ჟულიო სეზარი: “ჰანდანოვიჩს საუკეთესო მეკარეთა სამეულში შესვლა შეუძლია”

მილანის “ინტერის” ყოფილმა კიპერმა ჟულიო სეზარმა “ნერაძურის” ამჟამინდელი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის შესახებ ისაუბრა და მისი შესაძლებლობები საკმაოდ მაღალ დონეზე შეაფასა.

“ჩემი აზრით, სამირი ძალიან, ძალიან ძლიერი მეკარეა. მას ჩემპიონთა ლიგაზე თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების კარგი საშუალება მიეცემა. ევროპული პრიზმა ოდნავ განსხვავებულ სურათს გაძლევს, ვიდრე მხოლოდ სერია А-ში თამაში. თუ ჰანდანოვიჩი ჩემპიონთა ლიგაზე იმავეს გაიმეორებს, რასაც იტალიის ჩემპიონატში აკეთებს, მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ხუთეულში ან თუნდაც სამეულში შესვლა შეეძლება”, – აღნიშნა ჟულიო სეზარმა გამოცემა GdS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბრაზილიელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე “ინტერის” გამოსვლის შესახებაც ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, მილანელებმა პირველ ტურში შინ “ტოტენჰემ ჰოთსპური” დაამარცხეს (2:1), შემდეგ კი გასვლაზე “პეესვე ეინდჰოვენს” მოუგეს (2:1) და ახლა B ჯგუფს “ბარსელონასთან” ერთად ლიდერობენ.

“გუნდი ძალიან კარგად თამაშობს: ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ მატჩში მოპოვებული ორი გამარჯვება გუნდს მოედანზე უფრო მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწორედ ახლა იწყება. ბიჭებს ორი ურთულესი დაპირისპირება ელით, თუმცა მე მათი მჯერა.

ვერ გეტყვით, დღევანდელი “ბარსელონა” უფრო ძლიერია, თუ პეპ გვარდიოლას დროინდელი. ჩავის, ანდრეს ინიესტას და ნეიმარის წასვლა ბევრ კლუბს დაასუსტებდა, მაგრამ გუნდი, რომლის ღირსებასაც ლეო მესი იცავს, ყოველთვის წარმოადგენს დიდ ხიფათს”, – თქვა ჟულიო სეზარმა.

ჟულიო სეზარმა “ბენფიკასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლისაბონის “ბენფიკასა” და ჟულიო სეზარს შორის შრომითი ხელშეკრულება გახანგრძლივდა.

36 წლის ბრაზილიელმა მეკარემ კონტრაქტი 2018 წლამდე გააგრძელა.

ჟულიო სეზარმა გასულ სეზონში “ბენფიკას” ფორმით 34 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაუშვა და 14 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

შეგახსენებთ, რომ ჟულიო სეზარი ლისაბონის “ბენფიკას” ღირსებას 2014 წლიდან იცავს. იგი გუნდთან ერთად ორჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, ერთხელ კი ქვეყნის ლიგის თასს დაეუფლა.

ჟულიო სეზარი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

ლისაბონის “ბენფიკას” მეკარე ჟულიო სეზარი მოთამაშის კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა.

Sport Mediaset-ის თანახმად, 35 წლის ბრაზილიელი კიპერი კიდევ სამი წლის განმავლობაში აპირებდა თამაშს, თუმცა ახლა საკუთარ მომავალში დარწმუნებული აღარ არის. ჟულიო სეზარი მიმდინარე სეზონის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გააგრძელოს კარიერა თუ არა.

პორტუგალიის ჩემპიონატში ჟულიო სეზარმა 19 მატჩში ჩაატარა.

 

ჟულიო სეზარი “ბენფიკაში” გადადის

“ქუინს პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიო სეზარი ლისაობონის “ბენფიკაში” გადავა.

A Bola-ს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე ჩავიდა პორტუგალიაში კონტრაქტზე ხელის მოსაწერად. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

ჟულიო სეზარმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით MLSის კლუბ “ტორონტოში” გაატარა. ამ დროის პერიოდში ჩაატარა შვიდი მატჩი და გაუშვა 9 გოლი, ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ამასთან, ერთხელ მის მიერ შესრულებული მოგერიება კვირის საუკეთესო სეივადაც დაასახელეს.

ჟულიო სეზარმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა, რომლიდანაც ნახევარი გერმანიის ნაკრებმა გაუტანა.

