ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ დახვდნენ სამშობლოში მუნდიალიდან დაბრუნებულ კოსტა რიკელ ფეხბურთელებს.
ჭდე: კოსტა-რიკა
რუუდ ვან ნისტელროის რეაქცია ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებაზე
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრები, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა რუუდ ვან ნისტელროის ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებაზე.
რა გააკეთა გაბრაზებულმა სილესენმა წუხანდელი შეცვლის შემდეგ
როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ევროპელებმა 4:3 იმარჯვეს და ნახევარფინალური რაუნდის საგზური მოიპოვეს.
მატჩის 119-ე წუთზე ჰოლანდიელთა თავკაცმა ლუი ვან გაალმა მეკარე იასპერ სილესენი ტიმ კრულით ჩაანაცვლა, რამაც ძირითადი კიპერის გაღიზიანება გამოიწვია. სათადარიგო ფეხბურთელთა შორის გადანაცვლებულმა სილესენმა ბრაზისგან წყლის ბოთლებს ფეხიც მიარტყა. ტიმ კრულს რაც შეეხება, მან დაკისრებულ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა, ორი დატყმული მოიგერია და ჰოლანდიის ნაკრებს ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოუპოვა.
მატჩის შემდეგ სილესენმა ბოდიში მოიხადა:
„მატჩის დასრულებისთანავე ფრანკ ჰუკს (მეკარეების მწვრთნელი) მოვუბოდიშე. ბოდიშს მთელ გუნდს მოვუხდი. ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. ეს მართებული ცვლილება იყო, ტიმმა ფანტასტიურად ითამაშა“.
ფაქტზე კომენტარი გააკეთა ვან გაალმაც:
„ეს ჯერ კიდევ მატჩამდე გვქონდა დაგეგმილი. ნაკრების თითოეულ წევრს კონკრეტული დავალება აქვს. ჩვენს გუნდში პენალტების მოგერიების მხრივ კრული საუკეთესოა. მატჩამდე სილესენს არაფერი არ ვუთხარით, რათა ამას მასზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა“.
აი, ფაბიო კანავაროს კი ვან გაალის საქციელი არ მოეწონა:
„ვიცი, რომ ამ ცვლილების შემდეგ ვან გაალზე ყველა ისე ისაუბრებს, როგორც ლეგენდაზე, მაგრამ პირადად მე ასეთი რაღაცები არ მომწონს. ეს სილესენის მიმართ უპატივცემულობაა. რომელ მეკარეს დააყენებს მომდევნო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში? სილესენს უკვე ეცოდინება, რომ მწვრთნელი მას 100 პროცენტით არ ენდობა“.
მეკარის შეცვლაზე კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმაც, რომელმაც კრულის სტატისტიკა მოიხმო:
„ვან გაალმა მეკარე მხოლოდ პენალტების სერიის გამო შეცვალა. სილესენის შეცვლა მისი გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ ის თუ მაინც იცის, რომ „ნიუკასლის“ შემადგენლობაში კრულმა ოციდან მხოლოდ ორი პენალტი მოიგერია?!“
ასეა თუ ისე, ვან გაალის შეცვლამ გაამართლა, ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა მუნდიალის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.
კოსტა-რიკაში ფეხბურთის ყურებისას სამი ადამიანი დაჭრეს
მასობრივი შეტაკებების შედეგად კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსეში სამი ადამიანი დაჭრეს.
ათასობით კოსტარიკელი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მუნდიალის მეოთხედფინალური მატჩის საყურებლად შეიკრიბა, რომელშიც მათი ეროვნული გუნდი ჰოლანდიის ნაკრებს ხვდებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი. მასობრივი ჩხუბის შედეგად ორი ადამიანი დანით არის დაჭრილი, ხოლო ერთს ბოთლით მიაყენეს ჭრილობა.
შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიაში შეხვედრა ჰოლანდიელებმა მოიგეს.
კოსტარიკული ზღაპრის დასასრული
ლუი ვან გაალის გუნდმა ნახევარფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა.
შეხვედრა ჰოლანდიელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმის შუა წუთებისთვის საკმაოდ დიდ ტერიტორიულ დომინირებაში გამოიხატებოდა. ნავასის კართან მომენტები უხვად არ იქმნებოდა, თუმცა კოსტარიკელი კიპერი საქმის გარეშე არ რჩებოდა.
კოსტარიკელები დაცვაში საკმაოდ ფრთხილად მოქმედებდნენ და იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ბურთის მოპოვებას ახერხებდნენ, მასთან საკმაოდ აკურატულადაც მოქმედებდნენ.
