ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: Wikipedia.Com-ის მიხედვით, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, არც მეტი არც ნაკლები, კრიშტიანო რონალდოა.
იხილეთ, ფოტო:
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდის ახალი ვიცეკაპიტანი მაიკლ კერიკი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა სეზონის დასაწყისში “წითელი ეშმაკების” ვიცეკაპიტნად დარენ ფლეტჩერი გაამწესა, თუმცა როგორ ჩანს, ვან გაალმა გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა ეს პასუხისმგებლობა კერიკს დაავალა.
“სამი კაპიტანი მყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული თანმიმდევრობა მაქვს დაწესებული: პირველი კაპიტანი უეინ რუნია, მეორე მაიკლ კერიკი, მესამე კი – დარენ ფლეტჩერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ხაზის კაპიტნები მყავს.
კერიკი გამოცდილი და მშვიდია. კარგია, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა პოზიციებზე შემიძლია. კაპიტნის რანგში მას მოედანზე ჩემი სათამაშო ფილოსოფიის შეცვლა შეუძლია”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს sportsmole-ი.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი ნემანია ვიდიჩი მილანის „ინტერში“ გადავიდა. შესაბამისად, „წითელ ეშმაკებს“ ახალი კაპიტანი ჰყავთ ასარჩევი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საპასუხისმგებლო მისიის დაკისრებას მაიკლ კერიკს უპირებენ. ლუი ვან გაალს კაპიტნის სამკლავურის ახალი მფლობელის ვინაობა უახლოეს პერიოდში უნდა გამოეცხადებინა, თუმცა ინგლისელ ნახევარმცველს ტრავმა აქვს და შესაძლოა, ჰოლანდიელმა თავკაცმა ახალი კაპიტნის ვინაობის გამოცხადება გადადოს.
შეგახსენებთ, რომ კერიკი რამდენიმე დღის წინათ საწვრთნელ პროცესზე დაშავდა, რის გამოც 12 კვირით იუქმებს.
კაკამ „მილანში“ დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი გამართა. „როსონერი“ ამხანაგურ შეხვედრაში შვეიცარიულ „კიასოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „მილანს“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით სწორედ კაკა გაუძღვა, თუმცა ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კვლავ წარმოაჩინა თავისი ოსტატობა და ნოჩერინოს საგოლე გადაცემა გაუკეთა. კაკამ მოედანზე 45 წუთი დაჰყო.
„მილანი“ კარგად გამოიყურებოდა და დღეს თამაში ძალზედ სასიამოვნო იყო. ფიზიკურად ბოლომდე მზად არ ვარ, გუნდმა თამაში უნდა გააუმჯობესოს, ამის გასაკეთებლად ყველაფერი გვაქვს. 31 წლის ასაკში ბევრი ახალი რამ ვისწავლე. ასე რომ, ახლა ნაკლები შეცდომის დაშვება და მეტი სწორი გადაცემის გაკეთება და შემიძლია“, – განაცხადა მატჩის შემდეგ კაკამ.
გთავაზობთ „მილანში“ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, კაკას პირველ მატჩის ამსახველ ვიდეომასალას.