ორი დღეა, ფეხბურთის გულშემატკივრები ცდილობენ, პასუხი გასცენ კითხვას, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო.
გულშემატკივრების მიზანია, იპოვონ ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია შემდეგ ფეხბურთელებთან ერთად: რონალდო (ბრაზილიელი), იბრაჰიმოვიჩი, ზიდანი, ტრეზეგე, კრაუჩი, კარლოსი, პირლო, კაკა.
წვრთნიდა: კარლო ანჩელოტი.
მოიგო: სერია A, ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა.
ჯერ-ჯერობით, ამ კითხვას სწორი პასუხი ვერავინ გასცა, ფეხბურთის მოყვარულები კი კვლავაც ფიქრობენ.
აღსანიშნავია, რომ ეს კითხვა პიტერ კრაუჩსაც დაუსვეს, რომელმაც თქვა, რომ პასუხი არ იცის.
@mikechurm82 @GNev2 @Carra23 -I can't help it's killing me too !!
— Peter Crouch (@petercrouch) November 26, 2015