„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრიანტმა დღეს გამთეენიისას კარიერაში დაგროვებული ქულების რაოდენობით მაიკლ ჯორდანს გაუსწრო. ამით კობი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების სიაში მესამე ადგილზე ავიდა, მასზე წინ მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარი და კარლ მელოუნი არიან.
ჯორდანის შედეგს „შავმა მამბამ“ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ მატჩის (100:94) მეორე მეოთხედში მიაღწია, როდესაც ორი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ამჟამად ბრაიანტის კარიერული მაჩვენებელი 32 292 ქულას შეადგენს.