უეფას ერთა ლიგის კალენდარში ცვლილებაა (ფოტო)

უეფამ ერთა ლიგის კალენდარში ცვლილება შეიტანა. ერთა ლიგის გათამაშების მეხუთე ტურის შეხვედრის ჩატარების თარიღი შეიცვალა. ანდორასა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი ნაცვლად 16 ნოემბრისა, ერთი დღით ადრე, 15 ნოემბერს შედგება. რაც ნიშნავს,რომ ერთა ლიგის დ დივიზიონის პირველი ჯგუფის ბოლოსწინა ტურის ორივე შეხვედრა ერთ დღეს გაიმართება.

გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების კალენდარს ერთა ლიგის გათამაშებაზე.

Gff.Ge

ვაკო ყაზაიშვილი: “მთავარია, გვჯეროდეს და ვირწმუნოთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლეგიას” ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა ლატვიასთან მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩემი აზრით, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, ისეთი, როგორიც გვინდოდა რომ გვეთამაშა.

რაც მთავარია, მომენტები გამოვიყენეთ, რაც ყოველთვის პრობლემაა ჩვენთვის. 3-4 მომენტს ყოველ მატჩში ვქმნით და თუ მათ ასე გამოვიყენებთ, ყველაფერი უკეთ იქნება.

ძალიან გახარებულები ვართ, რომ მოვიგეთ. მთავარია გვჯეროდეს და ვირწმუნოთ, შემდეგ კი ყველაფერი გამოვა,” – განაცხადა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა.

ვაკო გვილია: “ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”

“დინამო არენაზე” საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებთა შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, Fanebi.Com-თან ვაკო გვილიამ ისაუბრა: “ლამაზი თამაში ვაჩვენეთ, მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით და ეს გამარჯვებაც დავიმსახურეთ. ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს.

მჯერა, რომ ეს მუხტი შენარჩუნდება. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეთამაშებით. წარმატების მისაღწევად კი გულშემატკივართა მხარდაჭერა აუცილებელი რამ არის, ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება.

პირველი ტაიმში ტრავმის გამო შემცვალეს, თუმცა ექიმებმა მითხრეს, რომ სერიოზული არაფერია. მუხლი ცოტათი მტკივა, მაგრამ არაფერია,” – აცხადებს ვაკო გვილია.

გიორგი მაკარიძე: “ძალიან ბედნიერები ვართ”

“დინამო არენაზე” საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებთა შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, Fanebi.Com-თან კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა, გიორგი მაკარიძემ გააკეთა.

“ფეხბურთელებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს საკუთარი თავი, კარგი თამაში ვაჩვენეთ და შედეგიც დადებითი მივიღეთ, რაც ჩვენთვის, სერბეთთან წაგების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ემოციები? რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები. კარგად ვითამაშეთ და შესაფერისი შედეგიც მივიღეთ, ბედნიერები ვართ,” – აცხადებს 26 წლის მეკარე.

საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან რეაბილიტაცია მოახდინა

“დინამო არენაზე” საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებთა შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. შეხვედრას ორივე ქვეყნის პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი დაესწრნენ და მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებსა და სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას მიესალმნენ. არცთუ ისე მრავალრიცხოვან ქართველ ქომაგებთან ერთად ტრიბუნაზე იყვნენ ლატვიიდან ჩამოსული გულშემატკივრებიც, რომლებიც ნაკრებს ყველა თამაშზე დაჰყვებიან.

მატჩი არცთუ ისე მაღალ ტემპში დაიწყო, მე-15 წუთიდან კი ქართველი ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ და დაწინაურდნენ კიდეც. საჯარიმო მოედანზე ორთაბრძოლისას გიორგი ქვილითაია წააქციეს და ლატვიელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯანო ანანიძემ გოლად აქცია – 1:0. მატჩის 32-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა გაიზარდა. ანანიძემ კუთხური მოაწოდა, ქვილითაიამ კი ფეხით ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ლატვიელთა კარში – 2:0. შეხვედრის პირველი ნახევარი ამავე ანგარიშით დასრულდა.

მატჩის მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ანგარიშშიც აისახა. 68-ე წუთზე გიორგი არაბიძის მიერ მოწოდებულ კუთხურს ქვილითაია თავური დარტყმით გამოეხმაურა და დუბლი გაიფორმა – 3:0. გოლის გატანის შანსი თავად არაბიძესაც ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ზემოდან გადაევლო. სამაგიეროდ, 77-ე წუთზე ანანიძემ შორეული დარტყმით მეოთხედ შეარხია ლატვიელთა კარის ბადე. მატჩის მიწურულს არაბიძემ საჯარიმო დარტყმით მაინც გაიტანა თავისი გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობა აღადგინა. კერძოდ, რვა მატჩიდან სამჯერ ქართველებმა იმარჯვეს, სამჯერ ლატვიელებმა, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
საქართველო – ლატვია 5:0 (2:0)

საქართველო: მაკარიძე, ლობჟანიძე, ნავალოვსკი (ტაბიძე 78′), ხოჭოლავა, კაშია, კვეკვესკირი, გვილია (კიტეიშვილი 36′), ჯიღაური (არაბიძე 63′), ანანიძე (ყაზაიშვილი 83′), ქვილითაია (კაჭარავა 78′), დვალიშვილი (კობახიძე 63′).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

ლატვია: ვანინსი (შტეინბორსი 46′), მაკსიმენკო, ლაიზანსი (ლაზდინში 81′), ვიშნაკოვსი (რაკელსი 46′), დავის იკაუნიეკსი, სოლოვიოვსი, გორკში, იანის იკაუნიეკსი, იაგოდინსკი (ოშსი 46′), კარლსონსი (საბალა 46′), კლუშკინსი (ლუკიანოვსი 65′).
მთავარი მწვრთნელი: მარიანს პაჰარსი.

გოლები: ანანიძე 18′ (პენ), 77′. ქვილითაია 32′, 68′, არაბიძე 90′.
გაფრთხილებები: დვალიშვილი 37′ – კლუშკინსი 57′, დავის იკაუნიეკსი 58′, იანის იკაუნიეკსი 84′.

მთავარი არბიტრი: სურენ ბალიანი (სომხეთი).

ტუღუში: „ჩვენი ვეტერანები ფორმაში არ არიან“

ლატვიასთან მოგებული მატჩის შემდეგ თბილისის სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში მოგებული თამაშის შესახებ ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთმა ასისტენტმა კოტე ტუღუშმა ისაუბრა.

„უკეთეს მატჩს ვერც ვინატრებდით. ევრობასკეტის თავის ჯგუფში ლატვია ფავორიტია. მოსამზადებალდ ასეთი შეხვედრები ძალიან გამოგვადგება. ხვალ იტალიასთან გაცილებით მძიმე შეხვედრა გველის.

ვეტერანები ოპტიმალურ ფორმაში არ არიან, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ტუღუშმა.

ბურჯანაძე: „იმედია, ევრობასკეტამდე შეცდომებს გამოვასწორებთ“

ლატვიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ თბილისის სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში განვლილი შეხვედრა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ შეაფასა.

„ვიცოდით, რომ ლატვია ძალიან ძლიერი ნაკრებია. პლიუსია რომ ხუთივე მოთაშეზად იყო. იდეალური არაფერი იყო იმედია ევრობასკეტამდე შეცდომებს გამოვასწორებთ.

მწვრთნელს ნდობისთვის მადლობას ვუხდი. ეს მოსამზადებელი მატჩებია, ამიტომ იტალიასთან შეხვედრას ამისთვის გამოვიყენებთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

საქართველომ ლატვიაც დაამარცხა და იტალიასთან ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს

ესტონეთის 35 ქულით დამარცხების შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დღეს ტურნირის მეორე შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც იგორ კოკოშოვის გუნდის მეტოქე ლატვია იყო.

პირველი მეოთხედის დებოუტში თამაში თამაბარი გამოდგა, სტუმრები შეტევაში მომენტების გამოყენებას ახერხებდნენ, თუმცა მეოთხედის შუა პერიოდში კოკოშკოვის გუნდმა უპირატესობა მოიპოვა. დაცვაში აღსანიშნავი ოყო ჩვენი მოთამაშეების პრესინგი, მარკოიშვილი მეტოქისთვის თავისუფალი ზონების ჩაკეტვას ცდილობდა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო – პირველი მეოთხედის შემდეგ ტურნირის მასპინძლებმა ოთხი ქულით – 20:16 მოიგეს. ასეთი ტაქტიკით წარტებულად თამაში ჩვენმა კალათბურთელებმა მეორე მეოთხედშიც მოახერხეს. აღსანიშნავია დუდა სანაძის ნაყოფიერი მოქმედებები. საბოლოოდ, დიდი შესვენების წინ საქართველიმ ათი ქულით – 48-38 გაიმარჯვა.

მესამე მეოთხედში სტუმრებმა მოუმატეს, რაც ქართველთა მხრიდან შედარებით ნაკრები მომენტის გამოყენებას შეგვიძლია დავაბრალოთ. მეოთხედის ბოლოს სიტუაცია გამოსწორდა, ბოლო ეპიზოდში ვიქტორ სანიკიძემ, კონტრშეტევის შედეგად ბურთი ჩატენა – საქართველომ ანგარიშით 70:61 მოიგო. გადამწყვეტ მეოთხედში ლატვიელებმა არაერთი მომენტი ვერ გამოიყენეს. რამდენიმე ეპიზოდში უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან ჩვენმა კალათბურთელებმაც გაუშვეს. შეხვედრის ბოლოს ლატვიელებმა უფრო მოუმატეს – მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე მხოლოდ სამქულიანი უპირატესობა შევინარჩუნეთ. 3 წამით ადრე ესტონეთმა ორი საჯარიმო ჩააგდეს, თუმცა კოკოშკოვის გუნდმა უპირატესობს შეინარჩუნა და ორი ქულით – 78:76 მოიგო.

საქართველოს რიგებიდან 16-16 ქულით საუკეთესოები ზაზა ფაჩულია და ბექა ბურჯანაძე იყვნენ. ფაჩულიამ ჯამში 8 მოხსნა მიითვალა, ბურჯანაძის ანაგრიშზე კი 2 მოხსნაა.

რაც შეეხება ლატვიის ნაკრებს, აქ 15 ქულით, 5 მოხსნითა და 2 პასით კაპიტანი კასპარს ბერჟინსი გამოირჩა.

ხვალ „ჯვაროსნები“ იტალიის ნაკრევს შეხვდებიან, რომელმაც მეორე შეხვედრაში ესტონეთი ანგარიშით 85:61 დაამარცხა.

საქართველო – ლატვია 78:76 (20:16, 28:22, 22:23, 8:15)

გაფუჭებული ტაბლო და უშუქოდ დარჩენილი მაყურებელი – რა მოხდა სპორტის სასახლეში?

თბილისის მერიის თასის გათამაშების პირველი დღე მცირე ხარვაზებით „გამოირჩა“. მაგალითად, საქართველო – ესტონეთის შეხვედრის პირველ მეოთხედში ტაბლო არ მუშაობდა, რის გამოც გულშემატკივრებს ანგარიშს გაგების საშუალება არ ჰქონიათ. აღნიშნული ხარვეზი მეორე მეოთხედის დასაწყისის წინ გასწორდა, თუმცა სათქმელია, რომ ტაბლოზე მხოლოდ ანგარიშს ნახვა იყო შესაძლებელი, გუნდთა შემადგენლობისა და კალათბურთელთა სტატისტიკის ნახვა ტაბლოს საშუალებით შეუძებელი აღმოჩნდა. ამ ტექნიკური ხარვეზის გარდა, მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთში შუქი ჩაქრა, რის გამო დარბაზში დარჩენილ საზოგადოებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიბნელეში დარჩენა მოუწია.

აღნიშნულ ფაქტს საღამოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებზე სპორტის სასახლის ადმინისტრაციას უნდა ეზრუნა და თვითონ ფედერაცია ხარვეზებზე პასუხს ვერ აგებს, რამეთუ, სამწუხაროდ, დღეს, საკუთარი დარბაზი არ გააჩნია, რომელშიც ნაკრები საშინაო შეხვედრებს ჩაატარებს.

„თბილისის მერიის თასის გახსნის მატჩი ტექნიკური ხარვეზების თანხლებით ჩატარდა. ტურნირის პირველ მატჩში, რომელშიც საქართველო ესტონეთს ხვდებოდა, მწყობრიდან გამოვიდა სპორტის სასახლის ტაბლო და მატჩის მონაწილეებთან ერთად გულშემატკივარს დისკომფორტში უწევდა ყოფნა.

საკალათბურთო მატჩის ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სპორტის სასახლის დირექციაა, რომელმაც ტაბლოს თამაშის დღეს საგანგებო შემოწმება ჩაუტარა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ტაბლო გამართულად მუშაობდა, თამაშის წინ ის მწყობრიდან გამოვიდა და მატჩის ჩატარებას პრობლემები შეუქმნა. მომხდარის გამო წუხს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სასახლის ტექნიკურ გამართულებაზე პასუხისმგებლობა არ აკისრია, ბოდიშს უხდის დარბაზში საქართველოს ნაკრების საქომაგოდ მოსულ ათასობით გულშემატკივარს. სამწუხაროდ, ფედერაციას არ გააჩნია საკუთარი დარბაზი, რათა საერთაშორისო და შიდასაჩემპიონატო მატჩებს უმასპინძლოს და მათ გამართულად ჩატარებაზე გულშემატკივარის წინაშე სრული პასუხისმგებლობა აიღოს“, – ნახსენებია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

დასანანი მარცხი ბოსნიასთან

მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ახალაგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თურქეთთან შთამბეჭდავი გამარჯვებთ დაიწყო – ქართველებმა მეტოქეს 39 ქულით მოუგეს.

დღეს ჩვენმა ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა, რომელშიც მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ბოსნიის ნაკრები იყო. შეხვედრამ ბრძოლაში ჩაიარა და, სამწუხაროდ, ბოსნიელთა გამარჯვებით, 81:74 დასრულდა.

ხვალ ქართველები რიგით მესამე მატჩს გამართავენ – ჩვენი მეტოქე ამჯერად ლატვიის ნაკრები იქნება

ვან პერსი: „მეტი გოლის გატანა შეგვეძლო“

ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რობინ ვან პერისმ ლატვიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი შეაჯამა, რომელის მისმა გუნდმა ანაგრიშით 2:0 მოიგო.

„ლატვია თავის ნახევარზე დარჩენას ცდილობდა, ჩვენ კი – მუდმივად ვუტავდით. როდესაც გავიტანეთ, ყველაფერი გასაგები გახდა.

პირველ ტაიმში ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. ვფიქრობ, მაშინ კიდევ 2-3 გოლის გატანა შეგვეძლო“, – განაცხადა ვან პერსიმ.

უეფამ კვირის საუკეთესო გოლი დაასახელა (ვიდეო)

თურქეთის ეროვნული გუნდის მოთამაშე ბილალ კისას მიერ ლატვიის ნაკრების კარში გატანილი ბურთი უეფამ კვირის საუკეთესო გოლად დაასახელა.

მატჩის 47-ე წუთზე კისამ შორეული ეფექტური დარტყმით გაუტანა ლატვიელებს, თუმცა 54-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტის საშუალებით ანგარიში გაათანაბრეს და გუნდებმაც ქულები გაიყვეს — 1:1