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.
გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.
„იუვენტუსმა“ პირლოს საქციელის შემდეგ გუნდში ახალი წესი შემოიღო
მოგეხსენებათ, იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში ტურინის „იუვენტუსსა“ და „ვერონას“ შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას „ხნიერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდის ნახევარმცველი ანდრეა პირლო შეცვალა. 34 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა არ ისურვა და მოედნიდან პირდაპირ გასახდელში ჩავიდა. პირლოს ამ ქმედების შემდეგ, გუნდში ახალი წესი დამკვიდრდა.
„პირლოს საქციელის განხილვას საჭიროდ არ ვთვლი. აქამდე ასეთი პრეცენდენტი არ გვქონია. ამიერიდან ახალი წესი გვაქვს, რომელიც ჩვენი გუნდის თითოეულ მოთამაშეზე გავრცელდება: მატჩის დროს შეცვლილ ფეხბურთელს პირდაპირ გასახდელში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის ფეხს მოიტეხს, ანდაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდება. ყველა სხვა შემთხვევაში, შეცვლილი მოთამაშე მატჩის საფინალო სასტვენამდე სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს“, – განაცხადა კონტემ.
აღნიშნული წესის დარღვევა ფულად ჯარიმასა და ერთი თვის განმავლობაში უთამაშებლობას ითვალისწინებს.
ბექა დოგრაშვილი