ლებრონ ჯეიმსი: „10-წლიან კონტრაქსა და 300 მილიონ დოლარს სიამოვნებით დავთანხმდებოდი“

ცოტა ხნის წინ ბეისბოლის მოთამაშემ მიგელ კაბრერამ „დეტროიტ ტაიგერსთან“ 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ამ პეროდში იგი ხელფასის სახით ჯამში 292 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება „მაიამი ჰიტის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გაუზიარა.

„მე უბრალოდ ვთქვი: „ვაუ“. კარგი იქნებოდა, თუ მსგავსი რამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშიც მოხდებოდა“.

კაბრერა ბეისბოლში საუკეთესოა, საუკეთესოები კი სათანადო ხელფასს უნდა იღებდნენ. პირადად მე, დიდი სიამოვნებით გავაფორმებდი 10-წლიან კონტრაქტს და 300 მილიონზე უარს არ ვიტყოდი“, – განუცხადა ფლორიდელთა ფორვარდმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი: „მსურს, რომ „კლივლენდ კავალიერსმა“ ჩემი სათამაშო ნომერი გააუქმოს“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი იმედოვნებს, რომ „კლივლენდ კავალიერსი“ მის 23 ნომერს გააუქმებს.

„მსურს, რომ „კლივლენდში“ ამ ნომრით არავინ აღარ ითამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი საზრუნავი არ არის. ვფიქრობ, ყველა სპორტსმენი ამაზე ოცნებობს. ნომრის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ წარმატებული იყავი“, – განუცხადა ლებრონმა „Palm Beach Post“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსმა ნიღბის მოხსნა გადაწყვიტა

„ჩიკაგო ბულსთან“ მატჩის წინ „მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ სპეციალური ნიღბით აღარ ითამაშებს.

„ამ ნიღაბში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ“, – განაცხადა ლებრონმა.

წინასწარი ვარაუდით, ჯეიმსს, რომელმაც 20 თებერვალს ცხვირი გაიტეხა, ნიღბით კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა ეთამაშა.

ჯამში ნიღბით ფლორიდელთა ლიდერმა ოთხი მატჩი ჩაატარა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი „ნიქსთან“ თამაშს გეგმავს

„მაიამი ჰიტის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ხუთშაბათს „ნიუ-იორკ ნიქსთან“ ჩასატარაბელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, რის შესახებაც Sun Sentinel-ის ჟურნალისტი აირ ვინდერმანი წერს.

სავარაუდოდ, აღნიშნულ მატჩში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი MVP დამცავი ნიღბით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, „ოკლაჰომა სიტი თანდერთან“ თამაშისას, ლებრონმა ცხვირი მოიტეხა, რის გამოც „ჩიკაგო ბულსთან“ შეხვედრა გამოტოვა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი: „MVP-ს ტიტული ჩემთვის მთავარი არ არის“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის სეზონის MVP-ს ტიტულის მოგება მისი მთავარი მიზანი არ არის.

„ამ ტიტულზე ნაკლებად ვფიქრობ. რა თქმა უნდა, MVP-ს ტიტული კარგია. როდესაც მას ვიგებ, პირველ რიგში, მადლობას თანაგუნდელებს ვუხდი. ჩემთვის გუნდის MVP-დ ყოფნა გაცილებით მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, აღნიშნული პრიზის კიდევ ერთხელ მოგებით ბედნიერი ვიქნები“, – განუცხადა ჯეიმსმა The Bleacher Report-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტელეტოვიჩმა ლებრონ ჯეიმსსა და „მაიამი ჰიტს“ დასცინა

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა მირზა ტელეტოვიჩმა რამდენიმე დღის წინ „მაიამი ჰიტთან“ მატჩში ლებრონ ჯეიმსზე თამაშის წესები დაარღვია, რის შედეგადაც, ამ უკანასკვნელმა ბოსნიელთან საქმის გარჩება დაიწყო.

დღეს თავისი ტვიტერის გვერდზე ტელეტოვიჩმა აღნიშნული ეპიზოდი ახალი სურათით გაიხსენა, რომელსაც შემდეგი კომენტარი დაუმატა:

„ზედიზედ ხუთი წელი. წინ, „ბრუკლინ“! lol ;)“

Teletovic Twitter

„მარკამ“ საუკეთესო არაესპანელი სპორტსმენები დაასახელა

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ 2013 წლის საუკეთესო არაესპანელი სპორტსმენები დაასახელა. გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, პირველი ადგილი მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა, რომელსაც მართლაც გასაოცარი სეზონი ჰქონდა.

რონალდუმ ხმათა 24,5 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ფორმულა 1-ის წარმომადგენელი, „რედ ბულის“ გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი, რომელიც 2013 წელს მსოფლიოს ჩემპიონი მიჯრით მეოთხედ გახდა. მან ხმათა 21 პროცენტი მიიღო.

მესამე პოზიცია NBA-ს ვარსკვლავმა, „მაიამი ჰიტის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა დაიკავა, რომელსაც ხმათა 16 პროცენტი ხვდა წილად.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ 9 პროცენტით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ბექა დოგრაშვილი

ლებრონი და დურანტი საუკეთესონი არიან

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტის ცნობით, წინა კვირას დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო მოთამაშე „მაიამი ჰიტის“ ლდიერი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც თავის გუდნთან ერთად ოთხივე მატჩი მოიგო და ერთ შეხვედრაში მისმა მონაგარმა 29 ქულა და 6 მოხსნა შეადგინა.
რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციას, მასში საუკეთესო „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ლიდერი კევინ დურანტი გახდა, რომლის გუნდმაც ასევე ყველა თამაში მოიგო. თავად მოთამაშის მონაგარმა კი 27 ქულა და 12 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსმა ათ ქულაზე მეტი ზედიზედ მე-500 მატჩში დააგროვა

„მაიმი ჰიტის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეხუთე მოთამაშე გახდა, რომელმაც ზედიზედ მე-500 მატჩში ათი და ათზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხა. ამის შესახებ ცნობას ESPN.com-ი ავრცელებს. „ტორონტო რეპტორსთან“ შეხვედრაში, რომელიც ფლორიდელებმა ანგარიშით 104:95 მოიგეს, ლებრონის მონაგარმა 35 ქულა, 8 მოხსნა და 8 გადაცემა შეადგინა.

ჯეიმის გარდა, მსგავსი შედეგით სხვადასხვა წლებში თავი მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარმა (787 მატჩი და 508 მატჩი), მაიკლ ჯორდანმა (866 შეხვედრა), კარლ მელოუნმა (575 თამაში) და მოუზეს მელოუნმა (526 დაპირისპირება) გამოიჩინეს.

ბოლოს, ჯეიმსმა ექვს ქულაზე ნაკლები 2007 წლის 5 იანვარს დააგროვა, როდესაც მისი გუნდის მეტოქე „მილუოკი ბაქსი“ იყო.

ალექსანდრე მატევოსოვი