Diario Gol-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, ერთადერთი ფაქტორი, რაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ალვარო მორატას ტრანსფერს აფერხებს კრიშტიანუ რონალდუს გაურკვეველი მომავალია.
წყაროს ცნობით, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი უკვე შეეგუა იმ ამბავს, რომ მორატას “ოლდ ტრაფორდზე” სურს საკუთარი კარიერის გაგრძელება, მაგრამ ინგლისელები საბოლოო ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობენ.
საქმე ისაა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთში არსებული ვითარებით უკმაყოფილო ჩანს და კლუბის დატოვებას აპირებს. რონალდუს გადაბირების შემთხვევაში კი, “წითელი ეშმაკების” რიგებში მორატას ადგილი აღარ იქნება.