ანჩელოტი: ” ნაკრებს ჩაბარებაზე მაშინ ვიფიქრებ, როცა 71 წლის ვიქნები”

კარლო ანჩელოტი, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ჩაიბარებს მიუნხენის “ბაიერნს”, უახლოეს ათწლეულში იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარებას არ აპირებს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს ოდესმე მაინც მოხდეს.

“ისტორიას თუ დავეყრდნობით, იტალია რუსეთში გასამართი მუნდიალის ფინალში უნდა გავიდეს, ხოლო 2030 წელს  უნდა მოიგოს კიდეც ეს ტიტული.

აძურის” რიგებში კარიერა არიგო საკისთან ერთად დავიწყე და კარგი იქნება თუ ასევე დავასრულებ – 71 წლის ასაკში, ეს შესაფერისი დრო იქნება.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ 2026 წლამდე მაღალ დონეზე უნდა განვაგრძო მუშაობა, შემდეგ კი ნაკრებში მუშაობაზეც დავფიქრდები.”

ანჩელოტის “ბაიერნში” ჩიჩარიტოს მიყვანა სურს

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის “ბაიერნი” მომავალ ზაფხულს ხავიერ ერნანდესის გადაბირებას ეცდება, რომელიც ამჟამად “ლევერკუზენის” ღირსებას იცავს, თანაც საკმაოდ კარგად.

მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალმა მექსიკელი ფორვარდი დაიწუნა და გერმანიაში გაუშვა, ჩიჩარიტომ 21-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა.

Goal-ის ცნობით, მექსიკელი ფორვარდის გადაბირებით პირადად კარლო ანჩელოტია დაინტერესებული, რომელიც ბავარიულ გრანდს სეზონის ბოლოს ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ იტალიელმა სპეციალისტმა მისცა “რეალის” მაისურით თამაშის შანსი ჩიჩარიტოს, მაშინ, როცა 27 წლის შემტევი “მანჩესტერის” ძირითადში მოხვედრას ვერ ახერხებდა.

რობენი: „სამწუხაროა, რომ გვარდიოლა მიდის“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი წუხს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

„სამწუხაროა, რომ გვარდიოლა გუნდს ტოვებს. მისი მომავალი წასვლით გულდაწყვეტილი ვარ. ვნახოთ, ანჩელოტის თავკაცობით საქმეები როგორ გვექნება. ახალ მწვრთნელთან ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება მოგვიწევს.

პეპის გადაწყვეტილების მიუხედავად, წინ კიდევ ნახევარი სეზონი გვაქვს და მისი ხელმძღვანელობით ბევრი ტიტულის მოგება შეგვიძლია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

ანჩელოტის პირველი კომენტარი „ბაიერნის“ თავკაცად დანიშვნის შემდეგ

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ შემდეგ სეზონში მიუნხენის „ბაიერნის“ იტალიელი კარლო ანჩელოტი გაწვრთნის.

„მიუნხენის „ბაიერნის“ გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივი იქნება. კლუბს ნდობისთვის მადლობას ვუხდი.

ახალი გამოწვევის მიღება მიხარია. ამავდროულად ჩემს კოლეგას პეპ გვარდიოლას წარმატებების ვუხურვებ. „Mia san Mia!“, – ციტირებს სპეციალისტს მისი ოფიციალური საიტი.

გვარდიოლა „ბაიერნში“ ანჩელოტის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა

ბოლო დროს ევროპული პრესა მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთNელის პსოტზე კარლო ანჩელოტის დანიშვნის შესახებ წერს, რასაც გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა გამოემხუაბრა.

„ნჩელოტი დიდებული მწვრთNელი და არაჩვეულებრივი ადამიანია. ეს ყვეალფერია, რისი თქმაც შემიძლია. კვირას „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას შევხვდები. მათ ჩემი პოზიცია იციან, რადგან ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია“, – განაცხადა გვარდიოლამ.

ანჩელოტი: „დიდი კლუბის წინადადებას ველი“

კარლო ანჩელოტიმ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად რომელიმე გრანდის წინადადების მოლოდინშია.

„რეალიდან“ გათავისუფლების შემდეგ ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა მესმოდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. ვფიქრობ, ეს უკეთესიცაა, რადგან ამ კლუბშ მწვრთნელებზე დიდი ზეწოლაა, რასაც ახლა ბენტიესის მაგალითზე ვხედავთ.

ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს, ამიტომ ნებისმიერი დიდი კლუბის წინადადებას ველი და ამ მიზნის მიღწევა მსურს.

„მილანის“ წინადადება მქონდა, მაგრამ მაშინ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, ამიტომაც უარი ვთქვი“, – ციტირებს ანჩელოტის „Football-Italia“

ანჩელოტი: „მანჩესტერ იუანიტედში“ მუშაობაზე უარს არავინ იტყოდა“

ცნობილმა იტალიელმა სპეციალსიტმა კარლო ანჩელოტიმ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობაზე უარს არ იტყოდა.

„არცერთი მწვრთნელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობაზე უარს არ იტყოდა. თუმცა, მოდით, ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ ზაფხულს. მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას კონტრაქტს არ გავაფორმებ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ზაფხულში კვლავ მუშაობის სურვილი მექნება. საინტერესო პროექტის შემთხვევაში, ლოდინისთვის მზად ვიქნები“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ევროპული პრესა ანჩელოტის „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით აქტიურად წერს.

ანჩელოტიმ „რეალის“ „ბარსელონასთან“ წაგების მიზეზები დაასახელა

„რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მადრიდელთა „ბარსელონასთან“ ანგარიშით 0:4 წაგებული მატჩი შეაფასა.

„რეალის“ სასტარტო შემადგენლობა კარგი იყო, მოედანზე შესანიშნავი ფეხბრუთელები გამოვიდნენ. გასულ სეზონში ისინი ნამდვილად კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ამ მატჩში მათ გუნდური თამაშის ჩვენება ვერ შეძლეს. მათი პრობლემა სწორედ ამაში გამოიხატება. გუნდი მეტოქის ნახევარზე პრესინგს ცდილობდა, მაგრამ ბურთის დაჭერა ვერ გამოსდიოდა. „ბარსელონა“ ბურთით თავს კომფორტულად გრძნობდა“, – ციტირებს ანჩელოტის გამოცემა „მარკა“.

ანჩელოტის ინგლისში დაბრუნება სურს

კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამწვრთნელო კარიერის განახლებას არ აპირებს. იტალიელმა სპეციალისტმა იქვე ისიც აღნიშნა, რომ ინგლისში დაბრუნების წინააღმდეგ არ არის, სადაც 2009-დან 2011 წლამდე ლონდონის “ჩელსის” თავკაცობდა.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი კლუბის პოვნა. საუკეთესო ვარიანტი ინგლისში დაბრუნება იქნება, თუმცა ამ სეზონში მუშაობის განახლებას არ ვგეგმავ. ახალი კლუბის მოძებნას მომავალი სეზონისთვის ვაპირებ. აუცილებელი არ არის, რომ ეს კლუბი ინგლისური იყოს.

რაც შეეხება “ჩელსის”, ეს გუნდი უმაღლეს დონეზე დაბრუნდება. ფეხბურთელებმა ცოტა კი დაკარგეს საკუთარი თავის რწმენა, მაგრამ ჟოზე მოურინიო ამ დაბრკოლებას გადალახავს”, – ანჩელოტის კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.

 

ანჩელოტი: „ჩელსის“ მოტივაცია აკლია“

იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ თავის ერთ-ერთ ყოფილ გუნდში ლონდონის „ჩელსიში“ არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

„მოურინიოს არ უშვებენ. ხელმძღვანელობამ მისი დატოვება უკვე გადაწყვიტა. დარწმუნებული ვარ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

გასულ სეზონში „ჩელსიმ“ ტიტული ადვილად მოიგო, ამიტომაც ახლა გუნდს მოტივაცია აკლია. მწვრთნელი, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს მოტივაციას უნდა უმატებდეს, თუმცა ამის გაკეთება რთულია, თუ მოთამაშეებს სურილი არ აქვთ. მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისგან დიდი თავდაჯერებულობა იგრძნობა“, – ციტირებს ანჩელოტის „დეილი მეილი“.

ანჩელოტი: „ჩემპიონთა ლიგას პსჟ მოიგებს“

ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატების, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის თაობაზე ჟურნალისტებს თავისი პროგნოზი გაუზიარა.

„ბუნდესლიგას „ბაიერნი“ ძალიან ადვილად მოიგებს. ვაღიარებ, „ბაიერნის“ თამაშები სიამოვნებას არ მანიჭებს, მათში ძალიან ცოტა ბრძოლაა. ამასთანავე, გვარდიოლა დღეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ის ფეხბურთს ასწავლის, თვითონ კი მის გაგებასა და მოგებას სწავლობს.

რაც შეეხება სხვა ჩემპიონატს, ვთვლი, სერია ა-ს ამ სეზონში „რომა“ მოიგებს, პრემიერლიგას – „სიტი“, ლა ლიგას – „რეალი“. პსჟ ყველას გააკვირვებს და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდება, ევრო 2016-ზე კი წარმატებას საფრანგეთის ნაკრები მაიღწევს“, – თვლის ანჩელოტი.

ანჩელოტიმ კრუიფს კიბოსთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა

იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს იოჰან კრუიფს მხარდაჭერა გამოუცხადა. ცნობისთვის, გუშინწინ ჰოლანდიელს ფილტვის კიბო დაუდგინეს.

„საყვარელო იოჰან კრუიფო, შენ ყოველთვის გამარჯვებული იყავი და ახლაც გამარჯვებული გამოხვალ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ!“, – დაწერა ანჩელოტიმ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.