34 წლის ბრაზილიელი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 1,5 მილიონ ევროდ ფასდება.

 

ჟულიო სეზარი „ქუინს პარკში“ დაბრუნდა

ჟულიო სეზარი „ტორონტოდან“ „ქუინს პარკ რეინჯერსში“ დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მეკარე MLS-ის კლუბში იჯარის წესით ექვსი თვის განმავლობაში თამაშობდა. ამ დროის პერიოდში ჩაატარა შვიდი მატჩი და გაუშვა 9 გოლი, ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ამასთან, ერთხელ მის მიერ შესრულებული მოგერიება კვირის საუკეთესო სეივადაც დაასახელეს.

ჟულიო სეზარმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა, რომლიდანაც ნახევარი გერმანიის ნაკრებმა გაუტანა.

 

ბრაზილია — ჩილე (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „სელესაომ“ 3:2 იმარჯვა და მომდევნო რაუნდზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა მეკარე ჟულიო სეზარი დაასახელეს, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია.

34 წლის კიპერმა მატჩი სრულად ჩაამთავრა და ოთხი სეივი ჩაიწერა.

 

ჟულიო სეზარი: „ნეიმარი ბალოტელის სჯობს“

ბრაზილიის ნაკრების კიპერმა ჟულიო სეზარმა ერთმანეთს ნეიმარი და მარიო ბალოტელი შეადარა. „სელესაოს“ კარის დარაჯმა უპირატესობა ბრაზილიელ ფეხბურთელს მიანიჭა.

„მარიოსთან ერთად თამაშის შესაძლებლობა „ინტერში“ მქონდა. მაშინ ის სულ პატარა ბიჭი იყო, 17 ან 18 წლისა. „მანჩესტერ სიტიში“ თამაშმა და შემდეგ იტალიაში დაბრუნებამ მას გამოცდილება შესძინა, მომწიფდა, დაღვინდა და მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა.

ჩემი აზრით, ნეიმარი დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელთა სამეულში შედის. მის პროგრესს თვალს ვადევნებ, ერთ გუნდში ვთამაშობთ, ურთიერთობა გვაქვს. ეს ბიჭი მსოფლიო ფეხბურთს ბევრ რამეს შესძენს.

მარიოსა და ნეიმარს შორის არჩევანის გაკეთებას თუ მთხოვთ, მე ამ უკანასკნელს ავარჩევ. ნეიმარი უკეთესი ფეხბურთელია, უფრო სრულყოფილი და მომწიფებულია“, – აღნიშნა ჟულიო სეზარმა.

 

„მან სიტი” – ჟულიო სეზარი ჰარტის შემცვლელად

ბრიტანული „გარდიანის” ცნობით, „მანჩესტერ სიტი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი მეკარის ძებნას შეუდგება, რომელიც პერსპექტივაში გუნდის ნომერ პირველ კიპერად უნდა იქცეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჯო ჰარტის მიმართ ნდობა სრულად დაკარგა და ამას ბოლო მატჩებიც ამტკიცებს – ინგლისელი მეკარე უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან არ ამდგარა.

 

წყაროს ცნობით, მეკარის პოზიციაზე „მანჩესტერ სიტის” სამიზნე „ქუინს პარკ რეინჯერსისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ჟულიო სეზარი გახლავთ. 34 წლის კიპერს ჩემპიონშიფის მიმდინარე გათამაშების არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, რადგან ის გუნდის განაცხადში ვერ ხვდება.

 

სეზარი: ”სკოლარის კომენტარი მოულოდნელი იყო”

”ქუინს პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიო სეზარი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ლუის ფელიპე სკოლარის განცხადებას გამოეხმაურა.

”სკოლარის განცხადება ჩემთვის მოულოდნელი გახდა. მან კვლავ დამიცვა. სატრანსფერო ფანჯრის დროს შექმნილი გაუგებრობის შემდეგ, მე ქპს-ს ძირითად შემადგენლობაში უნდა შევინარჩუნო ადგილი. შემდეგი რვა თვის განმალობაში შესანიშნავად უნდა ვითამაშო, რათა მუნდიალზე მოვხვდე”, – განაცხადა სეზარმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამხრეთ ამერიკელთა თავკაცმა განაცხადა, რომ სეზარი ნაკრებში ადგილს იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუ თავისი კლუბის შემადგენლობაში იშვიათად მოხვდება.

ალექსანდრე მატევოსოვი