ანჩელოტი: “მალაგასთან რეალმა საუკეთესო ფეხბურთი უნდა აჩვენოს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, “მალაგასთან” გასამართ შეხვედრამდე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გუნდი დაღლილობას არ გრძნობს. “მალაგასთან” ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

ჯერჯერობით კვლავ ვერ დაგვეხამრება სამი ხედირა, რომლის დაბრუნებასაც მომდევნო ტურისთვის ველით. ტონი კროოსის შეცვლა კი ასიერ ილიარამენდის შეუძლია” – განაცხადა ანჩელოტიმ.

 

ანჩელოტიმ მოურინიოს რეკორდი გაიმეორა

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში შვეიცარიის „ბაზელის“ დამარცხების შემდეგ „სამეფო კლუბის“ თავკაცმა თავის წინამორბედებს მიგელ მუნიოსსა და ჟოზე მოურინიოს აჯობა.

„ბაზელთან“ ხსენებულ შეხვედრაში გამარჯვება მადრიდელებს 35-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა. ამრიგად, ყველა ტურნირზე „რეალის“ მოგებათა სერიამ 15 მატჩს მიაღწია.

ბოლოს 2013/14 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებულმა 13 სექტემბერს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ წააგო (1:2). იმ პერიოდიდან „რეალმა“ ჩემპიონატში ცხრაჯერ, ჩემპიონთა ლიგაზე ხუთჯერ, ხოლო ესპანეთის თასზე ერთხელ გაიმარჯვა. „სამეფო კლუბმა“ ამ პერიოდში 57 გოლი გაიტანა და მხოლოდ 8 გაუშვა.

ბაზელი თუ ლივერპული? ანჩელოტიმ მეტოქეები შეადარა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ერთმანეთს “ბაზელი” და “ლივერპული” შეადარა.

“ვინ გავა ჯგუფიდან ჩვენთან ერთად? ვფიქრობ, რომ ეს “ბაზელი” იქნება, რომელიც ამ მომენტისთვის “ლივერპულზე” ძლიერია. ასე რომ, მათ გარკვეული უპირატესობა აქვთ” – განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, დასკვნით ტურში “ლივერპული” “ბაზელს” საკუთარ მოედანზე მიიღებს და პელი-ოფში მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავა.

ანჩელოტი: “ბალოტელის შეძენა შეგვეძლო, მაგრამ ზლატანი ვიყიდეთ”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გამოტყდა, რომ 2012 წელს “პარი სენ-ჟერმენში” მუშაობის დროს მარიო ბალოტელის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდა.

“როდესაც “პარი სენ-ჟერმენში” ვმუშაობდი, ბალოტელის შეძენის მცდელობა მქონდა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მან საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. თუმცა, შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენის შესაძლებლობა გაჩნდა და გადავწყვიტეთ, რომ შვედი ფეხბურთელი გვეყიდა. ეს უფრო უსაფრთხო ვარიანტი იყო”, – აღნიშნა ანჩელოტიმ “ლა რეპუბლიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

ანჩელოტი: „იტალიაში მხოლოდ „მილანის“ გულისთვის დავბრუნდებოდი“

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი ყოფილი გუნდის „მილანის“ წევრებთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

„როდესაც „მილანს“ ვწრთვნიდი, არც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ინძაგი, ზეედორფი და გატუზო ჩემი კოლეგები გახდებოდნენ. გატუზო ჩემთვის როგორც ძმა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი მწვრთNელი ვიყავი. ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმოდა. მე მას იმას ვეუბნებოდი, რასაც სხვას არავის ვეტყოდი.

გამიხარდება, თუ მეტყვიან, რომ ჩემგან პიპომ, კლარენსმა და ჯენარომ რაღაც ისწავლეს და სამწვრთნელო საქმიანობაში გამოიყენეს.

„მილანის“ ამჟამინდლეი მდგომარეობა? კლუბის ცვლილებების პროცესშია. „როსონერი“ ძველ დიდებას აუცილებლად დაიბრუნებს.

თუ იტალიაში დაბრუნებას გადავწყვიტავ, მაშნ მხოლოდ „მილანში“ ვიმუშავებ“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი: “ისკოს მოდრიჩის შეცვლა შეუძლია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა “ეიბართან” მოგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“ფეხბურთელებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და ბოლომდე დაიხარჯნენმ რაც ძალიან მომეწონა. მშვენიერი შეხვედრა გამოვიდა.

ისკომ ძალიან კარგად ითამაშა. ის დაცვაში ეხმარებოდა პარტნიორებს და შეტევებსაც კარგად იწყებდა. ვფიქრობ, მას მოდრიჩის ღირსეულად შეცვლა შეუძლია.

რატომ არ გამოვიყენე ხედირა? სამიმ გერმანიის ნაკრებში ორი მატჩი ჩაატარა და დასვენება სჭირდებოდა. ხედირასთან პრობლემები არ მაქვს” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი: “დღევანდელი რეალი გვარდიოლას ბარსელონას გავს”

მადრიდის “რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მადრიდული კლუბის საფეხბურთო ფილოსოფიაზე ისაუბრა და საკუთარი გუნდი გვარდიოლას პერიოდის “ბარსელონას” შეადარა.

“დიახ, გვარდიოლას “ბარსასთან” შედარება მართებულად მიმაჩნია. ბურთის კონტროლი იმის გამო, რომ ის უბრალოდ შენს გუნდს ჰქონდეს ჩემთვის მისაღები არაა. ბურთის ფლობა ეფექტური უნდა იყოს და მოთამაშეებმა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება უნდა იცოდნენ. შეტევაში ისეთ ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც ეს აუცილებლად ესაჭიროებათ. არ მომწონს, როცა შეტევის დროს მოთამაშეები უკან აკეთებენ პასს” – ამბობს ანჩელოტი.

რეალი ზამთარში არ გაძლიერდება

მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფეხბურთელების შეძენას არ აპირებს.

მიუხედავად ლუკა მოდრიჩის ტრავმისა კარლო ანჩელოტიმ გადაწყვიტა, რომ მადრიდელები სარანსფერო ფანჯრის დროს არ იაქტიურებენ. იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ წარმატების მისაღწევად არსებული შემადგენლობა სავსებით საკმარისია.

შეგახსენებთ, ლუკა მოდრიჩი ტრავმის გამო 3 თვეს გამოტოვებს.

ანჩელოტი და ბენზემა თვის საუკეთესო მწვრთნელად და მოთამაშედ აღიარეს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი ქარიმ ბენზემამ მიიღო.

რაც შეეხება სეგუნდა დივიზიონს, ესპანეთის რანგით მეორე ლიგის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად პაბლო მაჩინი დასახელდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ – „მალიორკას“ ნახევარმცველი მარკო ასენსიო.

ანჩელოტი: „დი მარიას გამო „რეალი“ თამაშის კონტროლს კარგავდა“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდიდან ანხელ დი მარიას წასვლაზე ისაუბრა.

„დი მარიას თავისი ენერგიით მატჩის სცენარის შეცვლა შეუძლია, თუმცა მას ზოგჯერ კონტროლის დაკარგვაც სჩვევია. ეს იმ ეპიზოდებს ეხება, როდესაც იგი გადამწყვეტ ფაზაში არაზუსტ პასებს აკეთებს.

ხალხი ჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ იტყვის, რომ ხამეს როდრიგესი დი არაიას შესაცვლელად მოვიდა, რადგან ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთსგან განსხვავდება“, – განუცხადა ფეხბურთს იტალიელმა სპეციალისტმა „Onda Cero“-ს.

ანჩელოტი: “რაიო ვალეკანოსთან კროოსი საუკეთესო იყო”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “რაიო ვალეკანოსთან” მოგებული შეხვედრა შეაფასა.

“კარგი თამაშის ჩავატარეთ. მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ და ეს შედეგზეც აისახა.

ტონი კროოსი მოედანზე საუკეთესო იყო და პირველი გოლიც გაიტანა. მათ თავისი მაღალი დონით გამაკვირვა. მოდრიჩთან ერთად ისინი მოედნის ცენტრში კარგ დუეტს ქმნიან.” – განაცხადა ანჩელოტიმ.

 

კაპელო: „ანჩელოტი „რეალს“ მოურინიოზე მეტად უხდება“

რუსეთს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს აზრით, მადრიდის „რეალი“ სწორად მოიქცა, როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი დანიშნა.

„ვფიქრობ, ანჩელოტი „რეალში“ დიდი ხანი იქნება. მადრიდელთათვის იგი ჩინებული მწვრთნელია. მისი სტილი იმ კლუბს უხდება, რომელიც დიდ მატჩებში იბრძვის. კარლო, წინა მწვრთნელთან შედარებით, რომელიც ყველას წინააღმდეგ იყო, გუნდის ნაწილია.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ისკოსთვის მან სწორი ვარიანტი აირჩია. ამ პოზიციაზე იგი „მალაგაში“ თამაშისას გამოდიოდა.

ვინ იმსახურებს წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას? მას სიომეონე და ანჩელოტი ერთად იმსახურებენ. „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს 91-ე წუთამდე იგებდა. დიეგომ უდიდესი სამუშაო შეასრულა“, – განუცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა გამოცემა „მარკას“.