უილშირი მოედანს უბრუნდება

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი გამოჯანმრთელდა და მოედანს უბრუნდება. სამშაბათს ფეხბურთელმა “არსენალისა” და “სტოკ სიტის” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ დაპირისპირებაში 90 წუთი ითამაშა.

“მოედანზე გატარებული პერიოდის შემდეგ ვგრძნობ, რომ ძირითად გუნდთან ერთად გარკვეული დროის თამაში შემიძლია” – განაცხადა უილშირმა.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 23 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა მონაწილეობა 9 შეხვედრაში მიიღო და 1 გოლი გაიტანა.

 

5 ფეხბურთელი, რომლებიც მომავალში შესაძლოა თავიანთი გუნდის ლეგენდები გახდნენ

Fanebi.Com წარმოგიდგენთ იმ 5 ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელთაც მომავალში კარგი შანსი აქვთ, მათი გუნდების ლეგენდები გახდნენ.

5. ჯეკ უილშირი – 23 წლის ფეხბურთელს აქვს კარგი შანსი, გახდეს ლონდონელთა ლეგენდა. ინგლისელი “მეთოფეთა” ერთგულია, რაზეც მიუთითებს ის ფაქტიც, რომ უილშირმა აგენტის ყოლაზე უარი განაცხადა, რადგან არ სურს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოება.

Jack_Wilshere

4. ფილიპე კოუტინიო – 22 წლის სუპერ-ბრაზილიელს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რათა მომავალში მერსისაიდელთა ლეგენდა იყოს. ის უკვე ამჟამადაა “წითლების” ლიდერი, რომელიც ყოველ მატჩში ახერხებს პუბლიკის გაოცებას. ფელიპემ დაამტკიცა, რომ მისთვის არამედ ფული, არამედ ფეხბურთია მთავარი და რამდენიმე ხნის წინ “ლივერპულთან” ახალი კონტრაქტიც გააფორმა.

cou

3. პოლ პოგბა – 21 წლის მიუხედავად, ფრანგი “იუვენტუსის” ნამდვილი ლიდერი და ნახევარდაცვის დირიჟორია, ანდრეა პირლოსთან ერთად. იგი თუ უერთგულებს ტურინულ კლუბს, მომავალში აუცილებლად გახდება “ბებერი სინიორების” ლეგენდარული ფეხბურთელი.

paul

2. ედენ აზარი – უდავოა, რომ 24 წლის ფეხბურთელი ამჟამად “ჩელსის” ლიდერია. ჟოზე მოურინიო გუნდის თამაშს სწორედ ბელგიელზე აწყობს და თუ ედენი ფორმაში არაა, მაშინ “არისტოკრატთა” საქმე კარგად არ არის.

eden

1. ნეიმარი – 23 წლის ბრაზილიელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს კატალონიურ კლუბში, რაც “ბლაუგრანას” შედეგზეც მშვენივრად აისახა. ბრაზილიელი ლეოსთან ერთად “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ლიდერია და დარწმუნებული ვარ, ნეიმარი სულ მალე “ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი იქნება.

neymar

უილშირმა ოპერაცია გაიკეთა

“არსენალის” ნახევარმცელმა, ჯეკ უილშირმა ტერფზე მცირე ოპერაცია გაიკეთა.

ინგლისელი ფეხბურთელი გუნდს დიდი ხნით არ დააკლდება, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდებოდა.

სავარაუდოა, რომ ჯეკი პირველ მარტს “ევერტონის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

ამ სეზონში, უილშირმა “არსენალის” მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, სადაც თითო-თითო გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.

უილშირმა “კრისტალ პალასთან” შეიძლება ითამაშოს

“არსენალის” ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მოირჩინა ტერფის ტრავმა, რომლის გამო 2014 წლის ნოემბრის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.

“ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჯეკი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. წინასწარ არაფერზე არ ვსაუბრობ,”-განაცხადა არსენ ვენგერმა.

“ოქსლედ-ჩემბერლენი ვარჯიშს დაუბრუნდა, მაგრამ მზადყოფნაში არაა. აარონ რემზი ათი დღე დაგვაკლდება”.

გარდა ამისა, ფრანგი სპეციალისტის თქმით, გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჰექტორ ბელერინი “არწივებთან” სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 26-ე ტურში “არსენალი” “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდება.

ჯეკ უილშირი სამ თვეს იუქმებს

ლონდონის ”არსენალის” ფეხბურთელი ჯეკ უილშირი სამ თვეს იუქმებს. ფეხბურთელმა მარცხენა ტერფი ”მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის დროს დაიზიანა. მატჩი ლონდონელებმა 1-2 დათმეს.

ფეხბურთელს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებსაიტი ავრცელებს. ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელმა სურათიც კი გაავრცელა სოციალური ქსელით. მედიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მალე დაიწყებს აღდგენით ვარჯიშებს.

 

არსენალს უილშირთან გახანგრძლივება სურს

ლონდონის “არსენალს” 22 წლის ჯეკ უილშირთან კონტრაქტის გახანგრზლივება სურს. Mirror-ის ცნობით ახალი ხელშეკრულება 2020 წლამდე იქნება გათვლილი და ფეხბურთელი ხელფასის სახით კვირაში 150 ათას გირვანქას მიიღებს.

კლუბსა და მოთამაშეს შორის მოლაპარაკებები იანვარში უნდა დაიწყოს. “არსენალში” იმედოვნებენ, რომ შეთანხმება სეზონის ბოლოს იქნება მიღწეული.

შეგახსენებთ, რომ უილშირი ლონდონური კლუბის აკადემიი აღზრდილია და “არსენალის” სისტემაში 2001 წლიდან ირიცხება.

გარი ნევილმა ჯეკ უილშირს ყურსასმენები მოახსნევინა (ვიდეო)

შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დაწყების წინ ჯეკ უილშირი “გახურებისას” ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა, მასთან კი მალე გარი ნევილი გაჩნდა.

უილშირი: “რუნი ჩვენთვის მამასავითაა”

“არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა, უეინ რუნის ლიდერულ თვისებებზე ისაუბრა.

ნაკრებიდან ეშლი კოულის, ფრენკ ლამპარდისა და სტივენ ჟერარდის შემდეგ, უეინ რუნი (რომელსაც ოქტომბერში 29 წელი შეუსრულდა) ნაკრებში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. უილშერი უენით კმაყოფილია და აღიარა, რომ ის ახალგაზრდებს ძალიან ბევრს ასწავლის.

“ის დაბადებულია, რათა იყოს ლიდერი. უეინი ნაკრებში 10 წელზე მეტია რაც თამაშობს. იგი ჩვენთვის მამასავითაა,. ყველა ჩვენგანს მხარს გვიჭერს, გვაერთიანებს და წინსვლაში გვეხმარება.”-განაცხადა უილშირმა ESPN-თან ინტერვიუში

უილშირი “ასტონ ვილასთან” ითამაშებს?

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ ინგლისელი ნახევარმცველი “ასტონ ვილას” წინააღმდეგ მზად იქნება.

ჯეკ უილშირმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბორუსიას” წინააღმდეგ მატჩში ტერფის ტრამვა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლიელი ფეხბრუთელი “ვილა პარკზე” ითამაშებს.

22 წლის ინგლისელის გარდა გუნდს ფლამინი და ჩემბერსი დაეხმარება.

“ფლამინი და ჩემბერსი დაბრუნდნენ. უილშირმა ტრამვა მოიშუშა, ისინი შაბათს გუნდს დაეხმარებიან.”-განაცხადა ფრანგმა მენეჯერმა პრესკონფერენციაზე

რა გაუკეთა ჯეკ უილშირმა ყოფილ თანაგუნდელ სამი ნასრის?

13 სექტემბერს “არსენალსა” და “მანჩეტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში კამერებმა ჯეკ უილშირისა და სამირ ნასრის ერთ-ერთი ორთაბრძოლა დააფიქსირეს.

უილშირი: “16 მილიონად არასდროს გამყიდდნენ”

“არსენალის” ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი თავისი თანემემამულისა და თანაგუნდელის, დენი უელბეკის ტრანსფერს გამოეხმაურა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს დენი უელბეკი 16 მლნ. ფუნტად “არსენალში” გადავიდა, რის გამოც უილშირი მიიჩნევს, რომ “იუნაიტედმა” თავისი აღზრდილი არ დააფასა.

მცირე ხნის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილიც გამოეხმაურა დენი უელბეკის წასვლას და მისი თქმით “იუნაიტედი” არასწორად მოიქცა, რადგან მის მიერ აღზრდილი ფეხბურთელი კონკურენტ გუნდში გაუშვა.

“გარი ნევილმა იცის რასაც ამბობს. მან იმიტომ თქვა ეს, რომ დენი “მანჩესტერ იუნაიტედის” აღზრდილია. არამგონია “არსენალს” სხვა დიდ კლუბში 16 მლნ. ფუნტად გავეყიდე.”

“თანამედროვე ფეხბურთში 16 მლნ. ფუნტი არაფერია. ამ ფასად დენი უელბეკის შესყიდვით სარფიანი გარიგება მოვახდინეთ.”

“სულ უფრო და უფრო ცოტა ფეხბურთელი გადადის ინგლისის ერთი დიდი კლუბიდან მეორეში, განსაკუთრებით ადგილობრივები. ეს არგაგონილი რამაა.”

“დარწმუნებული ვარ, დენის შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ამ სეზონზე. ის დიდ ოსტატობას ფლობს და სარგებელს მოგვიტანს.” – განაცხადა უილშირმა.

ინგლისელების გართობა ვეგასში… უილშირი ისევ ეწევა

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ჯო ჰარტმა, ჯეკ უილშირმა და ჯეიმს მილნერმა ჩავარდნილი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლას-ვეგასში განტვირთვა გადაწყვიტეს.

გავრცელდა მათი გართობის ამსახველი ფოტომასალაც. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ უილშირი კვლავ გამოიჭირეს სიგარეტის მოწევის პროცესში. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში ინგლისელი ნახევარმცველი სიგარეტით ხელში დააფიქსირეს. მაშინ უილშირმა თქვა, რომ ზოგადად არ ეწევა და ამიერიდან სიგარეტისკენ აღარც გაიხედავდა, თუმცა… შარშან არსენ ვენგერმა ამ ფაქტის გამო ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა. საინტერესოა, ახლა რა ელის უილშირს.