კიტეიშვილი: “არ გვეშინია იმ გუნდის, რომელიც ევროტურნირებზე ხშირად ხვდება!”

ხვალ “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართება. თავის მატჩს გამართავს თბილისის “დინამო”, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ქართული გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს, ოთარ კიტეიშვილს და ნახსენებ თამაშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ  ზაგრების “დინამო” ძალიან რთული მეტოქეა. ისინი ბოლო წლებში ხშირად თამაშობენ ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენ მათი არ გვეშინია!  გვაქვს ჩვენი თავის იმედი. გპირდებით, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. მოკლედ, არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა კოლექტივს არ აქვს.”

“რაც შეეხება ფიზიკურ ფაქტორს… ამ მხრივ არის რაღაც ტრავმები, მაგრამ გვაქვს იმის რესურსი, რომ დანაკლისი სრულიად შევავსოთ და ნახსენები პრობლემა გუნდის ასპარეზობაზე ოდნავადაც არ აისახოს.”

“მთავარი მიზანი პირველ შეხვერდაში არწაგება იქნება. ყველაფერი კი თბილისში გადაწყდება,” – განაცხადა ახალგაზრდა “დინამოელმა”.

“ბაიერნი” ჩორლუკას 7 მილიონად დაიმატებს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა “ტოტენჰემის” ყოფილ მცველთან, ვედერან ჩორლუკასთან შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას ხორვატული მედია ავრცელებს.

ხორვატული გამოცემა VeCernji გვატყობინებს, რომ 30 წლის ფეხბურთელის გადასაბირებლად “ბაიერნს” სულ რაღაც 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს მოსკოვის “ლოკომოტივისთვის”, სადაც ეს ფეხბურთელი ამ დროისთვის ირიცხება.

მაგრამ გერმანული ტაბლოიდი, TZ უარყოფს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბუნდესლიგის ჩემპიონმა მსგავსს შეთანხმებას მიაღწია.

ჩორლუკამ ევრო 2016-ზე მართლაც რომ ბრწყინვალედ იასპარეზა. მან ხორვატიის ნაკრების ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

10 ფაქტი ევრო 2016-ის შესახებ, რომელიც არ იცით

უკვე დასრულდა ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი და მრავალი რეკორდიც დამეხო. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, რომლისთვისაც ყურადღება არ მიგიქცევიათ …


პეტრ ჩეხს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უკვე 21 გოლი აქვს გაშვებული. მასზე მეტი არც ერთ მეკარეს არ გაუშვია. ბოლოს ეს რეკორდი პიტერ შმეიხელს ეკუთვნოდა, რომელსაც 20 გოლი ჰქონდა გაშვებული.


ჩრდილო ირლანდიასთან მატჩში გერმანელების ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 79 %-ს შეადგენდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1980 წლის შემდეგ.


ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უკრაინა პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 5 მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა.


ემრე მორი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევრო 2016-ზე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და მესამე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში (ენცო შიფოსა (1984) და უეინ რუნის შემდეგ (2004) – ის 18 წლის და 332 დღის არის.


ალვარო მორატას მარცხი ხორვატიის წინააღმდეგ იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა მის კარიერაში, როცა მან დიდი ტურნირის მასშტაბით გოლის გატანა მოახერხა და მისმა გუნდმა წააგო. ბოლოს ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ბარსელონასთან” მოხდა.


პორტუგალიასთან მატჩში, ისლანდიელებმა ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირეს 1980 წლის შემდეგ, იმ გუნდებს შორის რომლებთაც ამ მატჩში არ წაუგიათ..


ზოლტან გარა გახდა მეორე ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა (37წ. 61 დღე) – ის ივიჩა ვასტიჩს ჩამორჩება (ავსტრია Vs პოლონეთი – 2008 წლის ივნისი – 38 წლის და 256 დღის).


გარეთ ბეილი პირველი ფეხბურთელია ტომას ჰასლერის შემდეგ (1992), რომელმაც ევროპის ერთ ჩემპიონატში ორი ჯარიმის გატანა მოახერხა.


ხორვატიასთან განცდილი მარცხი ესპანეთის ისტორიაში პირველი იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში დაწინაურებული იყო, თუმცა წააგო.


ბელგიამ ირლანდიასთან მეორე გოლის გასატანად 28 გადაცემა გააკეთა. 1980 წლის შემდეგ მსგავსი რამ არ მომხდარა.

მოდრიჩი: “ევრო 2016-ის პირველ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ექნება”

ხორვატთა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრე საკუთარი ნაკრების შანსებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ხორვატია D ჯგუფში, ესპანეთის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იმყოფება.

