რონალდუმ ედეგორის შესახებ ისაუბრა

კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალში” მარტინ ედეგორის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ ნორვეგიის ნაკრების 16 წლის მოთამაშეში დიდ პოტენციალს ხედავს.

“ეს ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც განვითარება შეუძლია, ის ხომ მხოლოდ 15 წლის არის. მარტინს დიდი მომავალი აქვს. მე დიდ პოტენციალს ვხედავ, რომლის გამოსავლენადაც მას დრო უნდა მივცეთ” – განაცხადა რონალდუმ.

 

რონალდუ ბრაზილიურ კლუბში თამაშს არ გამორიცხავს

მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ არ გამორიცხავს, რომ კარიერის ბოლოს ბრაზილიაში მოსინჯოს ძალები.

“კორინთიანსი” და “ფლამენგო” ორი ცნობილი კლუბია და სიამოვნებით გავხდებოდი რომელიმეს წევრი. ბრაზილიაში ბევრი მეგობარი მყავს, ამ ქვეყანასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს.

“რეალში” ჩემთან ერთად ბევრ ბრაზილიელს უთამაშია. პირველ რიგში, კაკას ვგულისხმობ, რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებ”, – რონალდუს სიტყვებს “ტუტომერკატო” აქვეყნებს.

 

ფიგუ: “ისეთ ფეხბურთელებთან მითამაშია, რომლებიც, შესაძლოა რონალდუსა და მესის აღემატებიან კიდეც”

“ბარსელონას”, მადრიდის “რეალისა” და მილანის “ინტერის” ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ განაცხადა, რომ კარიერის განმავლობაში მას, შესაძლოა, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებთან უთამაშია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არიან.

“გამიმართლა, რომ ისეთი დიდებული ფეხბურთელების გვერდით მაქვს ნათამაშები, რომლებიც, შესაძლოა დონით რონალდუსა და მესის აღემატებიან კიდეც. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემ მიერ დასახელებული მოთამაშეები დღესდღეობით სააუკეთესოები არიან”, – ფიგუს სიტყვებს “ტუტომერკატო” აქვეყნებს.

 

Diario Gol: რონალდუმ შეიკი უკრაინელი მოდელით შეცვალა

ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ უმალ მოძებნა ახალი გელფრენდი.

ესპანური ინტერნეტპორტალი Diario Gol-ი იუწყება, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი უკრაინელ მოდელ იარა ხმიდანს ხვდება.

ხმიდანი, რომელიც სამოდელო ბიზნების ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, ნიუ იორკში ცხოვრობს.

Yara Khmidan1Yara Khmidan2Yara Khmidan3

ზიდანი: „რონალდუს შეუძლია, რომ მესის „ოქროს ბურთების“ რაოდენობით გადაუსწროს“

„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის ზინედინ ზიდანის აზრით, კრიშტიანუ რონალდუს შეუძლია, რომ „ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესის მოგებული „ოქროს ბურთების“ რაოდენობით აჯობოს.

„რონალდუ როგორც უცხოპლანეტელი თამაშობს. თუ იგი ასე გააგრძელებს, მაშინ მესის უპრობლემოდ გაუსწრებს“.

გარდა ამისა, ზიდანმა ქარიმ ბენზემას თაობაზე ისაუბრა.

„ბენზემა „რეალისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ზოგჯერ მესმის, რომ გუნდს სხვა ფორვარდი სჭირდებაა. ქარიმი სეზონში სამოც გოლს ვერ გაიტანს, თუმცა თავისი ნიჭით იგი ძალიან გვეხმარება“, – ციტირებს ზიდანს AS-ი.

რონალდუმ “რეალის” ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურში მადრიდის “რეალმა” თანაქალაქელი “ხეტაფე” ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მატჩში დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ, ერთი გოლი კი გარეტ ბეილის ანგარიშზეა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “რეალის” ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა სიაში სანტილიანას გაუსწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. რონალდუს ანგარიშზე 289 გოლია: აქედან 206 პრიმერადივიზიონში გაიტანა, 57 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 უეფას სუპერთასზე, 3 ესპანეთის სუპერთასზე.

“სამეფო კლუბის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად რაული ითვლება, რომელსაც აქტივში 323 აქვს. მეორე ადგილზეა ალფრედო დი სტეფანო, 307 გოლით.

