ზაგრების “დინამოს” თავკაცს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზაგრების “დინამოს” აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ ზორან მამიჩს პატიმრობა მიესაჯა. უზენაესმა სასამართლომ მას 4 წლისა და 8 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. 49 წლის სპეციალისტს ბრალად სატრანსფერო მაქინაცია ედება. ამავე საქმეზე 6 წლისა და 5 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მის ძმას ზდრავკო მამიჩს, რომელიც კლუბის სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა. ახლა ის ბოსნიაში იმყოფება. პატიმრობა მიესაჯათ კლუბის ყოფილ დირექტორ დამირ ვრბანოვიჩსა (3 წ.) და საგადასახადო ინსპექტორ მილან პერნარს (3 წ. და 2 თვე).

ზორან მამიჩი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს იღებს და გუნდის თავკაცის პოსტს ტოვებს. “დინამოს” დამირ კრზნარი უხელმძღვანელებს, რომელის სპორტული დირექტორის ფუნქციებსაც შეითავსებს.

შეგახსენებთ, რომ ზაგრების “დინამო” ევროპის ლიგაზე ასპარეზობს და ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ეჯიბრება. წყვილის პირველი შეხვედრა ლონდონელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს.

ლუკა მოდრიჩმა ხუთი წლის გოგონას წერილს უპასუხა

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ხუთი წლის გულშემატკივრისგან თბილი წერილი მიიღო, რაც უპასუხოდ ვერ დატოვა. წერილის ავტორი სელენა ბუნიაი გახლავთ, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული.

“საყვარელო ლუკა, ამ წერილის წერაში ჩემი და მეხმარება, რადგანაც მე ჯერ პატარა ვარ და წერა არ ვიცი. მხოლოდ ხუთი წლის ვარ. როდის გვესტუმრები? მინდა პიკნიკზე დაგპატიჟო და შემდეგ ჩვენ გვეწვიო. ძალიან მიყვარხართ ყველანი, თუმცა შენ განსაკუთრებულად. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. ძალიან მიყვარს შენი თამაშის ყურება, მომწონს ბინძურად რომ არ თამაშობ, როგორც ბევრი სხვა. ყვავილს გაჩუქებ. ჩემს დას სუბა და ვრსალკო უყვარს, დედას – ვიდა. მე კი ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ. შენი სელენა” – ვკითხულობთ წერილში.

ლუკას საპასუხო წერილში კი ვკითხულობთ: “ძვირფასო სელენა, მივიღე შენი ლამაზი წერილი, რომელმაც ძალიან გამაბედნიერა. შენ ჩემსა და ნაკრების გამო ძალიან ღელავდი, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ შენნაირი კეთილი ფანებისთვის. სწორედ თქვენნაირი გულშემატკივრებისთვის ვიბრძვით ბოლომდე. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ, რომ თქვენ ჩვენს გვერდით ხართ! სუბამ და შიმემ შენს დას მოკითხვა შემოუთვალეს, ვიდამ – ედას. მე კი საუკეთესო სურვილებით გემშვიდობები. შენი ლუკა მოდრიჩი.”

პრემიერ ლიგის ყოფილი მსაჯი: “ხორვატიის კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო”

პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილების მქონე არბიტრი დერმოტ გალაგერი მიიჩნევს, რომ ხორვატიის კარში პენალტის დანიშვნით მუნდიალის ფინალური მატჩის მთავარმა მსაჯმა დიდი შეცდომა დაუშვა.

როგორც იცით, აღნიშნული პენალტი არგენტინელმა პიტანამ მაშინ დანიშნა, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 1-1 იყო. მიზეზი ხელით თამაში იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საჯარიმოში მყოფი პერიშიჩს მხედველობის არეალს ბლაიზე მატუიდი უბლოკავდა.

“ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ბურთი ძალიან, ძალიან ახლოს იყო მასთან, თანაც თავდამსხმელის თავიდან მივიდა.

ბურთი უბრალოდ მოხვდა მას – პერიშიჩს განზრახ თამაში არ უნდოდა, ბურთისკენ არ გაუწევია ხელი. წესის თანახმად პენალტი არ უნდა დანიშნულიყო,” – აცხადებს დერმოტი.

ჟოზე მოურინიომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფავორიტი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფინალში ფავორიტად საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს მიიჩნევს.

