დი მარიამ მესის საუკეთესო არგენტინელი ლეგიონერის ტიტული წაართვა

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არგენტინელი ჟურნალისტები ლიონელ მესის წლის საუკეთესო ლეგიონერად ასახელებდნენ.

ამჯერად, წლის საუკეთესო არგენტინელად, რომელიც საზღვარგარეთ თამაშობს, არა ლეო, არამედ ანხელ დი მარია გახდა. გასულ სეზონში დი მარიამ მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ანხელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაბარგდა.

არგენტინის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი „ველეს სარსფილდის“ თავდამსხმელი ლუკას პრატო დასახელდა, რომელიც უახლოეს დროში ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროში“ გადავა.

ლიონელ მესიმ იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო მოტა გააცინა (ვიდეო)

10 დეკემბერს, კატალონიის “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული შეხვედრის დაწყების წინ, კამერებმა საკმაოდ სახალისო კადრი დააფიქსირეს.

მიულერი: ”ძნელი იქნება საუკეთესოს გამოვლენა”

მიუნხენის ”ბაიერნის” ფეხბურთელმა, თომას მიულერმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ ”ოქროს ბურთზე” გამარჯვებულის გამოვლენა რთული იქნება.

”ძნელია იმის თქმა, თუ ვინ იმსახურებს ”ოქროს ბურთს” ყველაზე მეტად. ნოიერმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. ასევე რონალდოსა და მესის ჰქონდათ ჩინებული წელიწადი. ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ იმედი მაქვს ჯილდოს ნოიერი დაეუფლება. ისინი ცდებიან, რომლებიც ნოიერს ყველაზე ნაკლებად მოისაზრებენ ”ოქროს ბურთის” მოგების ერთადერთ კანდიდატად,” –  განაცხადა თომას მიულერმა.

„რეალი“, შესაძლოა, „ბარსელონას“ გამო დასაჯონ

ესპანეთის ლიგამ ტრიბუნებზე შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო პრიმერას კლუბების დასჯა გადაწყვიტა, მათ შორის ერთ-ერთი მადრიდის „რეალიცაა“.

„ბლანკოსი“, შესაძლოა, იმისთვის დასაჯონ, რომ შაბათს „სელტასთან“ მატჩის დროს გულშემატკივრები „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის მისამართით შეურაცხმყოფელ სიმღერებს მღეროდნენ.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მატჩის მთავარ არბიტრს მატჩისშემდგომ ოქმში ამ ფაქტის შესახებ არ დაუწერია. ამის მიუხედავად, ესპანეთის პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი სიტუაციაში გარკვევას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, „ატლეტიკოსა“ და „დეპორტივოს“ ფანების შეტაკების შედეგად, „დეპორტივოს“ ერთ-ერთი ფანი დაიღუპა, რის შემდეგაც ლიგამ მსგავსი ფაქტების გამო ზომების მიღება გადაწყვიტა.

ჰალილოვიჩმა მესის სტილში გაიტანა (ვიდეო)

როგორც ჩანს, ხორვატი ვუნდერკინდი ალენ ჰალილოვიჩი მომავალში ლიონელ მესის შესაცვლელად ემზადება.

სეგუნდა დივიზიონის მე-16 ტურში „ბარსელონას“ მეორე გუნდმა „ჟირონა“ დაამარცხა. ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში სწორედ 18 წლის ტალანტმა გაიტანა, რომელსაც ლიონელ მესის მომავალ შემცვლელადაც კი მოიაზრევენ.

ამჟამად „ბარსელონას“ მეორე გუნდი სეგუნდას მე-12 ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „მალიორკას“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

სქოულზმა მესის სუსტ მხარეზე ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზე ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

“ბარსელონას თამაშებს ტელევიზიით ვადევნებ თვალს. შემიძლია ვთქვა, რომ წინა ფორმაციის გუნდისგან არაფერი აღარაა დარჩენილი. მართალია, კატალონიელები კვლავ მოკლე პასებით თამაშობენ, თუმცა თამაშის ტემპი და დრაივი გაქრა.

რაც შეეხება მესის, თავისი მიღწევებით ის სხვებთან შედარებით განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, თუმცა მგონია, რომ “ბარსას” სხვა მოთამაშეების მსგავსად მასსაც მოსწყიონდა. ბურთის დაკარგვის დროს ის ადრეც არ ბრუნდებოდა უკან, მაგრამ ახლა ის მოედანზე მინიმალურად მოძღაობს” – აღნიშნა სქოულზმა.

