გუშინ აფრიკის თასის ფინალში კამერუნმა, ანგარიშთ, 2-1 დაამარცხა ეგვიპტის ეროვნული ნაკრები.
ომარ მომანიმ ამასთან დაკავშირებით კარიკატურა შემოგვთავაზა.
გუშინ აფრიკის თასის ფინალში კამერუნმა, ანგარიშთ, 2-1 დაამარცხა ეგვიპტის ეროვნული ნაკრები.
ომარ მომანიმ ამასთან დაკავშირებით კარიკატურა შემოგვთავაზა.
20 იანვარს, აფრიკის თასზე, მალისა და კამერუნის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში (1:1), მალელმა ფეხბურთელმა სილამ ისიმულიანტა.
კონგოსა და კამერუნის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, კონგოელმა იანიკ ბოლასიემ მეტოქეს ასეთი ფინტი გაუკეთა:
„ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა ალექს სონგმა კამერუნის ნაკრებში თამაშის დასრულება გადაწყვიტა.
27 წლის ფეხბურთელს, რომლის კონტრაქტი „ბარსელონას“ ეკუთვნის, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია. ხორვატიასთან შეხვედრაში მან წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მას გუნდის ცუდ გამოსვლაში დასდეს ბრალი.
სონგი აფრიკის ერთა თასზე არ გამოიძახეს, გადსაწყვეტილება კი მან კამერუნის ფეხბურთის ფედერაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ცნობისთვის, თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების რიგებში ალექსმა ჯამში 38 შეხვედრა ჩაატარა.
ლონდონის “არსენალი” “ლიონის” 21 წლის თავდამსხმელ კლინტონ ნჟიეს აკვირდება.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე თვეში კამერუნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველი სანაკრებო გოლიც გაიტანა. შემდეგ შეხვედრაში კი, კამერუნის ნაკრების ფორვარდმა ეროვნული გუნდის რიგებში დუბლი შეასრულა და 2 სანაკრებო მატჩში 3 გოლი მოაგროვა. ნჟიემ უმალკ მიიპყრო “მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერის ყურადღება და ახლა ჩრდილოლონდონური კლუბი აღნიშნული ტრანსფერის გაჩარხვაზე ფიქრობს.
ნჟიეს, რომელსაც უკვე ადარებენ სამუელ ეტოოს, მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. მისი შრომითი ხელშეკრულების მინიმალური გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 800 ათას ევროს შეადგენს.
კამერუნისა და კოტდიუვარის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ფეხბურთელებს შორის შეჯახება მოხდა, კოტდიუვარელმა სერჟ ორიემ კი მძიმე ტრავმა მიიღო.
კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ მუნდიალზე ჩაწყობილი მატჩების თაობაზე კამერუნის ნაკრებთან დაკავშირებულ ბრალდებებს ბოლომდე გამოიძიებენ. ყველაზე ბევრი კითხვა ხორვატებთან უმცირესობაში 0:4 წაგებულ მატჩს უკავშირდება
“ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს არ ასახავს. ჩვენმა ადმინისტრაციამ ეთიკის კომიტეტს აღნიშნული ვითარების გამოძიება დაავალა.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება” – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოზეფ ოვონამ.
19 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხორვატიის ნაკრებმა კამერუნის ნაკრებს ანგარიშით 4:0 მოუგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონიდან გამოსულ სამუელ ეტოოს გულშემატკივარი დახვდა, რომელმაც მას ჩახუტება სთხოვა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ბრაზილიამ კამერუნი გაანადგურა.
მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან მძლავრად შეუტის და მეტოქის გატეხვა მატჩის დებიუტშივე სცადეს. თუმცა, ამ გეგმამ არ გაამართლა და მალევე ინიციატივას აფრიკელები დაეუფლნენ. განსაკუთრებით მწვავედ კამერუნი ბრაზილიელთა დაცვის მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც დანი ალვეში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა.
თუმცა, მე-17 წუთზე ანგარიში ბრაზილიელებმა გახსნას. ლუის გუსტავოს კარგი თამასის შემდეგ შედეგიანი დარტყმა ნეიმარმა განახორციელა.
26-ე წუთზე ბრაზილიელთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა. მარცხენა ფლანგზე ნიომი დანი ალვეშს გასცდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ მატიპს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
მასპინძლებს წინ გასასვლელად 10 წუთი დასჭირდათ. მარსელოს აქტიურობის შემდეგ ბურთი ნეიმარს მიუვიდა, რომელმაც მეტოქე ჩამოიშორა და იტანჯის კარში კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა.
მეორე ტაიმის ოთხი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბრაზილიელებმა ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შესძლეს. დავიდ ლუისის ჩაწოდებას საჯარიმოში ფრედი გამოეხმაურა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.
ბრაზილიელთა გამარჯვებაში წვლილი შეცვლაზე შემოსულმა ფერნანდინიომაც შეიტანა. 84-ე წუთზე ოსკარი-ფრედი-ფერნანდინიოს სწრაფი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.
ბრაზილიელებმა მუნდილაზე ჯერჯერობით თავისი საუკეთესო მატჩი აჩვენეს და პლეი-ოფში პირველი ადგილიდან გავიდნენ. კამერუნი კი სალხში ბრუნდება.
გოლები: ნეიმარი 17′ (0:1); მატიპი 26′ (1:1); ნეიმარი 35′ (1:2); ფრედი 49′ (1:3); ფერნანდინიო 84′ (1:4)
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „სელესაოს“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა ლიდერი ნეიმარი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
„ბარსელონაში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 71 წუთი დაჰყო, გააკეთა 42 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.
ბრაზილიის ნაკრებმა კამერუნი დიდი ანგარიშით დაამარცხა. პირველი გოლი მე-17 წუთზე ნიმარმა გაიტანა. 9 წუთში კამერუნელებმა მატიპის გოლით გაათანაბრეს, თუმცა 34-ზე ნეიმარმა დუბლი მიითვალა და ბრაზილია კვლავ დააწინაურა.
მეორე ტაიმში მუნდიალის მასპინძლებმა 49-ე წუთზე ფრედის და 84-ზე ფერნანდინიოს ძალისხმევით კიდევ ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი.
მუნდიალის მასპინძლები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას აუტსაიდერთან გამართავს.
ბრაზილიელებმა პირველ ორ შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება არ დატოვეს, თუმცა ოთხი ქულა მოიპოვეს და ჯგუფიდან გასვლის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. სპეციალისტების პროგნოზით, ლუსი ფელიპე სკოლარი დღევანდელ შემადგენლობაში კორექტივებს შეიტანს. მოლოდინი ვერ გაამართლა ფრედმა, არც ჟო იმყოფება კარგ ფორმაში. ამიტომ, შესძლოა ბრაზილია დღეს ნომინალური ცენტრალური ფორვარდის გარეშეც კი გამოვიდეს კამერუნის წინააღმდეგ.
აფრიკელებს ორი შეხვედრის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ დარჩათ. ფოლკერ ფინკეს გუნდი შეეცდები პრესტიჟის მატჩი ჩაატაროს. კამერუნის შემადგენლობაში დღეს ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
კამერუნი: იტანჯი – მბია, ნკულუ, შეიჯუ, ბედიმო – მატიპი, ენო, მაკუნი – ჩუპო-მოტინგი, ვებო, ოლინგა.
ბრაზილია: ჟულიო სეზარი – დანი ალვეში, ტიაგუ სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო – ლუის გუსტავო, ერნანესი – ჰალკი, ოსკარი, ნეიმარი – ფრედი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: