კარლო ანჩელოტიმ ტომას მიულერსა და მარიო გიოტცეზე ისაუბრა

“ბაიერნის” ახალი თავკაცი, კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ტომას მიულერი ბოლო დროს ზედმეტად გადაიღალა და რომ მას აუცილებლად ესაჭიროება შვებულება.

“ტომასს უკვე ვესაუბრე, მას დასვენება ესაჭიროება, რადგანაც ძალიან ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხოლო როდესაც ის დაბრუნდება, კვლავ გუნდის ლიდერი გახდება.”

“პაპა კარლოს” მარიო გიოტცეს მომავალზეც ჰკითხეს – “ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ – მარიო გიოტცე კვლავ “ბაიერნის” ფეხბურთელია.

დიახ, მე ვესაუბრე მარიო გიოტცეს, თუმცა ეს პირადი საუბარი იყო.”

ანჩელოტი: “რონალდუ ნამდვილად მიყვარს, თუმცა ის “ბაიერნში” არ გადმოვა”

მიუნხენის “ბაიერნის” ახალმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ კლუბში ისეთი ფეხბურთელის მოყვანის შანსებზე ისაუბრა, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა.

“მიყვარს რონალდუს პროფესიონალური მიდგომა.

ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან, თუ რამდენად რთულია ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობა, როგორებიც ის და ზლატანია. სიმართლე ის არის, რომ ეს საკმაოდ ადვილია. ასეთი ტიპის ფეხბურთელებს არაფერი არ უნდა უთხრა. ისინი ისედაც საკმაოდ დისციპლინირებულები და კონცენტრირებულები არიან.

ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ რონალდუს სხვა კლუბში ხილვის შანსი ძალიან ცოტაა.

რონალდუ ისეთ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, როგორებიც არიან ლიონელ მესი, ფილიპ ლამი, ტომას მიულერი და პაოლო მალდინი, რომელმაც მთელი კარიერა მილანში გაატარა. მათ უბრალოდ არ შესწევთ საკუთარი კლუბის დატოვების ძალა.”

ანჩელოტი: “გადატრიალების მოწყობას არ ვაპირებ”

მიუნხენის “ბაიერნის” ახალმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ ყველასათვის ნათელყო ის ფაქტი, რომ გუნდში ძირეული ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს.

“ვფიქრობ, რომ ჩემმა მეგობარმა გვარდიოლამ ბოლო წლებში საკმაოდ კარგი სვლები განახორციელა. მინდა გითხრათ, რომ აქ გადატრიალების მოწყობას არ ვაპირებ. პირიქით, მინდა გვარდიოლას სტილს გავყვე.

ძალიან კარგად ვიცი, რომ “ბაიერნში” შემტევი ფეხბურთის თამაშია საჭირო. მიყვარს, შეტევაზე ორიენტირებული ტაქტიკით თამაში, თანაც ფანტასტიკური გუნდი მყავს, რითიც ბედნიერი ვარ.

არა მგონია ჩვენი სტილი დიდად შეიცვალოს გასული წლისგან განსხვავებით. ასე თუ ისე, ფეხბურთელებიც იგივენი არიან, ისევე როგორც სისტემა.

ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ – სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.”

ანჩელოტი: “იტალიის ამჟამინდელ ფორმაციაში პირლოს ადგილი არ არის”

“ბაიერნის” იტალიელმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ პრესასთან იტალიის ეროვნული ნაკრების გეგმებზე ისაუბრა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე.

როგორც იცით, როგორღაც იტალიის განაცხადში ვერ მოხვდა ანდრეა პირლო. ამ ფაქტს კიდევ უფრო მეტ მისტიურობას სძენს ის ფაქტი, რომ გუნდს ვერც მარკო ვერატი ეხმარება და ვერც კლაუდიო მარკიზიო.

“კონტეს გუნდში ბევრი ვარსკვლავი არ ჰყავს, ამიტომაც მას გუნდისთვის შესაფერისი მოდელის მოძებნა დასჭირდება, თანაც მათ ვერც ვერატი დაეხმარება და ვერც მარკიზიო.

ვფიქრობ, რომ კონტე ინტენსიური თამაშებით აპირებს ფონს გასვლას, ამიტომაც არ აირჩია მან პირლო.

რა თქმა უნდა პირლო, როგორც ფეხბურთელი ძალიან მიყვარს. ღმერთო ჩემო, ის ხომ უდიდესი ტალანტია. მაგრამ ამერიკაში გადასვლა ნიშნავს, რომ ის სხვა რიტმს არის აყოლილი.

ის 37 წლის არის და თუ მწვრთნელს ინტენსიური თამაშების წარმართვა სურს, პირლოს გამოყენება არ ივარგებს. იტალიის წარმატებაში მთავარ როლს ტაქტიკური სვლები ითამაშებენ.”

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები E ჯგუფში იმყოფება, ბელგიის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად.

ანჩელოტი: „გვარდიოლა „სიტიში“ იმისთვის მიიწვიეს, რომ მან გუნდს ახალი სტილი შესძინოს“

„ბაიერნის“ მოამვალმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი წინამორბედის ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა.

„როდესაც გვარდიოლა „ბარსელონადან“ წავიდა, ბევრი ამბობდა, რომ „ბაიერნში“ მას გუნდისთვის ასეთივე სტილის მორგება ვერ გამოუვა, რადგან ამ გუნდში მესი არ თამაშობს. შედეგად, „ბაიერნი“ მაინც იგივე ფეხბურთს თამაშობდა. მოთამაშეები სხვები არიან, თუმცა სტილი იგივეა. მსგავსი რამ „მანჩესტერ სიტიშიც“ განმეორდება.

გვარდიოლა ფანტასტიკური მწვრთნელია, რადგან თავისი სტილით მას ძალიან ძლიერი გუნდის ჩამოყალუბება შეუძლია. ვფიქრობ, „მანჩესტერ სიტიმ“ ხოსეპი იმიტომ გადმოიბირა, რომ მან გუნდს ახალი სახე, სტილი და კულტურა შესძინოს“, – თვლის ანჩელოტი.

ანჩელოტი: “ბეილის ქმედებამ გამაკვირვა”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მასსა და გარეთ ბეილს შორის არსებულ ურთიერობებზე მის მიერ გამოცემულ ახალ წინგში ისაუბრა. წიგნში კარგად არის აღწერილი კლუბში არსებული იმდროინდელი სიტუაცია, გთავაზობთ ნაწყვეტს…

“მარტის ერთ დილას, “რეალის” გენერალური დირექტორი ტელეფონის მეშვეობით დამიკავშირდა და მითხრა, რომ პრეზიდენტს ჩემთან საუბარი სურდა. ეს ძალზედ უჩვეულო იყო. როდესაც პრეზიდენტს ვესტუმრე, მან მითხრა, რომ ბეილის აგენტი მის ოფისში იყო მისული “ბეილის სიტუაციაზე” სასაუბროდ.” – ვკითხულობთ იტალიელი სპეციალისტი მიერ გამოცემულ წიგნში (‘Quiet Leadership: Winning Hearts, Minds and Matches’.)

“იანვარში, ბეილის აგენტმა რაღაცეებზე დაიწყო საუბარი და მეც რა თქმა უნდა ვგრძნობდი, რომ ის კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, რამეთუ უკვე განხილული ჰქონდა ეს საკითხი პრეზიდენტთან. მან პრეზიდენტს უთხრა, რომ ბეილი თავისი პოზიციით უკმაყოფილო იყო. მას ცენტრში უნდოდა ყოფნა.

პრეზიდენტმა მკითხა, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი, მე კი ვუთხარი “არაფრის”. სეზონის ამ ეტაპზე მისთვის პოზიციის შეცვლა შეუძლებელი იყო, რამეთუ ამის შემდეგ მთელის სისტემის შეცვლა და ბევრი სხვა მოთამაშის გადაადგილება მომიწევდა. პრეზიდენტს ისიც ვუთხარი, რომ მიკვირდა, თუ რატომ არ მითხრა ფეხბურთელმა ეს პირადად მე. ეს ხომ ნორმალური იქნებოდა.

ბეილს ფანტასტიკური, მსოფლიო დონის შესაძლებლობები გააჩნდა, მე კი მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ მისთვის გამეგებინებინა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი ძლიერი მხარეები და პოტენციალი. მე მის აგენტზე გაცილებით უფრო გამოცდილი ვიყავი ამ საკითხში.

პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ბეილს თავად გავესაუბრებოდი მომდევნო დღეს, რაც ვარჯიშის შემდეგ გავაკეთე. მე მას ვუთხარი: “ვიცი, რომ შენი აგენტი პრეზიდენტს ესაუბრა. რატომ არ მოხვედი ჩემთან სასაუბროდ?” მან თქვა: “კარგი, ეს პრობლემა არ არის.”

“მე მას ყველაფერი ვუთხარი, რაც პრეზიდენტთან საუბარს შეეხებოდა, ისიც რომ შეუძლებელი იყო სისტემის შეცვლა ამ ეტაპზე და რომ საქმე მარტო მის პოზიციას არ ეხებოდა. მასთან გულახდილად ვისაუბრე. ვუთხარი, რომ რაღაც ახალის ცდაც შეგვეძლო ზაფხულში, მომდევნო წლის პრე-სეზონის დროს, თუმცა არა ახლა.”

ანჩელოტი: “რომ არა “რეალი”, 100 პროცენტით “მანჩესტერში” წავიდოდი”

კარლო ანჩელოტიმ ინგლისურ The Times-ს გაუმხილა, რომ 2013 წელს ის “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაიბარებდა, რომ არა მადრიდის “რეალისგან” მიღებული წინადადება.

როგორც იცით, 2013 წელს “მანჩესტერის” ლეგენდამ, სერ ალექს ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. ანჩელოტის თქმით, ფერგიუსონმა ის პარიზში, ვახშამზე დაპატიჟა, რათა მისთვის მწვრთნელის პოსტი შეეთავაზებინა.

“სასიამოვნო ვახშამი გამოვიდა. ღვინო ალექსმა აირჩია, მართლაც რომ ძალიან ძვირი იყო.” – განუცხადა იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს.

“მაგრამ, იმ დროისთვის უკვე მიღებული მქონდა “რეალის” წინადადება. ასე რომ არ ყოფილიყო, 100%-ით “მანჩესტერში” წავიდოდი.”

Le 10 Sport: ვარანი მადრიდში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს

Le 10 Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალს” ზაფხულში ახალგაზრდა, ძალზედ პერსპექტიული მცველის, რაფაელ ვარანის შენარჩუნებისთვის დიდი ბრძოლის გამართვა მოუწევს.

როგორც იცით, ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ზინედინ ზიდანის გეგმებში არ ჯდება, რაც ნათლად გამოჩნდა ბოლო მატჩებში – ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში ვარანის ნაცვლად მადრიდელთა ღირსება პეპემ დაიცვა.

დიდია ალბათობა იმისა, რომ აღნიშნულმა სიტუაციამ მიუნხენის “ბაიერნის” ყურადღება მიიპყროს, რომლის მომავალი თავკაცი, კარო ანჩელოტი დიდად აფასებს 23 წლის ვარანს.

ამასთანავე ვარანის გადაბირების სურვილი გამოთქვა “მანჩესტერ იუნაიტედმაც”, რომელიც შესაძლოა ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს, რომელსაც აქამდეც უმუშავია ფრანგთან.

ლიოვი გიოტცეს: “დაფიქრდი, სანამ რამეს გადაწყვეტ და კარლოს შეხვდი”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა მარიო გიოტცეს ურჩია დაფიქრებულიყო, სანამ “ლივერპულის” წინადადებას დათანხმდებოდა და კარლო ანჩელოტისთან ესაუბრა.

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გმირი პოტენციალის მიუხედავად სასტარტოში ადგილის მოპოვებას კვლავ ვერ ახერხებს, მეტიც მას პეპ გვარდიოლა საერთოდ არ ენდობა.

ამას ემატება ისიც, რომ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, რომელთან ერთადაც ის დორტმუნდში ყოფნისას მუშაობდა, მას “ლივერპულში” გადმობარგება შესთავაზა.

მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის არ ქონისა, იოაჰიმ ლიოვმა აღიარა, რომ ის იტალიასთან გასამართ მატჩს სასტარტოში დაიწყებს:”გუშინ მე მას “ბაიერნში” არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ის იტალიასთან მატჩს სასტარტოდან დაიწყებს.

ჩვენ საკმაოდ კარგი საუბარი გამოგვივიდა. “ბაიერნს” მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება, ამიტომაც სანამ რამეს გადაწყვეტს, პირველ რიგში გიოტცე კარლოს უნდა გაესაუბროს.” – განაცხადა ლიოვმა.

ანჩელოტის რჩევა ზიდანს: “რონალდოს თავისუფლება სჭირდება”

კარლო ანჩელოტი თვლის, რომ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია. მაგრამ ფიქრობს, რომ მისი ერთ პოზიციაზე განწესება არასწორი გადაწყვეტილებაა.

“ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია. მასზე უკეთესი ფეხბურთელი გუნდში არასოდეს მყოლია.

ისეთ შემტევ პოზიციაზე თამაში, როგორიც ცენტრ-ფორვარდობაა მისთვის საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ არის. მას თავისუფლება ურჩევნია, უყვარს თავისუფალ ადგილებს შორის გადაადგილება.

კრიშტიანო საკუთარი ადგილის პოვნას ყოველთვის შეძლებს, რაც მისი განსაკუთრებული ნიჭის დამსახურებაა. ის ხშირად მოგვევლინება შეტევის ორივე ფლანგზე, ზოგჯერ შესაძლოა ფლეიმეიკერის როლიც იკისროს. მისთვის ეს ჩვეულებრივი რამ არის.” – განაცხადა ანჩელოტიმ, რომელიც მომავალ სეზონში “რეკორდმაისტერს” ჩაუდგება სათავეში.

ანჩელოტი: ” ფორმაში მყოფი მესის შეჩერება შეუძლებელია”

კარლო ანჩელოტი, რომელიც სეზონის ბოლოს მიუნხენის “ბაიერნს” ჩაიბარებს, თვლის, რომ კატალონიური “ბარსელონას” ლიდერის შეჩერება შეუძლებელია, თუ ის საუკეთესო ფორმაში იმყოფება.

“მესის მეურვეობა ძალიან რთულია. ის მცველი, რომელიც მას მეურვეობს ძალიან მაღალ დონეზე უნდა თამაშობდეს.

მესის შეჩერების საუკეთესო გზა გუნდურად თამაშია, ხაზებს შორის სივრცე უნდა ამოვავსოთ და მათ ბურთის მიღების საშუალება არ უნდა მივცეთ. ამისათვის კი ბევრი ნახევარმცველია საჭირო. ეს მესის შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებებს ამცირებს. ამით ის უფრო ნაკლებად შეძლებს სიტუაციის გამწვავებას.

ყველამ იცის, რომ მას ფლანგიდან უყვარს შემოჭრა და ბურთის მარცხენა ფეხზე გადატანა. თუმცა პრობლემა ის არის, რომ “ბარსელონა” მხოლოდ მესი არ არის. თუ მთლიანად მესიზე იქნები კონცენტრირებული, მაშინ სხვა თავდამსხმელები დაგსჯიან.

მაგრამ თუ მესი 100%-ით მზად არის ფიზიკურად, მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება. მნიშვნელობა არ აქვს რას მოიფიქრებს მწვრთნელი. მესი უზარმაზარი ნიჭის პატრონია, რაც მის დამარცხებას შეუძლებელს ხდის.” – განაცხადა “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა.

ვიდალი: “გვარდიოლას გადაწყვეტილების შესახებ პირველად ტელევიზორიდან გავიგეთ”

მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა, რომელიც სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.

“ამ ძალზედ უცნაური გადაწყვეტილების შესახებ პირველად ტელევიზორიდან გავიგეთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პეპი ტიტულებით გავაცილოთ.” – განაცხადა ვიდალმა  La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

ვიდალმა თავის ყოფილ კლუბთან გასამართ მატჩზეც ისაუბრა: “ძალიან აღელვებული ვარ. ტურინში ვბრუნდები როგორც მათი მეტოქე და არა როგორც მტერი. არ ვიცი როგორ დამხვდებიან ისინი.”