რონადლუ: “ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებ”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრამდე ტრავმის მოშუშებას მოასწრებს.

შეგახსენებთ, რონალდუმ ტრავმა “ესპანიოლთან” გასამართი მატჩის წინ, მოთელვაზე მიიღო.

“შაბათს მწყობრში ვიქნები. ახლა ასი პროცენტით მზად არ ვარ, თუმცა ფინალში აუცილებლად ვითამაშებ.

მთელი სეზონი გადამწყვეტ მატჩში მოსახვედრად ვიბრძოდით. ბუნებრივია, რომ ასეთი დატვირთვების ფონზე შესაძლოა მიკროტრავმებმა იჩინონ თავი.

“რეალთან” კონტრაქტი ტიტულების მოსაგებად გავაფორმე და ბედნიერი ვარ, რომ პირველ ფინალს ვითამაშებ მადრიდულ კლუბთან ერთად.

შეხვედრას ოპტიმისტურად ვუყურებთ. ფინალამდე ოთხი დღეა, თუმცა გუნდში მშვიდი, სამუშაო ატმოსფეროა. “ატლეტიკო” ძალიან კარგი გუნდია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება” – განაცხადა რონალდუმ.

სუარესი: „მესი და რონალდუ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოთამაშეები არიან“

„ლივერპულის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ დაახასიათა, თუმცა მათ შორის უკეთესი ვერ აარჩია.

„მესი და რონალდუ სრულიად განსხვავებული ტიპის მოთამაშეები არიან. ვერ გეტყვით, რომელია მათ შორის უკეთესი. მესი ლამაზი ტექნიკით გამოირჩევა, ბევრ გოლს იტანს, დაბალი სიმაღლის წყალობით დრიბლინგიც გამოსდის. რონალდუ მანქანას მაგონებს. მასში ძალა და საფეხბურთო ინტელექტი ერთიანდება. ბურთს ყოველთვის იდეალურად არტყამს. ისინი ერთ დონეზე დგანან.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ანდრეს ინიესტაც ძალიან მომწონს. ის იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც სხვებზე სწრაფად ფიქრობენ და წარმოუდგებელ გადაცემებს იძლევიან. ანდრესი აკეთებს იმას, რასაც არ მოელი. მის მსგავსად მოედანს ვერავინ ვერ ხედავს. ეს მისი სათამაშო სტილია, თუმცა ინიესტას ცხოვრების გზაც გამორჩეულია. ის ყოველთვის წყნარია“, – სუარესის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს?

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე გახურებისას ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 7 მაისს, „ვალიადოლიდთან“ გამართული მატჩის მიმდინარეობისას მყესი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქნა, თუმცა მალევე მომჯობინდა და პრიმერადივიზიონის უკანასკნელ ტურში სათამაშოდ ემზადებოდა. გახურებისას რონალდუმ თავი შეუძლოდ იგრძნო და მინდორი დატოვა, სასტარტო შემადგენლობაში კი ის ისკომ ჩაანაცვლა.

პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის მატჩის გამოტოვებით პორტუგალიელმა „ოქროს ბუცის“ ერთპიროვნულად დაუფლების შანსიც დაკარგა, ვინაიდან, მის მსგავსად, 31 გოლი „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესს აქვს გატანილი. ახლა ეს საპატიო ჯილდო ამ ორ ფეხბურთელს შორის განაწილდება.

გარდა ამისა, რონალდუს თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, წესით და რიგით, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა მუნდიალამდე მომჯობინება უნდა მოასწროს.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი ნაკრებია, რომელთაგანაც შეიძლება ველოდოთ გამარჯვებას: საფრანგეთი, იტალია, გერმანია, არგენტინა. თუმცა, მე ტურნირის ფავორიტად ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებს ვთვლი. ბრაზილიის მოედნებზე მსოფლიოს ჩემპიონატის თამაში უდიდესი გამოცდილებაა. იმედი მაქვს, ნაკრებთან ერთად მაქსიმალურად შორეულ ეტაპზე გავალ. შეგვიძლია თუ არა ფინალში გასვლა? მატჩიდან მატჩამდე ვითამაშებთ, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია“, – რონალდუს სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიას G ჯგუფში მეტოქეებად გერმანიის, განისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები ჰყავს.

გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 33 დღე დარჩა.

 

უეფამ კვირის გოლი დაასახელა

თითქოს, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მიჩვეულნი ვყავდით, რომ ნებისმიერი გემოვნების გოლს იტანდა, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელი უბრალო მოკვდავების გაოცება განაგრძობს. „რეალის“ თავდამსხმელმა „ვალენსიასთან“ გამართული მატჩის უკანასკნელ წუთებზე მორიგი საოცარი სილამაზის გოლი შემოგვთავაზა და საკუთარი გუნდი საშინაო მარცხისგან იხსნა (2:2).

სწორედ რონალდუს მიერ ქუსლით გატანილი შედევრი დაასახელა უეფამ კვირის გოლად.