“ფავორიტი, რა თმა უნდა, საფრანგეთია. თუმცა, ყოველთვის ამბობენ, რომ ფინალს ფავორიტი არ ჰყავს. ასეთ მატჩში ორივე გუნდი აუცილებლად მოსაგებად უნდა გავიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ხორვატებს ასეთი დამოკიდებულება ექნებათ.

დამატებითი ერთი დღე ფრანგების მარაგში, შესაძლოა, ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მაგრამ ხორვატებს ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ – ლუკა მოდრიჩი, მარიო მანძუკიჩი, ივან პერიშიჩი. მათ მოგების ყველანაირი შანსი აქვთ.

ვფიქრობ, რომ თანაბარ თამაშს ვიხილავთ. თამაში თუ გაიხსნება, ხორვატიას ნაკლები შანსი ექნება. მაგრამ მჯერა, რომ ხორვატების მებრძოლი სული ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად,” – აცხადებს მოურინიო.

რაკიტიჩი: “თუ მოვიგებთ, ამას შუბლზე აღვინიშნავ, მაგრამ ჯერ მეუღლეს დავეკითხები”

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ ივან რაკიტიჩი საკმაოდ საინტერესო პირობას დებს. ამ უკანასკნელის თქმით, მუნდიალის მოგების შემთხვევაში, ამ მოგებას შუბლზე აღინიშნავს.

კითხვას, აპირებდა თუ არა ტატუს გაკეთებას, მან ასე უპასუხა:”შუბლზე! თუ მოვიგებთ, ამ გამარჯვებას შუბლზე აღვინიშნავ, იქ ამისთვის დიდი ადგილია, როგორც ხედავთ! მაგრამ ჯერ ჩემს მეუღლეს უნდა დავეკითხო.

ვგრძნობ, რომ ჩვენ ათასობით ფანი გვიგულშემატკივრებს. წერილებს ვღებულობ არგენტინიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ფანტასტიკური გრზნობაა.

ფინალში გასვლა დავიმსახურეთ, გვინდა მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგი მისაღწევად,” – აცხადებს რაკიტიჩი.

კარიკატურა: ფეხბურთი ახალ სახლს ეძებს

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ ინგლისი, ანუ ის ქვეყანა გამოთიშა ტურნირს, რომელშიც ფეხბურთი დაიბადა.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

 

ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

რუსეთში მიმდინარე 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. საფრანგეთის ნაკრების მიერ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივრებმა ძალიან დაძაბული ნახევარფინალური მატჩი იხილეს ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებების მონაწილეობით.

მატჩის პირველი ნახევარი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში შეხვედრის მეხუთე წუთზე ტრიპიერმა გახსნა, რის შემდეგაც “სამმა ლომმა” გარეთ საუთგეიტისგან მკაცრი და კონკრეტული დარიგება მიიღო – ინგლისის ნაკრებმა პრაგმატული ფეხბურთის თამაში დაიწყო.

მატჩის მეორე ნახევარში გაცილებით უფრო გააქტიურდნენ ხორვატები. პერიშიჩმა 68-ე წუთზე შეძლო საკუთარი გულშემატკივრების გოლით გახარება, რამაც ინგლისის ნაკრებში ქაოსი გამოიწვია. ხშირი იყო ბრიტანელთა შეცდომებიც, თუმცა ძირითადმა დრომ გამარჯვებულის ვინაობა მაინც ვერ გამოავლინა.

პირველი დამატებითი ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო წუთს ბრწყინვალე მომენტი შეექმნა მანძუკიჩს, მაგრამ პიკფორდს ვერ აჯობა. თუმცა ამ უკანასკნელმა 109-ე წუთზე ვეღარ შეძლო კიდევ ერთხელ გადარჩენა საკუთარი ნაკრების – გოლი მანძუკიჩის ანგარიშზეა.

მსოფლიოს ჩემპიონატი
ნახევარფინალი
ხორვატია – ინგლისი 2-1 (0-1; 1-1)
გოლები: პერიშიჩი 68′ მანძუკიჩი 109′ – ტრიპიერი 5′

ზღაპარი დასრულდა: რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატს ხორვატიამ გამოთიშა! (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს რუსეთი და ხორვატია დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ულამაზესი დარტყმით დენის ჩერიშევმა 31-ე წუთზე მოახერხა. თუმცა, ზუსტად რვა წუთში ანდრეი კრამარიჩმა გაათანაბრა. მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები. ხორვატიამ ისევ გაუტანა, ამჯერად, 101-ე წუთზე. გოლის ავტორი ხორვატთა ფეხბურთელი, დომაგოი ვიდა გახდა. თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა – 115-ე წუთზე მარიო ფერნანდეშმა თავური დარტყმით გაათანაბრა.

ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც ხორვატებმა ანგარიშით, 4-3 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია 11 ივლისს, ოთხშაბათს ინგლისს დაუპირისპრიდება. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

მოდრიჩი: “მთელი დილა იმას ვსწავლობდი, როგორ გამეტანა შმეიხელისთვის პენალტი”

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ხორვატიამ დანიას სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 116-ე წუთზე, მაშინ, როცა ანგარიში 1-1 იყო, ლუკა მოდრიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა – მას კასპერ შმეიხელმა კუთხე გამოუცნო. ამის შემდეგ, მატჩი პენალტების სერიაში გადავიდა და ხორვატთა გამარჯვებით დასრულდა.

მეოთხედფინალისტი გუნდის კაპიტანმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“ურთულესი მატჩი გამოვიდა. დიდი ბარიერის გადალახვა მოგვიწია, რომ მეტოქე დაგვემარცხებინა. ჩემთვის მტკივნეული იყო ტერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა, რადგან მთელი დილა იმას ვსწავლობდი, როგორ გამეტანა შმეიხელისთვის პენალტი,” – ამბობს მოდრიჩი.

 

ხორვატიამ დანია დაამარცხა და მეოთხედფინალში რუსეთის ძლევას შეეცდება (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ხორვატია დანიას დაუპირისპირდა.

ანგარიში პირველ წუთზე მატიას იორგენსენმა გახსნა, თუმცა ზუსტად სამ წუთში მარიო მანძუკიჩმა გაათანაბრა. ამის შემდეგ ძირითად დროში აღარაფერი შეცვლილა. მეორე დამატებით ტაიმში იორგენსენმა ცარიელი კარის წინ მეტოქეზე იუხეშა და ყვითელი ბარათი დაისმახურა. დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც 116-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა ვერ გამოიყენა.

დაპირისპრიება პენალტების სერიით გაგრძელდა, რომელიც ხორვატებმა ანაგრიშით, 3-2 მოიგეს. ისინი მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მატეო კოვაჩიჩი: “ერიკსენი? ჩვენ მესი შევაჩერეთ”

მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ პრესასთან საუბრობს. აღნიშნულ ეტაპზე ხორვატები დანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

“კრისტიან ერიკსენი – ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. “ტოტენჰემში” მან საკუთარი შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინა. ყველამ იცის, რამდენად საშიშია მისი დარტყმები.

ძალიან ფრთხილად და დაკვირვებულად უნდა ვეთამაშოთ მეტოქეს. მაგრამ ჩვენ უკვე შევძელით არგენტინელების დამარცხება და ზუსტად იგივეს გავაკეთებთ ერიქსენის შემთხვევაშიც,” – აცხადებს კოვაჩიჩი.

ხორვატიისა და დანის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს 1 ივლისს, თბილისის დროით 22 საათზე დაუპირისპირდებიან.

ხორვატიის დასუსტებულმა გუნდმა ისლანდია დაამარცხა (ვიდეო)

მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის D ჯგუფი ძალიან საინტერესო გამოდგა და ბოლო მომენტამდე ოთხივე გუნდს ჰქონდა მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვების შანსი.

მართალია, ხორვატებს უკვე განაღდებული ჰქონდათ მერვედფინალებში თამაში და დასუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ, მაგრამ მაინც შეძლეს მოტივირებული ისლანდიელების დამარცხება.

ანგარიში ბადელმა შეხვედრის 53-ე წუთზე გახსნა, რასაც ისლანდიელთა მხრიდან სიგურდსონმა უპასუხა თერთმეტმეტრიანის საშუალებით. გადამწყვეტი გოლი კი შეხვედრის 90-ე წუთზე პერიშიჩმა გაიტანა,

მსოფლიოს ჩემპიონატი
D ჯგუფი (3 ტური)
ხორვატია – ისლანდია 2:1 (0:0)
გოლები: ბადელი 53′, პერიშიჩი 90′ – სიგურდსონი (პენ’) 76′