“ვფიქრობ, რომ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. თავდაპირველად თურქეთთან გვიწევს თამაში, შემდეგ ჩეხეთთან, ბოლოს კი ესპანეთთან.

ვთვლი, რომ პირველი მატჩის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება. თუ გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ, ჩვენი შანსები ძალიან გაიზრდება.

ესპანეთთან კი ისეთივე რთული იქნება, როგორც ყოველთვის. ესპანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფური ეტაპის გადალახვაა. მინდა, რომ ნაკრებთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიო.”

ანტე ჩაჩიჩმა ევროპის ჩემპიონატისათვის ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტე ჩაჩიჩმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისათვის შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: დანიელ შუბაშიჩი, ლოვრე კალინიჩი, ივან ვარგიჩი, დომინიკ ლივაკოვიჩი;

მცველები: დარიო სრნა, ვედრან ჩორლუკა, ვიდა, ივან სტრინიჩი, გორდონ შილდენფელდი, სიმე ვრსალკო, ტინ ედვაი, ჩალეტა-ცარი;

ნახევარცმველები: ლუკა მოდრიჩი, ივან რაკიტიჩი, ივან პერიშიჩი, მატეო კოვაჩიჩი, მილან ბადელიი, მარსელო ბროზოვიჩი, ალენ ჰალილოვიჩი, მარკო როგი, ანტე სორიჩი, დომაგოი ანტოლიჩი;

თავდამსხმელები: მარიო მანჯუკიჩი, ნიკოლა კალინიჩი, ანდრეი კრამარიჩი, მარკო პიაჩა, დუჟე კოპი;

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ხორვატიას ესპანეთის, თურქეთისა და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებებთან მოუწევს ურთიერთობების გარკვევა.

73 წლის გულშემატკივარმა მსაჯი ხის ხელკეტით სცემა

ხორვატიის მესამე დივიზიონის შეხვედრაში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

“პრიმორაკსა” და “ჰრვაცეს” შორის გამართული მატჩის (2:0) მიმდინარეობისას ერთ-ერთი გულშემატკივარი მსაჯს თავს დაესხა. 73 წლის მამაკაცმა არბიტრ ანტონიო კრისტოს თავში ხის ხელკეტი ჩაარტყა, რის შემდეგაც მსაჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ რეფერი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.

თავდამსხმელი მაშინვე დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, გულშემატკივარი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.

 

რაკიტიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი 2015 წლის საუკეთესო ხორვატ სპორტსმენად დასახელდა. 27 წლის ნახევარმცველი თავისი კლუბის მატჩის გამო დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო, თუმცა ორგანიზატორებს წერილი გაუგზავნა.

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ჩემთვის ეს პრიზი რამდენს ნიშნავს. 2015 წელი „ბარსელონასთვისა“ და ხორვატიის ნაკრებისთვის ბრწყინვალე გამოდგა. იმედია, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებასაც შევძლებ“, – დაწერა რაკიტიჩმა.

ხორვატიის ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს

ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტე ჩაჩიჩი დაინიშნა.

61 წლის სპეციალისტმა ნიკო კოვაჩი შეცვალა. ჩაჩიჩი ხორვატიის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

ანტე ჩაჩიჩი მანამდე ზაგრების “ლოკომოტივას” თავკაცობდა.

 

ხორვატია თავკაცის გარეშე დარჩა

ევრობასკეთის 1/8 ფინალში ჩეხეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა თავისი პოსტი დატოვა.

გარდა ამისა, პერასოვიჩმა ფიბას საბერძნეთის ნაკრებისადმი განსაკუთრებულ სიმპატიაში დასდო ბრალი. საქმე იმაშია, რომ ბერძნებს ზაგრებიდან ლილში ჩასვლის უფლება საკუთარი ჩარტერული რეისით მიეცათ, მაშინ, როდესაც ხორვატია, საქართველო და სლოვენია ფიბას ჩარტერული რეისით მხოლოდ შაბათს ღამით გაფრინდნენ. აქედან გამომდინარე, С ჯგუფის სხვა გუნდებთან შედარებით, საბერძნეთს დასვენების მეტი საშუალება მიეცა.

შეგახსენებთ, რომ პერასოვიჩი ხორვატიის ნაკრებს სათავეში მარტში ჩაუდგა, მისი კონტრაქტი კი ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე მოქმედებდა.