მეორე ნახევარში თამაშის სურათ არ შეცვლილა. ჰოლანდიელები ბურთს ათამაშებდნენ, კოსტარიკელები კი ითმენდნენ. თუმცა, გარკვეულ ეპიზოდებში კოსტა-რიკა უფრო აქტიურიც კი იყო. პინტოს გუნდი პრესინგს მეტოქის ნახევარზე მიმართავდა, რაც ორი კარგი შეტევის საწინდარიც გახდა.
მექსიკელებთან მატჩის მსგავსად ჰოლანდიამ მე-80 წუთის შემდეგ საგრძნობლად მოუმატა. თუმცა, დამატებითი დრო მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა.
ექსტრა-ტაიმის და მთლიანად კოსტა-რიკის გმირი გახდებოდა ურენია 117-ე წუთზე შექმნილი მომენტი რომ გოლად ექცია. თუმცა, ჰოლანდიელები სილესენმა გადაარჩინა. ჰოლანდიელებმა კოსტა-რიკას სნეიდერის დარტყმით უპასუხეს, რომელიც ხარიხამ მოიგერია.
დამატებითი დროის დასრულებამდე ერთი წუთი რჩებოდა, როდესაც ლუი ვან გაალმა გადამწყვეტი ცვლილება განახორციელა და სილესენის ნაცვლად მეორე მეკარე, ტიმ კრული შეიყვანა მოედანზე. სწორედ მისი ორი მოგერიებული პენალტით მოიპოვეს ჰოლანდიელებმა ნახევარფინალის საგზური, სადაც არგენტინასთან გაარკვევენ ურთიერთობას. კოსტარიკული ზღაპარი კი ამ დრამატული მარცხით დასრულდა.
ჰოლანდია — კოსტა რიკა (მატჩის გმირი)
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ევროპელებმა 4:3 იმარჯვეს და ნახევარფინალური რაუნდის საგზური მოიპოვეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკელთა მეკარე კეილორ ნავასი დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან. შეგახსენებთ, რომ ნავასი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ერთი კვირის წინათ გამართული მატჩის გმირიც გახდა.
ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.
ჰოლანდია – კოსტა-რიკა 0:0 (პენ. 4:3)
დაძაბული გამოდგა ბლო 1/4 ფინალური მატჩი ჰოლანდიასა და კოსტა-რიკას შორის. უგოლო ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ მატჩის და ნახევარფინალის საგზურის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო ზუსტები ჰოლანდიელები აღმოჩნდნენ.
პრევიუ: ჰოლანდია – კოსტა-რიკა
კოსტა-რიკა მორიგი სენსაციის მოლოდინში ჰოლანდიას დაუპირისპირდება.
ჰოლანდიის და კოსტა-რიკის წყვილი ალბათ ერთადერთი მეოთხედფინალური დუელია, სადაც ფავორიტი ვინაობა ნათელია. კოსტარიკელებისთვის 8 საუკეთესოში მოხვედრა წარმოუდგენლად დიდი მიღწევაა, ხოლო ჰოლანდიელებისგან ასეთ შედეგს ყოველთვის ითხოვენ.
დღევანდელ შეხვედრაში ჰოლანდიას დე იონგი ვერ დაეხმარება. მის შემცველელებად დე გუზმანი და ბლინდი მოიაზრებიან. ძირითადში მოსალოდნელია მარტინს ინდის დაბრუნებაც.
კოსტა-რიკას დისკვალიფიკაციის გამო დუარტე დააკლდება. მის ადგილზე პრეტენზიას აკოსტა და მილერი აცხადებენ, თუმცა ამ უკანასკნელს გუშინ მცირე ტრავმა ჰქონდა. ხორხე ლუის პინტოს დანარჩენი მოთამაშეები სრულ მზადყოფნაში არიან. მართალია, მიკროტრავმის გამო ბოლო ვარჯიში გამოტოვა კოსტა-რიკის მეკარე ნავასმა, მაგრამ მის თამაშს საფრთხე არ ექმურება. სხვათა შორის, ნავასმა მიმდინარე მუნდიალზე მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჰოლანდია: სილესენი – დე ვრეი, ვლაარი, მარტინს ინდი – იანმაატი, დე გუზმანი, ბლინდი, კუიტი – სნეიდერი – რობენი, ვან პერსი.
კოსტა-რიკა: ნავასი – გამბოა, უმანია, ჰონსალესი, აკოსტა, დიასი – რუისი, ბორხესი, ტეხედა, ბოლანიოსი – კემპბელი.