დოკუმენტური ფილმი – ”მესი”

საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთ საინტერესო ნაშრომს იხილავს ფეხბურთის შესახებ. ფილმი სახელწოდებით ”მესი” ხორხე ვალდანოს სცენარით გადაიღეს. ინფორმაციას ”ბარსას” ოფიციალური ვებსაიტი ავრცელებს. ფილმში მონაწილეობა მიიღეს: ხავიერ მასკერანომ, ანდრეს ინიესტამ, ხერარდ პიკემ, ალეხანდრო საბელიამ და იოჰან კრუიფმა.

ფილმში ასევე ნახსენები იქნება, არგენტინელის ბოლოდროინდელი მიღწევები. შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი ”ლა ლიგის” საუკეთესო ბომბარდირია. მან ასევე ”ჩემპიონთა ლიგაზე” გადაასწრო მადრიდის ”რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, რაულს. ფილმის პრეზენტაცია ესპანეთში 1 იანვრისთვისაა დაგეგმილი.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

„ბარსელონა“ მესის ყვითელ ბარათს გაასაჩივრებს

„ბარსელონა“ „ვალენსიასთან“ პრიმერა დივიზიონის მეცამეტე ტურის მატჩში ლიონელ მესის ყვითელი ბარათის გაუქმების მოთხოვნით გამოვა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის 94-ე წუთზე, როდესაც „ბარსელონამ“ გოლი გაიტანა, „ვალენსიას“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მესის წყლით სავსე ბოთლი ესროლა. არგენტინელმა ამაზე არბიტრს მიანიშნა, პასუხად კი ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩის შემდეგომ მსაჯმა დავიდ ფერნანდესმა დაწერა, რომ არგენტინელი ყვითელი ბარათით დროის გაყვანის გამო დასაჯა.

დეკუ: „ერთ მშვენიერ დღეს მესი სხვა კლუბში გადავა“

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი დეკუ დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი ოდესმე სხვა კლუბში გადაბარგდება.

„ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ლეო წავა, მოვლენების სხვა განვითარებას არც ელოდოთ. ყველაფერი დასასრულს უახლოვდება. მესმის, როდესაც საუბარი დიდებულ ფეხბურთელებზეა, სხვადასხვა ვარაუდებიც ჩნდება, თუმცა გუნდში სამუდამოდ არავინ რჩება. დიდი მოთამაშეები და მწვრთნელები მიდიან და მოდიან.

„ბარსელონაში“ მესის ისტორიის გათვალისწინებით, მისი რომელიმე სხვა კლუბის რიგებში წარმოდგენა რთულია. შესაძლოა, ყველაფერი უკვე ერთ წელიწადში მოხდეს. „ბარსელონამ“ ლეო უბედნიერესი უნდა გახადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შენარჩუნება შეუძლებელი იქნება“, – განუცხადა დეკუმ გამოცემა „მარკას“.

Daily Express: 250 მილიონი მესის სანაცვლოდ

Daily Express ცნობით “ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს შეიცვლის.

წყარო იუწყება, რომ არგენტინელის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს და მზად არის მოთამაშეში სარეკორდო 250 მილიონი ევრო გადაიხადოს. საინტერესოა, რომ მსგავსი ინფორმაცია დღეს ესპანურმა AS-მაც გაავრცელა.

შეგახსენებთ, მესიმ უკანასკნელ ორ შეხვედრაში გატანილი გოლებით პრიმერას და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შეუძლია თუ არა ვინმეს მესის რეკორდების გაუმჯობესება? (ვიდეო)

მოგეხსენებათ, შაბათს „სევილიასთან“ მატჩში ლიონელ მესიმ ჰეთთრიკი შეასრულა, რისი წყალობითაც ესპანეთის პრიმერა დივიზონის ყველა დროის საუკეთესო ბობმარდირი გახდა.

მოახერხებს თუ არა ვინმე ლიონელის რეკორდების გაუმჯობესაბას? ამ კითხვას „Talk Sport“-მა ვიდეო მიუძღვნა.

რონალდინიომ მესის წარმატება მიულოცა

„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდინიომ ლიონელ მესის ესპანეთის ლა ლიგას სიტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა მიულოცა.

„გილოცავ, ჩემო მეგობარო, შენ ეს დაიმსახურე. ისტორიის ნაწილად ყოფნა, ისაა, რითაც უნდა იამაყო“, – დაწერა რონალდინიომ თავისი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ შაბათს „სევილიასთან“ მატჩში მესიმ ჰეთთრიკი შეასრულა და 253 გოლით ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

untitled