რუნი:”რონალდო საუკეთესოა მსოფლიოში”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი უეინ რუნი აცხადებს, რომ იმ ფეხბურთელებს შორის, ვის გვერდითაც მას უთამაშია, საუკეთესოები პოლ სქოულზი და კრიშტიანო რონალდუ არიან.

“საუკეთესო ფეხბურთელები, რომელთა გვერდიდაც მითამაშია პოლ სქოულზი და კრიშტიანო რონალდუ არიან. სქოულზი თამაშს მშვენივრად აკონტროლებდა, ამავე დროს, ბრწყინვალე პასებს არიგებდა. რაც შეეხება რონალდუს, მას მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია, ამიტომაც ის მსოფლიოში საუკეთესოა” , – ამბობს რუნი.

ნუნუ გომეში: „ფიგუ ჭკვიანია, ხოლო რონალდუ – ძლიერი“

წარსულში ცნობილმა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ნუნუ გომეშმა მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ნახევარმცველ ლუიშ ფიგუს შეადარა.

„თავის დროზე ფიგუ საუკეთესო იყო. ახლა კი საუკეთესო რონალდუა. ფიგუ უფრო ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, სამაგიეროდ, კრიშტიანუ – უფრო ძლიერია.

შესაძლოა, რონალდუ მეტს იტანს, რისი მიზეზიც ის არის, რომ მას რამდენიმე პოზიცაზე თამაშის უნარი აქვს.

ფიგუ ძირითადად ფლანგზე თამაშობდა, თუმცა ძალიან სწრაფი იყო“, – განაცხადა გომეშმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუ: „ნეიმარს, შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ბარსელონას“ ფორვარდის ნეიმარის პერსპექტივები შეაფასა.

„ნეიმარს ჩინებულ მოთამაშედ ვთვლი. ჩემი აზრით, მან დაამტკიცა, რომ დიდი მომავალი აქვს. „ბარსელონაში“ მას საუკეთესო ადაპტაცია არ ჰქონდა და გარკვეული პრობლემები იგრძნობოდა.

თუმცა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მას აქვს პოტენციალი, რათა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუმ სრული დატვირთვით ივარჯიშა

მადრიდის “რეალის” შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა, რაც დიდი ალბათობის იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი მიუნხენის “ბაიერნთან” მატჩს ოპტიმალურთან მიახლოებულ კონდიციებში შეხვდება.

შეგახენებთ, რომ რონალდუ დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართული პირველი მატჩის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.

რონალდუსთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა სერხიო რამოსმა.

კრიშტიანუ რონალდუ დღეში ხუთ საათს ვარჯიშობს, რათა „ბაიერნთან“ მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს

მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ დღეში ხუთ საათს ვარჯიშობს, რათა მიუნხენის „ბაიერნთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს.

ხუთშაბათიდან რონალდუ ყოველდღე ორჯერ ვარჯიშობს, ჯამში კი ვარჯიშებს სწორედ ხუთ საათს ანდობს. როგორც ცნობილია, პორტუგალიელი ვარსკვლავი სატრენაჟორო დარბაზსა და აუზში მუშაობს, რის შესახებაც გამოცემა „AS“-ი წერს.

ამჟამად არსებული პროგნოზებით, პორტუგალიელი მიუნხენელებთან მატჩისთვის ბოლომდე უნდა გამოჯანმრთელდეს.

„ბაიერნთან“ პირველ შეხვედრას მადრიდელები 23 აპრილს სახლში გამართავენ, საპასუხო შეხვედრა კი 29 აპრილს შედგება.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ბარსელონასთან“ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩს გამოტოვებს, რომელიც ხვალ ჩატარდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

კასილიასი: „რონალდუს არყოფნის გამო ძალიან გაგვიჭირდა“

მადრიდის „რეალის“ მეკარე იკერ კასილიასი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„ეს ძალიან ემოციური შეხვედრა გადმოგა, რომელიც ჩვენთვის რთული აღმოჩნდა. ამას ჯერ კიდევ პირველ თამაშში მივხვდით. თავის ცინებულ სტადიონზე „ბორუსია“ ყოველთვის მოტივრებულია.

კრიშტიანუ რონალდუს არყოფნამ შედეგზე გავლენა იქონია, რადგან იგი ჩვენი გუდნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. არის ადამიანთა ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ რონალდუ „რეალის“ 80 პროცენტია. მე კი ვიტყოდი, რომ არც მეტი, არც ნაკლები, კრიშტიანუს ჩვენთვის შედეგი მოაქვს. სავარაუდოდ, ამას იგი დღესაც გააკეთებდა, თუ მოედანზე გამოვიდოდა“, – განაცხადა კასილიასმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუმ ვარჯიში განაახლა

მადრიდის “რეალის” ვინგერმა კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიში განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი დორტმუნდის “ბორუსიასთან” განმეორებით შეხვედრაში შესძლებს მონაწილეობის მიღბას.

“რეალის” ლიდერმა ტრავმის გამო სან-სებასტიანში გამართული მატჩი გამოტოვა, რომელიც “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებმა დამაჯერებლად მოიგებს.