ფერგიუსონი: “რონალდუ ჰეთთრიკებს ნებისმიერ გუნდში გაიტანდა, მესი – არა მგონია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ და “ბარსელონას” წამყვანი მოთამაშე ლიონელ მესი ერთმანეთთან შეადარა. შოტლანდიელის თქმით, მისი თავკაცობის პირობებში არცერთ ფეხბურთელს არ განუცდია ისეთი პროგრესი, როგორიც – რონალდუს.

“იუნაიტედში” ჩემი მუშაობის პერიოდში რონალდუმ დიდი პროგრესი განიცადა. ის ჩვენთან 17 წლის ასაკში მოვიდა, გამხდარი იყო. მას მუდმივად აკრიტიკებდნენ სიმულაციისა და სხვა მიზეზების გამო, თუმცა როდესაც ვარჯიშებზე თანაგუნდელებმა მისი დახმარება დაიწყეს, რონალდუ საოცარი მოთამაშე გახდა. დიდი ფეხბურთელებისთვის გადაწყვეტილების მიღების უნარი და მუდმივი პროგრესი უმთავრესია.

Messi - Ronaldo

ხალხი ბევრს კამათობს იმაზე, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. ბევრი სრულიად სამართლიანად ასახელებს მესის. ძნელია, ამ მოსაზრებას შეეწინააღმდეგო. რონალდუ “მილუოლში, “ქუინს პარკ რეინჯერსში”, “დონკასტერსა” და ნებისმიერ გუნდში ითამაშებდა, გაიტანდა ჰეთთრიკებს. არა მგონია, მესის იგივე შეეძლოს.

რონალდუ ორივე ფეხით თამაშობს, სწრაფია, გამბედავია, დიდებულად მოქმედებს მეორე სართულზე. ჩემი აზრით, მესი მხოლოდ “ბარსელონას” ფეხბურთელია. ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ”, – განაცხადა ფერგიუსონმა BBC-ს ეთერში.

როგორ იმღერა რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ (ვიდეო)

„რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის დაწყების წინ კამერებმა საინტერესო მომენტი დააფიქსირეს, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჰიმნს ასრულებდა.

პელე: „მესისა და რონალდუს შედარება არ შეიძლება, თუმცა გუნდისთვის მაინც ლიონელს ავირჩევდი“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ თანამედროვეობის ორი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეადარა.

„ამ ორს შორის საუკეთესოს არჩევას როდესაც მთხოვენ, ყოეველთვის ვამბობ, რომ მათი შედარება არ შეიძლება. კრიშტიანუ დიდებული მოთამაშე და უფრო გამოკვეთილი თავდამსხმელია. ლიონელი კი ის ფეხბურთელია, რომელიც არამხოლოდ მეტოქის კარს უტევს, არამედ თანაგუნდელებსაც ეხმარება. ორივე მათგანი ჩემს გუნდში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, თუმცა ერთ-ერთის არჩევისას, მაინც მესის ვამჯობინებდი“, – განაცხადა პელემ.

“ბეილმა უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ “რეალის” ლიდერი რონალდუა”

“რეალის” ყოფილმა ფორვარდმა, უგო სანჩესმა მადრიდულ კლუბში გარეთ ბეილის როლზე ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუც ახსენა.

“ბეილი გამოცდილებას იძენს და თანდათან უფრო მოწიფული ხდება. ნათელია, რომ მას ესმის თუ რას ნიშნავს “რეალში” თამაში. ამავდროულად მან უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ კლუბის ლიდერი რონალდუა. მაგრამ თავის მხრიხ კრიშტიანუმ ლიდერობა ბეილთან უნდა გაინაწილოს, რათა პორტუგალიელის არყოფნის პერიოდში პირველი ნომერი სწორედ უელსელი იყოს” – განაცხადა მექსიკელმა.

 

მოედანზე შესული გულშემატკივარი კრიშტიანუ რონალდუს მაისურს ართმევდა

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პრიველი მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე გულშემატკივარი შევიდა.

როგორც ცნობილია, უცნობი პირი კრიშტიანუ რონალდუსთან მივიდა და პორტუგალიელს მაისურის წართმევას ცდილობდა.

საბოლოოდ, გულშემტკივარმა თავის მიზანს ვერ მიღწია, რონალდუმ კი კონფლიქტს მშვიდობა ამჯობინა და უცნობ პირს ჩაეხუტა, რის შმედეგაც ის დაცვამ გაიყვანა.

რონალდუსთან დაკავშირებით “რეალის” საჩივარი დაკმაყოფილდა

სააპელაციო კომისიამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 30-ე ტურში “რაიო ვალეკანოსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში (0:2) კრიშტიანუ რონალდუსთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათის გაუქმების თაობაზე “სამეფო კლუბის” საჩივარი დააკმაყოფილა. ასე რომ, პორტუგალიელი ფეხბურთელი 31-ე ტურში “ეიბარის” წინააღმდეგ ხვალ გასამართ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო არ გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ იმ ეპიზოდში კრიშტიანუ რონალდუ მეტოქე გუნდის საჯარიმო მოედანზე დაეცა. მთავარმა არბიტრმა პორტუგალიელის ქმედება სიმულაციად შეაფასა და მას ყვითელი ბარათი უჩვენა.

 

სუარესი: “რეალის” ფანების არ მესმის”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი გაოცებული დარჩა იმ ფაქტით, რომ მადრიდის “რეალის” ფანებმა მიმდინარე სეზონში იკერ კასილასს არაერთხელ დაუსტვინეს. ურუგვაელი ფეხბურთელის თქმით, ესპანელი მეკარის მიმართ ასეთი საქციელი ყოვლად გაუმართლებელია.

“რეალის” ფანების არ მესმის. როგორ შეიძლება, დაუსტვინო ასეთი კარიერის მქონე ფეხბურთელს, რომელმაც საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო. ამ ხალხმა სტატისტიკას ჩახედოს და ნახოს, რა მიღწევები აქვს კასილასს. სანამ ვინეს დაუსტვენ, უნდა დაფიქრდე”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს Cope.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ისიც თქვა, რომ მისი თანაკლუბელი ლიონელ მესი “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუზე ძლიერია.

“მესი რონალდუზე ძლიერია. ლეო უდიდესი ფეხბურთელი და ამავე დროს, ძალზედ თავმდაბალი ადამიანია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან და ნეიმართან ერთად თამაშის შესაძლებლობა მეძლევა”, – აღნიშნა სუარესმა.

 

კრიშტიანუ რონალდუს მიერ “რეალში” გატანილი ყველა გოლი (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც ესპანეთის პრიმერადივიზიონის 30-ე ტურში “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გოლი გაიტანა, მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ეს “სამეფო კლუბის” რიგებში გატანილი მე-300 გოლი გახლდათ.

გთავაზობთ რონალდუს მიერ “რეალში” გატანილი 300-ივე გოლის ამსახველ ვიდეომასალას.

ზიდანი: „რონალდუს მუდმივად განვითარება სურს“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„მისი მუდმივი პროგრესის სურვილი უბრალოდ მაოცებს. სხვა მხვრივ, აქ გასაკვირი არაფერია. რონალდუს მუდმივად განვითარება უნდა, რაც ჩნებულია. ამ სურვილს ის წარმატების მღწევის შემთხვევაშიც არ კარგავს. ამას ის ვარჯიშებზეც ამჟღავნებს. საუკეთესოდ ყოფნის სურვილი წარმატების გარანტიაა“, – განაცხადა ზიზუმ.

გუნდები, რომლებსაც კრიშტიანო რონალდუმ გაუტანა [ფოტო]

ბრიტანულმა გამოცემა “დეილი მეილმა” წარმოგვიდგინა კარგი ანალიტიკური ფოტო, რომელზეც ასახული არიან ის გუნდები, ვისთვისაც კრიშტიანუ რონალდუს გოლები გაუტანია.

რონალდოს უთამაშია “სპორტინგში”, “მანჩესტერ იუნაიტედში” და მადრიდის “რეალში”, სადაც გატანილი აქვს 417 გოლი. პორტუგალიელის ყველაზე საყვარელი მეტოქე “სევილიაა”, რომელსაც 12 მატჩში 18 გოლი გაუტანა.

roni

რონალდუ: “ჩემი გოლებით და გუნდის მუშაობით ბედნიერი ვარ”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ “გრანადასთან” მოპოვებული გამანადგურებელი გამარჯვებით კმაყოფილია. შეგახსენებთ, რომ პრიმერას გასულ ტურში კარლო ანჩელოტის გუნდმა მეტოქეს 9:1 სძლია. პორტუგალიელმა კი მეტოქის კარში 5 გოლი გაიტანა.

“ჩემი გოლებით და გუნდის კარგი თამაშით ბედნიერი ვარ. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის” – წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ მონაწილეობა პრიმერას 26 შეხვედრაში მიიღ და 36 გოლი გაიტანა.

რონალდუ და სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ტოპ ჩემპიონატებში ერთ მატჩში ხუთი გოლით გამორჩეულან

პირველად ბოლო ოცდაათ წელიწადში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ოთხ გოლზე მეტი გაიტანა. „ბლანკოსის“ წარმატებაში რონალდუმ დიდი წვლილი შეიტანა, რადგან „გრანადასთან“ მან ხუთი გოლი გაიტანა. ერთ შეხვედრაში გოლების ასეთი რაოდენობის გატანა, სათამაშო დონის მიუხედავად, ძალიან რთულია. თანაც, გუშინ პორტუგალიელმა „რეალის“ მაისურით 299-ე გოლი გაიტანა. არაორდინალურობის აღსანიშნავად, რომელიმე მსგავსი შემთხვევის გახსენება შეიძლება. ლა ლიგაში ერთ მატჩში შვიდი გოლი მხოლოდ ორჯერ გაიტანეს. თუმცა, ტელმო სარას გარდა, ერთ შეხვედრაში ექვსი გოლი ჯერ არავის არასდროს გაუტანია. ამ შედეგს სარამ 1950 წელს მიაღწია.

სამწუხაროა, რომ 65 წლის შემდეგ რონალდუმ სარას შედეგის განმეორება ვერ შეძლო. ადრე ესპანეთის პირველობაში პენტატრიკებს ათ წელიწადში ერთხელ ასრულებდნენ. მორიენტესმა „ლას-პალმასს“ 2002 წელს გაუტანა, ათ წელიწადში კი ფალკაომ „ატლეტიკოს“ მაისურით „დეპორტივოს“ ერთ თამაშში ხუთჯერ გაუტანა. რონალდუმ ისტორიაში ტემპს მოუმატა და მესის გაუსწრო, რადგან ლიონელს აქამდე პრიმერას ერთ შეხვედრაში გოლების ასეთი რაოდენობა არ გაუტანია. სამაგიეროდ, პენტატრიკით სარა, კუბალა, პუშკაში და პიჩი ალონსო გამოირჩნენ. სიტყვაზე, სანამ ბებეტომ ესპანელის შედეგი არ გაიმეორა, პრიმერაში 16 წლის განმავლობაში ერთ მატჩში 5 გოლის გატანას ელოდებოდნენ!

აი, გერმანიაში, ამ მხვრივ, საქმე უკეთესადაა. ბუნდესლიგაში ექვსი გოლის ერთი ავტორია, თუმცა ხუთი გოლი ერთდროულად თორმეტ ფეხბურთელს გაუტანია, თანაც მათ შორის გერდ მილუერი, იუპ ჰაინკესი და იურგენ კლინსმანი არიან. დღევანდელ ბუნდესლიგაში გოლების ამ რაოდენობის გატანა ერთ ფეხბურთელს ძალიან უჭირს. შედეგად, კლოზე ასეთი შედეგით მხოლოდ „ლაციოს“ შემადგენლობაში გამოირჩა. რამდენიმე წლის წინ მირო სერია ა-ს ისტორიაში მე-12 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პენტატრიკი შეასრულა. როგორც ესპანეთში და გერმანიაში, ცნობილი ფეხბურთელები ხუთი გოლით სერია ა-ს ისტორიაში არ გამორჩეულან. ყველაზე ცნობილი მათ შორის, ალბათ, „ფიორენტინას“ შვედი თავდამსხმელი ჰამრინია, რომელიც „ატალანტასთან“ შეხვედრაში გამოირჩა. სამაგიეროდ, იტალიაში პოკერები უყვართ, 21-ე საუკუნეში ოთხი გოლით თერთმეტი ფეხბურთელი გამოირჩა.

klose-miroslav

ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ასევე ცოტა პენტატრიკია. ენდრიუ კოული „მანჩესტერ იუანტედის“ მაისურით გამოირჩა, მისმა გუნდმა კი ანგარიიშთ 9:0 მოიგო. ოთხ წელიწადში ალან შირერმა „შეფილდ უენსდი“ დაამწუხრა, როდესაც „ნიუკასლმა“ 8-ბურთანი უპირატესობით მოიგო. ბოლოს ინგლისის პირველობაში ერთ შეხვედრაში ხუთი გოლით ჯერმეინ დეფო გამოირჩა, რომელმაც გოლების ეს რაოდენობა „უიგანს“ გაუტანა“. კოულის წარმატება ერთ წელიწადში დიმიტარ ბერბატოვმაც აღნიშნა – „იუნაიტედმა“ „ბლექბერნი“ 7:1 გაანადგურა. როგორც ხედავთ, ანრი და რუნი არ გამორჩეულან.

მსოფლიო ჩემპიონატზე ოლეგ სალენკოს კამერუნის ნაკრებთან შედეგს, ალბათ, ვერავინ გაიმეორებს, მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალზე ეისებიო, კოშიჩი და ადემირი ამასთან ახლოს იყვნენ, თუმცა თავი მხოლოდ პოკერებით გამოიჩინეს.

ევროთასებზე პენტატრიკები, რა თქმა უნდა, ეროვნულ ჩემპიონატებზე უფრო იშვიათად არ გვხვდება. რავანელისა და ვან ბასტენის დონის ფეხბურთელები უეფას თასზე იტანდნენ, ალტაფინი, ვან ჰიმსტი და გერდ მიულერი კი – ჩემპიონთა თასზე. ახალ დროში ხსენებული ფეხბურთელების მაჩვენებლით ორი ფეხბურთელი გამოირჩა. სამი წლის წინ მესიმ ლევერკუზენის „ბაიერის“ ფეხბურთელები დაამწუხრა. არგენტინელის მსგავსად მიმდინარე სეზონში დონეცკის „შახტარის“ თავდამსხმელი ლუის ადრიანო გამოირჩა – მისმა გუნდმა ბელორუსის „ბატე“ გაანადგურა.

Lionel+Messi+FC+Barcelona+v+Sevilla+FC+La+IdrA3PFwjwDx

გუშინდელი დღიდან კრიშტიანუ რონალდუ იმ ფეხბურთელებს შეუერთდა, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას სამუდამოდ დაამახსოვრდნენ.