მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ინტერნეტში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აჩვენა, თუ როგორ ვარჯიშობს სახლში თავის შვილთან ერთად.
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
კასილასმა რონალდუსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა
“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა უარყო ჭორები იმის შესახებ, თითქოს მას მადრიდის “რეალში” კრიშტიანუ რონალდუსთან პრობლემები ჰქონდა. ესპანელმა მეკარემ აღნიშნა, რომ ყველა უთანხმოება სწრაფად გვარდებოდა.
“კრიშტიანუ რონალდუ თავისებური ტემპერამენტისა და ხასიათის ადმაიანია. მე მას ექვსი წელია, ვიცნობ და ერთმანეთთან ყოველთვის დიდებული ურთიერთობა გვქონდა. როდესაც რაიმე პრობლემა წარმოიშვებოდა, მის გადასაჭრელად გზებს ერთად ვეძებდით”, – ციტირებს კასილასის სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.
რონალდუ მოედანზე 7 წლის სირიელ დევნილთან ერთად გამოვიდა (სურათები)
კაკა: „ჩემ შემდეგ „ოქროს ბურთი“ უცხოპლანეტელებმა მოიგეს“
„სან-პაულუს“ ნახევარმცველი რიკარდი კაკა მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუსა და „ბარსელონას“ ფორვარდის ლიონელ ემსის თამაშით აღტაცებულია.
„რონალდინიო, რონალდუ, მესი და მე ერთდერთი ფეხბურთელები ვართ, რომელთაც „ოქროს ბურთ“ მოუგიათ და დღემდე თამაშობენ. ასეთი დიდებული მოთამაშეების გვერდით ყოფნით კმაყოფილი ვარ. შეიძლება ითქვს, „ოქროს ბურთის“ ბოლო მფლობელი ვარ, რომელიც დედამიწაზეა დაბადებული“, – განაცხადა კაკამ.
შეგახსენებთ, რომ კაკამ „ოქროს ბურთ“ 20907 წელს მიიღო. ამის შემდეგ ეს პრიზი სამჯერ კრიშტიანუ რონალდუმ და ოთხჯერ ლიონელ მესიმ მოიგეს.
„რონალდუ სიმულაციისთვის პრიზს იმსახურებს“
დონეცკის „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი გაიხსენა და მეტოქის ლდიერი კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა.
„40 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი ვთამაშობდით, თუმცა „რეალთან“ ბურთს თანაბრად ვაკონტროლებდით. გოლის გატანის ხუთი შანსი გვქონდა. არამგონია, საგოლე მომენტი მხოლოდ ის იყოს, როდესაც ფეხბურთელი მეკარის მოედნიდან არტყამს. არაერთი კონტრშეტევა გვქონდა.
ალბათ, რონალდუს „Non-Fair Play“-ს პრემია უნდა გადაეცეს. მისი წაქცევის შემდეგ ის პენალტი დაინიშნა, რომელიც სინამდვილეში არ იყო. პენალტის გარდა, რონალდუს გამო სტეპანენკომ პირველი ყვითელი აბრათი მიიღო. ასევე პორტუგალიელმა ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც ასევე არ ყოფილა.
სამწუხაროდ, დიდებული ფეხბურთელები გოლების გატანას ნებისმიერი მეთოდებით ცდილობენ. საპასუხო შეხვედრაში „რეალს“ აქ მოუთმენლად ველი. ჩემი მოთამაშეებისა და მათი ოსტატობის დონის მჯერა“, – განუცხადა რუმინელმა სპეციალისტმა „შახტარის“ ოფიციალურ ვებგვერდს.
რობერტო კარლოსი: „ნეიმარი რონალდუსა და მესის სჯობს“
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ რობერტო კარლოსმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ დასმულ კითხვას ორიგინალურად უპასუხა.
„ყველა ყოველთვის ამ ორ ფეხბურთელზე საუბრობს, თუმცა ჩემთვის საუკეთესო ნეიმარია. ვფიქრობ, „ბარსელონაში“ ის გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე ბრაზილიის ნაკრებში, რადგან კატალონიაში მას უკვე მომზადებული გუნდი ჰყავს“, – ციტირებს კარლოსს გამოცემა AS-ი.
ლუიშ ფიგუმ მესისა და რონალდუს შედარების შესახებ ისაუბრა
„ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ თვლის, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შედარება მართებული არ არის.
„რონალდუსა და მესის შორის არჩევანის გაკეთება არც ისე სწორია. ერთადერთი სხვაობა მათ შორის მაშინაა, როდესაც ორივე მათგანი სხვადასხვა სათამაშო ფორმაშია. უბრალოდ, მათი სათამაშო ხარისხისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ“, – განაცხადა პორტუგალიელმა.
ხორდი ალბა: „რონალდუს იმის გაკეთება არ შეუძლია, რასაც მესი აკეთებს“
„ბარსელონას“ მცველმა ხორდი ალბამ თანაგუნდელ ლიონელ მესის ოსტატობა შეაფასა.
„მესი სხვებზე ხუთი თავით მაღლაა. ის, რისი გაკეთებაც ლეომ იცის, ვერავის გამოუვა, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუსაც. მესისთან ერთად მოედანზე ყველაფერი იცვლება, მას ვერავის შევადარებ“, – განაცხადა ალბამ.
რონალდუს „რეალიდან“ წასვლა სურდა
როგორც „El Confidencial“-ი იტყობინება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს გუნდის დატოვება შეეძლო.
ასეთი გადაწყვეტილების მიღება პორტუგალიელს კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის სიტყვების გამო შეეძლო. „შენ მეტოქე გუნდის მოთამაშეებს ძველებურად ვეღარ ატყუებ. ამას უმაღლეს დონეზე უნდა აკეთებდა“, – უთხრა რონალდუს პერესმა.
როგორც წყარო წერს, რონალდუმ თავის აგენტს ახალი კლუბის მოძებნა სთხოვა. პორტუგალიელი პერესის სიტყვების შემდეგ ძალიან უკმაყოფილო დარჩა, თუმცა საბოლოოდ მაინც დარჩენა ამჯობინა.
რონალდუმ კარიერაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი შეასრულა
როგორც მოგახსენეთ, „ესპანიოლთან“ ანგარიშით 6:0 მოგებულ მატჩში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ხუთი გოლი გაიტანა.
პირველი სამი გოლი პორტუგალიელმა შეხვედრის მე-20 წუთისთვის გაიტანა, რითაც კარიერაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიფორმა.
ცნობისთვის, წინა მაჩვენებელი რონალდუმ მიმდინარე წლის მაისში დაამყარა, როდესაც „ხეტაფესთან“ სამი გოლი 34 წუთში გაიტანა.
როგორი რეაქცია ჰქონდა რონალდუს ალბანელი ფანებისგან მესის სახელის სკანდირებისას
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთისა და პორტუგალიის ნაკრებთა შორის გამართულ მატჩამდე (0:1) ადგილობრივმა ფანებმა ლეო მესის სახელის სკანდირება დაიწყეს. ასეთი რეაქცია ჰქონდა კრიშტიანუ რონალდუს ამ ეპიზოდში.
ვილიანი: „მათ „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლიათ“
„ჩელსის“ ნახევარმცველმა ვილიანმა ერთმანეთს პლანეტის ორი უძლიერესი ფეხბურთელი ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა. გარდა ამისა, ბრაზილიელმა ნეიმარისა და აზარის შესახებაც ისაუბრა.
„მესი თუ რონალდუ? თუ ერთ-ერთის არჩევა მომიწევს, მაშინ გადაწყვეტილებას ლიონელის სასარგებლოდ მივიღებ.
ნეიმარი თუ აზარი? ორივე ტოპ კლასის მოთამაშეა, თუმცა, ჩემი აზრით, მათი სათამაშო სტილი განსხვავდება. რა თქმა უდნა, ვისურვებდი, ჩემს გუნდში ორივეს ეთამაშა. ვფიქრობ, როგორც ნეიმარს, ისე აზარს, „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. ბევრი რამ თავად მათგანაა დამოკიდებული, მაგრამ პოტენციალის დახმარებით, ამ ფეხბურთელებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის ამბიცია უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა „ჩელსის“ ნახევარმცველმა.