 

რონალდუ: “უცხოპლანეტელი არ ვარ, თავს მუდამ ასი პროცენტით ვერ წარმოვაჩენ”

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული განმეორებითი მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე დიეგო სიმეონეს გუნდი გავიდა. მატჩის შემდეგ “სამეფო კლუბის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ კომენტარი გააკეთა.

“ფანებს ბოდიშს ვუხდით, თუმცა მათ ახლაც მომღიმარი სახე უნდა ჰქონდეთ, რადგან “რეალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.

ხანდახან ნაბიჯის უკან გადადგმაც შეიძლება იმისთვის, რომ შემდეგ ორი ნაბიჯით წინ წაიწიო. ამ სეზონში შანსებს პრიმერადივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაზე ვინარჩუნებთ.

“ატლეტიკოს” სანახაობრივი ფეხბურთი არ უჩვენებია, თუმცა მათ სათამაშო სტილს პატივი უნდა ვცეთ. დაცვითი მანერა ჰქონდათ არჩეული. “ატლეტიკო” სულ უფრო ძლიერდება, რაც ესპანური ფეხბურთისთვის კარგია.

ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში თამაშს გავაგრძელებ, თუმცა უცხოპლანეტელი არ ვარ და ყოველთვის ასი პროცენტით თავს ვერ წარმოვაჩენ”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Todomercadoweb-ი.

 

რონალდუს „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებული ათი გამორჩეული სახუმარო პოსტი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ კრიშტიანუ რონალდუს მესამე „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებულ ათ ყველაზე საინტერესო პოსტს.

ანჩელოტიმ რონალდუ ზიდანს შეადარა

მადრიდის “რეალის” მწრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კრიშტიანუ რონალდუ “სამეფო კლუბის” ყოფილ მოთამაშეს, ზინედინ ზიდანს შეადარა. ორივე ფეხბურთელმა “ოქროს ბურთის” მოგება სამჯერ მოახერხა.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ვარჯიშებზე ზიდანის თამაში აღფრთოვანებული ვიყავი. ის მოედანზე სასწაულებს აკეთებდა. კრიშტიაუ რონალდუ კი ყველაზე მეტად თამაშის დროს მაკვირვებს. მას სოცარი ტალანტი აქვს და ის ყოველთვის მუშაობს საკუთარ თავზე” – განცხადა ანჩელოტიმ/

“ოქროს ბურთი” რონალდუს საკუთრებაა

“ოქროს ბურთი” მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. მან აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო, საერთო ჯამში კი – მისთვის ეს მესამე “ოქროს ბურთია”. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ხმათა 37.66 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გავიდა (15.76%), მესამე კი მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი (15.72%) გახლავთ.

“ჩემს შვილს ვხედავ, ჩემს ოჯახსა და დედას ვხედავ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამ კონკურსში მხარი დამიჭირა: ჩემს მწვრთნელს, თანაგუნდელებს, კლუბის პრეზიდენტს. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს დაუვიწყარი წელი. ამ ჯილდოს მოგება უნიკალური მიღწევაა. ასეთივე სულისკვეთებით მუშაობას გავაგრძელებ. მინდა, რომ მომავალშიც მოვიგო როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ტიტულები. ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ “ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელი გავხდებოდი. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გავხდე, თუმცა ეს ახალ მსხვერპლს მოითხოვს”, – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 2014 წელს “რეალთან” ერთად ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. პორტუგალიელ ფეხბურთელს “ოქროს ბურთი” მანამდე 2008 და 2013 წლებში ჰქონდა მოგებული.

 

ირინა შეიკი მალდივებზე კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ისვენებს (სურათები)

მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს გერლფრენდმა ირინა შეიკმა თავისი 29-ე დაბადების დღე მალდივის კუნძლებზე აღნიშნა. იქვე სუპერმოდელმა ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ამსახველი სურათებიც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ განათავსა.

Shayk

Shayk2

16 წლის რონალდუს არაჩვეულებრივი თამაში „სპორტინგის“ რიგებში (ვიდეო)

წარმოგიდგენთ მცირტ ვიდეოს, რომელშიც ასახულია კრიშტიანუ რონალდუს თამაში ლისაბონის „სპორტინგის“ შემადგენლობაში.