ჩეხეთმა ხორვატია გაანადგურა (ვიდეო)

ევრობასკეტის 1/8 ფინალში ჩეხეთის ნაკრებმა ხორვატია სოლიდური ანაგრიშით 80:59 დაამარცხა. გამარჯვებულებმა უპირატესობა შეხვედრის დასაწყისშივე მოიპოვეს და ბოლო ემოთხედის წინ 22 ქულით იგებდნენ. ბოლო ათ წუთში ხორვატებმა მეტოქის უპირატესობა ცამეტ ქულამდე შეამცირეს, თუმცა მეტის გაკეთება ვერ მაოხერხეს.

სათქმელია, რომ ჩეხეთის რიგებში ერთდროულად ორი მოთამაშე დაბ-დაბლით გამოირჩა – ტომაშ სატორანსკიმ 10 ქულა და 11 პასი მიითვალა, იან ვესელას მონაგარმა კი 20 ქულა და 13 მოხსნა შეადგინა. ხორვატიის მხრიდან 12 ქულით საუკეთესო ბოიან ბოგდანოვიჩი იყო.

ხორვატია – ჩეხეთი – 59:80 (13:20, 18:28, 12:17, 16:15)

ხორვატია: ბოგდანოვიჩი (12 ქ.), უკიჩი (10 ქ. 5 პ.), ხეზონია (10 ქ. 9 მ.), სიმონი (9 ქ.), სტიპჩევიჩი (8 ქ.), შარიჩი (4 ქ. 8 მ. 4 პ.), ბილანი (4 ქ.), ზორიჩი ( 2 ქ.)

ჩეხეთი: ვესელი (20 ქ. 13 მ.), იელინეკი (13 ქ.), შილბი (12 ქ.)), ბენდა (11 ქ. 3 პ.), სატორანსკი (10 ქ. 11 პ. 5 მ. 3 ჩ.), აუდა (9 ქ.), ბარტონი (3 ქ.), ველში (2 ქ. 8 პ.)

ხორვატიასთან მატჩისთვის ქართველთა განაცხადი ცნობილია

დღეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საშა ჩივაძემ ხორვატიასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩისთვის თავისი განაცხადი დაასახელა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ოთარ გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ბექა ქურდაძე („საბურთალო“)

მცველები: გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ჯემალ ტაბიძე („გენტი“, ბელგია),, დავით უბილავა (თბილისის „ლოკომოტივი“), ოთარ კაკაბაძე, გიორგი თევზაძე (ორივე თბილისის „დინამოდან“), ნიკა სანდოხაძე („სამტრედია“), ლაშა დვალი (თავისუფალი აგენტი)

ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი პაპუნაშვილი („ვერდერი“, გერმანია), გურამ გოშთელიანი, გიორგი ხარაიშვილი (ორივე „საბურთალოდან“), დაჩი ცნობილაძე, ავთო ენდელაძე (ორივე „სამტრედიადან“), მათე ცინცაძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე თბილისის „დინამოდან“)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“), მათე კვირკვია (გორის „დილა“), გიორგი ფანცულაია („საბურთალო“)

ხორვატები ბოდიშს იხდიან: “ეს მთელი ხორვატიის სირცხვილია”

როგორც გაცნობეთ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას “პოლიუდის” მოედანზე ნაცისტური სიმბოლო სვასტიკა გამოჩნდა.

მომხდარის გამო ხორვატები ბოდიშს იხდიან.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ტომისლავ პასაკმა განაცხადა, რომ ეს მთელი ხორვატიის სირცხვილია.

“ეს საბოტაჟი და დანაშაულია. ჩვენ სამართალდამცველებისგან ფაქტის გამოძიებას ვითხოვთ. ეს არამხოლოდ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის, არამედ მთელი ხორვატიის სირცხვილია.

როგორც გავიგეთ, ეს სიმბოლო მატჩამდე 24-48 საათით ადრე დახაზეს და მატჩის მიმდინარეობისას უნდა გამოჩენილიყო. ბოდიშს ვუხდით ფანებს, რომლებიც შეხვედრას ტელევიზიის საშუალებით ადევნებდნენ თვალყურს, ბოდიშს ვუხდით ორივე გუნდსა და ჩვენს იტალიელ სტუმრებს”, – განაცხადა ტომისლავ პასაკმა.

Swastika 2

სვასტიკა შესვენების დროს შეამჩნიეს.

ფაქტს ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავორ შუკერიც გამოეხმაურა.

“ეს ჩვენი ერთ-ერთი პრობლემაა და ამის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ. ამ საკითხზე შაბათს ვიმსჯელებთ, ძალიან გაბრაზებული ვარ”, – ციტირებს შუკერის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და იტალიის ეროვნულ გუნდთა შორის გამართული მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა, რადგან ხორვატებს ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ქომაგების მხრიდან გამოვლენილი რასისტული ქცევის გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდათ.