მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში შვეიცარია კოსტა-რიკას დაუპირისპირდა.
მატჩში ანგარიში 31-ე წუთზე ბლერიმ ჯემაილიმ გახსნა.მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე კენდალ უოსტონმა გაათანაბრა. თუმცა, 88-ეზე იოსიპ დრმიჩმა ევროპელები კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ. შეხვედრის მესამე დამატებულ წუთზე ბრაიან რუისმა თერთმეტმეტრიანი დაარტყა შვეიცარიელების კარში – ბურთი ჯერ ხარიხას, შემდეგ კი მეკარეს მოხვდა და გოლი ისე გავიდა. საბოლოოდ თამაში, ნაგარიშით, 2-2 დასრულდა.
ამ ფრის შემდეგ შვეიცარიას ხუთი ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილით გავიდა მერვედფინალში, სადაც ის შვედეთს დაუპირისპირდება. რაც შეეხება კოსტა-რიკას, მან ერთადერთი ქულა აიღო და ტურნირს დაემშვიდობა.