შენგელიას „ნეტსი“ „ნიქსთან“ დამარცხდა, „ბულსმა“ და „კლიპერსმა“ დიდი ანგარიშით იმარჯვეს

ღამით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი საინტერესო მატჩი შედგა. წარმოგიდგენთ ამ შეხვედრების შედეგებს.

„მემფის გრიზლისი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – 81:101 (20:18, 22:22, 11:24, 28:37)

„გრიზლისი“: კუფოსი (17 ქ. 9 მ.), კონლი (16 ქ.), პონდეკსტერი (15 ქ. 5 პ. 3 ჩ.), რენდოლფი (12 ქ. 12 მ. 7 დ.)
„კლიპერსი“: პოლი (15 ქ. 8 პ.), კოლისონი (15 ქ.), კროუფორდი (!5 ქ.), გრიფინი (14 ქ. 9 მ. 5 პ.), ჯეიმისონი (11 ქ.), ჯორდანი (10 ქ. 14 მ. 3 ბ.)

„ბრუკლინ ნეტსი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“ 83:113 (23:29, 20:21, 16:34, 24:29)

„ნეტსი“: ლოპესი (24 1. 9 მ.), ჯონსონი (13 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), ანდერსონი (8 ქ.), პლამლი (8 ქ.), ტელეტოვიჩი (6 ქ. 8 მ.), შენგელია (3 ქ. 2 მ.)
„ნიქსი“: ენტონი (19 ქ. 10 მ. 6 პ.), შამპერტი (17 ქ. 6 მ.), ბარნიანი (16 ქ. 3 ბ.), ფელტონი (13 ქ.), ჰარდუეი (12 ქ.)

„ჩიკაგო ბულსი“ – „მაიამი ჰიტი“ – 107:87 (29:20, 29:24, 27:19, 22:24)

„ბულსი“: ბუზერი (27 ქ. 9 მ.), დენგი (20 ქ. 5 მ. 5 პ.), გიბსონი (19 ქ. 6 მ.), ნოა (17 ქ. 15 მ.), ჰაინრიკი (13 ქ. 5 მ. 7 პ.)
„ჰიტი“: ჯეიმსი (21 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ბიზლი (15 ქ. 7 მ.), კოული (12 ქ.), ბოში (10 ქ.), ალენი (9 ქ.)

კამანი: „კლიპერსი“ „ლეიკერსის“ დონის გუნდი ვერასდროს გახდება“

„კლიპერსის“ ყოფილმა მოთამაშემ კრის კამანმა, რომელიც ამჟამად „ლეიკერსის“ ფერებს იცავს, თვლის, რომ მისი პირველი გუნდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 16-გზის ჩემპიონების დონის ვერასდროს იქნება.

„კლიპერსს“ დიდ პატივს ვცემ და ყველაფრისთვის მის ხელმძღვანელობას მადლობა მინდა გადავუხადო. ასეა თუ ისე, „ლეიკერსამდე“ ამ გუნდს ბევრი აკლია. ჩემპიონის ტიტულს „კლიპერსი“ ვერასდროს მოიპოვებს“, – განუცხადა კამანმა ESPN Los Angeles-ს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას „ლეიკერსი“ სწორედ „კლიპერსის“ წინაამღდეგ გამართავს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 6 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

გრიფინმა მარცხენა ფეხის მუხლი დაიზიანა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა ოთხშაბათს ჩატარებულ ვარჯიშზე მარცხენა ფეხის მუხლი დაიზიანა, რის შესახებაც Los Angeles Times-ის ჟურნალისტი ბრედ თერნერი იტყობინება.

მოგვიანებით ჩატრებულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ბლეიკის ტრავმა სერიოზული არ არის.

ამის მიუხედავად, ხუთშაბათს გრიფინს არ უვარჯიშია. ამ ეტაპზე, კალიფორნიელები მისი პარკეტზე დაბრუნების თარიღის დასახელებისგან თავს იკავებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაიანტი: „მე ჯორდანის მოძრაობებს ვაკეთებ“

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკლავები საინტერესო განცხადებების გაკეთებას აგრძელებენ.

მაგალითად, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ რამდენიმე მოძრაობა მას ლეგენდარული მაიკლ ჯორდანისგან აქვს აღებული.

„ეს ყველაფერი დომინოს მაგონებს. არაერთი მოძრაობა ჯორდანისგან ავიღე. თავის მხვრივ, კალათბურთელთა ახალი თაობა მე მბაძავს. ასე რომ, გასაკვირი ამაში არაფერია“, – აცხადებს 35 წლის მოთამაშე.

ალექსანდრე მატევოსოვი

„კლიპერსმა“ ახალი ფორმა წარადგინა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ხელმძღვანელებმა გუნდის ალტერნატიული სათამაშო ფორმის პრეზენტაცია გამართეს. ახალი ფორმა ლურჯი ფერის და მოკლემკლავიანი იქნება, რის შესახებაც კლუბის ტვიტერის ოფიციალური გვერდი წერს.

ცნობილია, რომ ახალ ფორმაში კალიფორნიელები პარკეტზე პირველად 19 ოქტომბერს, ლას-ვეგასში გავლენ სათამაშოდ, სადაც ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩს გამართავენ, რომელშიც მათი მეტოქე „დენვერ ნაგეტსი“ იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი