მადრიდის “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ კლუბის გამოცვლას სეზონის ბოლოს აპირებს. ინგლისური პრესის ცნობით გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი “სამეფო კლუბის” სატრანსფერო პოლიტიკაა.
წყაროს ცნობით “იუნაიტედის” ცნობილი ვარიანტის გარდა რონალდუს კიდევ ერთი შემოთავაზება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით პორტუგალიელის გადაბირება “მანჩესტერ სიტისაც” სურს.
ტრანსფერში დიდ როლს ლუი ვან გაალი ითამაშებს. “იუნაიტედში” გადამწყვეტი სიტყვა მას ეკუთვნის, თუმცა ჰოლანდიელის პრიორიტეტული ტრანსფერები კევინ სტროოტმანის და მატს ჰუმელსის გადაბირებაა.