Fanebi.Com-ი ახალ კონკურსს გთავაზობთ. მოგეხსენებათ, ჩვენი პორტალის მომხმარებლებს მოახლოებულ მატჩებზე საკუთარი პროგნოზის დაფიქსირება შეუძლიათ, რითაც მათ სტატუსის ამაღლების საშუალება ეძლევათ.
გადავწყვიტეთ, ჩავატაროთ პროგნოზისტთა კონკურსი, რომელიც მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, გამარჯვებულად კი ის დასახელდება, ვინც ყველაზე მეტი მატჩის შედეგს გამოიცნობს. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს „ევროპაბეთის“ ანგარიშზე 50 ლარი დაერიცხება, მეორეადგილოსანს კი – 25 ლარი.
თუკი გამარჯვებულებს თანაბარი რაოდენობის მატჩი ექნებათ გამოცნობილი, მაშინ ადგილები განაწილდება მომხმარებლის საერთო ჯამური ქულის რაოდენობის მიხედვით. აქედან გამომდინარე, კონკურსის მონაწილეებს აქტიურობაც მართებთ. პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია როგორც პრემიუმ მატჩებზე, ასევე ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და საქართველოს ჩემპიონატების ტურის თითოეულ შეხვედრაზე, რისთვისაც უშუალოდ მატჩის გვერდზე უნდა გადახვიდეთ.
კონკურსი 4 ოქტომბერს დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. შედეგების ხილვა შეგეძებათ Fanebi.Com-ის სტატისტიკის გვერდზე. პროგნოზის გასაკეთებლად საიტზე რეგისტრაცია სავალდებულოა.
შენიშვნა: „ევროპაბეთის“ ანგარიში იგივე უნდა იყოს, რაც რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და გვარია.