ევროპაბეთის კოეფციენტები აღნიშნულ მატჩზე:
კოსტარიკელი მეკარე ჩოგბურთის ბურთებსაც იგერიებს
კოსტა-რიკის ნაკრების მეკარე კეილორ ნავასი საფეხბურთო ფურთების გარდა, ჩოგბურთის ბურთებსაც იგერიებს.
კოსტა-რიკა – საბერძნეთი 1:1 (პენ. 5:3)
დრამატული გამოდგა კოსტა-რიკასა და საბერძნეთს შორის გამართული 1/8 ფინალური შეხვედდრა.
საკმაოდ თანაბარ შეხვედრაში გადამყვეტი უპირატესობის მოპოვებს გუნდები ვერ ახერხებდნენ. კოსტარიკელებიც და ბერძნებიც ფრთხილ თამაშს ანიჭებდნენ უპირატესობას.
ანგარიში 52-ე წუთზე რუსის დარტყმის შემდეგ გაიხსნა. კოსტარიკელთა ლიდერმა საკმოდ სუსტად დაარტყა, თუმცა ბერძნების მეკარემ ბურთზე რეაგირება ვერ მოახერხა – 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ ბერძნებმა შეტევა მიტროღლუს და გეკასის გამოსვლით გააძლიერეს. შეხვედრაში დიდი როლი ითამაშა დუარტეს გაძევებამ. კოსტა-რიკის დაცვის ლიდერმა მეორე ყვითელი 66-ე წუთზე მიიღო, რის შემდეგაც ბერძნების პირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.
თუმცა, ანგარიშის გათანაბრება სანტუშის შეგირდებმა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე პაპასტატოპულოსის გოლით მოახერხეს და შეხვედრა ოვერ-ტაიმში გადაიყანეს, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. ფეხბურთელები თავიდან ზუსტად ურტყამდნენ, თუმცა ბერძნების მოთხე ცდაზე გეკასის დარტყმის მოგერიება ნავასმა მოახერხ, რის შემდეგ კოსტარიკელმა უმანიამ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი 1/4-ფინალში გაიყვანა. კოსტარიკული ზღაპარი გრძელდება.
კოსტა რიკა — საბერძნეთი (მატჩის გმირი)
ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკული გუნდების დომინაცია გრძელდება. ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ხორხე ლუის პინტოს გუნდმა 5:3 იმარჯვა და მეოთხედფინალურ რაუნდზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკელთა მეკარე კეილორ ნავასი დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი თეოფანის გეკასის დატყმული მოიგერია.
ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკა ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.
პრევიუ: კოსტა-რიკა – საბერძნეთი
ამ წყვილის გამარჯვებული 1/4 ფინალში გასვლის შემდეგ მუნდიალის მთავარ მოულოდნელობად იქცევა.
1/8 ფინალში აღნიშნული წყვილის ნახვას ალბათ არავინ არ ელოდა. კოსტა-რიკა სიკვდილის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო საბერძნეთის შანსები ბოლო ტურში მინიმალური იყო.
ორივე გუნდი დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩევა. თამაშის ასეთი მანერა ბერძნებისთვის უკვე 15 წელია დამახასიათებელია, კოსტა-რიკამ კი მიმდინარე მუნდიალზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და ისიც პენალტით.
კოსტა-რიკას მწვრთნელი ალბათ შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ განახორციელებს. ინგლისელებთან ფომრალურ მატჩშიც კი, კოსტარიკელები ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით თამაშობდნენ.
საბერძნეთის ნაკრებთან დაკავშირებით გაცილებით მეტი კითხვაა. სანტუშს ტურნირის მსველობისას დისკვალიფიკაციების და ტრავმების გამო საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა. დღევანდელ შეხვედრაში გამორიცხულია კონეს თამაში. კარნეზისი, კაცურანისი და მიტროღლუ კი დიდი ალბათობით მოედანზე გასვლას შესძლებენ.
სავარაუდო შემადგენლობები:
კოსტა-რიკა: ნავასი – გამბოა, დუარტე, გონსალესი, უმანია, დიასი – ბორხესი, ტეხედა – რუისი, ბონალიოსი – კემპბელი.
საბერძნეთი: კარნეზისი – ტოროსიდისი, მანოლასი, პაპასტატოპულოსი, ხოლებასი – კარაგუნისი, კაცურანისი, მანიატისი – სალპინგიდისი, სამარასი, ხრისტოდოპულოსი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: