ლეო მესის რეკორდი

6 მაისს, ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში კატალონიურმა “ბარსელონამ” “ვილიარეალი” გამანადგურებელი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში “ბლაუგრანას” 29 წლის ლიდერმა, ლიონელ მესიმ დუბლის გაფორმება მოახერხა, რითიც ახალი რეკორდიც დაამყარა.

არგენტინელი გოლეადორი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში 100-ჯერ შეძლო დუბლის გაფორმება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე გოლი მესიმ პენალტის მეშვეობით გაიფორმა. ეს მის მიერ ზუსტად შესრულებული რიგით 73-ე თეთრმეტმეტრიანი იყო.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დამთავრდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედიფნალი. საინტერესო რვა მატჩის შემდეგ, ნახევარფინალში “რეალი”, “მონაკო”, “იუვენტუსი” და “ატლეტიკო” გავიდნენ.

Goal.Com-ი 1/4 ფინალის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ბიურკი, მატეუ, პიკე, სოკრატისი, პისჩეკი, ბენდერი, მასკერანო, ვიდალი, ოკაზაკი, სუარესი, მესი.

 

ლიონელ მესის საიუბილეო გამარჯვება

დღეს “ლა ლიგის” 24-ე ტურის მატჩში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ.

საგულისხმოა, რომ ეს მოგება არგენტინელისთვის “ბარსელონას” რიგებში ყველა ტურნირზე რიგით მეოთხასე იყო. ისე კი, “ბლაგურნას” “ათიანს” ამ გუნდის მაისურით 566 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან დარჩენილი 166 მატჩიდან 102 ფრედ ითამაშა, ხოლო 64 წააგო.

ცნობისთვის, გეტყვით, რომ ნახსენები 566 დაპირისპირებიდან, მესიმ 369 “ლა ლიგაში” ჩაატარა, 112 ჩემპიონთა ლიგაზე, 61 “კოპა დელ რეიზე”, 15 ესპანეთის სუპერ თასზე, ხუთი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ხოლო ოთხი უეფას სუპერ თასზე.

კარიკატურა: რამ შეაშინა ლიონელ მესი ეგვიპტეში ყოფნის დროს? (ფოტო)

21 თებერვალს ლიონელ მესი ეგვიპტეში ჩაფრინდა. აფრიკულ ქვეყანაში ვიზიტის მიზანი იყო იმ ორგანიზაციის დახმარება, რომელიც ცე ჰეპატიტით დაავადებული ბავშვების მკურნალობას უწევს ორგანიზებას.

“ბლაგურნას” სუპერვარსკვლავი გიზას პირამიდასთან ახლოს მდებარე სასტუმროში იმყოფებოდა. ომარ მომანის აზრით, იქ ყოფნის დროს, მესი მუმიებმა შეაშინეს.

 

რამდენი ადამიანი დატოვა მესიმ პირდაღებული თავისი გოლით?

მადრიდული გამოცემა, Marca ძალზედ საინტერესო და სახალისო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც იცით, სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის ეგიდით გამართულ მატჩში ლეო მესიმ კვლავ გაიბრწყინა და ბევრი გულშემატკივარი დატოვა პირდაღებული.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, Marca-ს ჟურნალისტებმა ყურადღება სწორედ ამ მომენტსა და გაოგნებულ ადამიანებზე გაამახვილეს და გაარკვიეს, რომ მესის ამ გოლმა 40 ადამიანი დატოვა პირდაღებული.

Partido de ida semifinales de Copa del rey entre Atlético y Barcelona. Gol de Messi 0-2. El público asombrado

ლუის ენრიკე: “მესი ძალიან ცუდ ფორმაში იყო”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც “მალაგასთან” ფრედ დასრულებული მატჩის დაწყებამდე ლეო მესის განაცხადიდან “ამოგდება” გახდა საჭირო.

“მესი ძალიან, ძალიან ცუდ ფორმაში უნდა იყოს, თამაში რომ გამოტოვოს – სხვა შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა. მაგრამ, ახლა ყველაფერი კარგად არის, მან უკვე დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი.

მართალია, მესი დავკარგეთ, ისევე როგორც სუარესი, მაგრამ თამაშებს გუნდი იგებს და არა კონკრეტული ფეხბურთელები.

ფეხბურთელებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს, მსგავსად ფანებისა, თუმცა რას ვიზამთ. მათი ათივე ფეხბურთელი საკუთარ საჯარიმოს იყო მიჯაჭვული, სივრცეების შექმნა თითქმის შეუძლებელი იყო.

ქულების დაკარგვა დაგეგმილი არ გვქონდა, ამიტომაც არიან ჩემი ფეხბურთელები ასეთი განაწყენებულები.”

ერიკ კანტონა: “მესი ღარიბების ჯასტინ ბიბერია”

ერიკ კანტონა ყოველთვის ახერხებს ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვედრას თავისი გამომწვევი კომენტარებით. ამჯერად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა “ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესის იმიჯს შეეხო.

“რა ხდება ლიონელ მესის თავს? შეღებილი თმა, ქერა თმები, წითელი წვერი? ნუთუ ის რომელიმე ბენდის სოლისტი გახდა?

როდესაც მან ტატუ გაიკეთა, არაფერი მითქვამს, მაგრამ ეს? ვისი იდეაც არ უნდა ყოფილიყო ეს, შერცხვენილი უნდა იყოს. ჩვენი გმირი ღარიბების ჯასტინ ბიბერად გადააქციეს.” – განაცხადა კანტონამ Eurosport-თან საუბრისას.

ფერნანდინიომ მესისთან შელაპარაკების ფაქტი კატეგორიულად უარყო

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი, ფერნანდინიო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მას “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ ლეო მესისთან შელაპარაკება მოუვიდა.

პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სამშაბათს გამართული მატჩის შემდეგ (“სიტი” 3-1 “ბარსელონა”), გასახდელისკენ მიმავალ მესის მასპინძელთა ერთ-ერთ ფეხბურტელთან მოუვიდა შელაპარაკება. მესიმ ამ უკანასკნელს გიჟი უწოდა (“Imbecile”).

“ძალიან კარგად ვიცი, საიდან მოდის ასეთი ტიპის ჭორები და ვინ ცდილობს სიტუაციის დაძაბვას. გარწმუნებთ, ყოველივე ეს მტკნარი სიცრუეა, რადგანაც მატჩის შემდეგ მე “ბარსელონას” არცერთ წარმომადგენელთან არ მქონია რაიმე სახის კონტაქტი.

ინტრიგების ხლართვა და ვინმეს პროვოკაციაზე წამოგება ჩემი სტილი არ არის, მე ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც მოედანზე, ისევე მის გარეთაც.” – განაცხადა ფერნანდინიომ.

გაიცანით ლეო მესის ბრაზილიელი ორეული (ფოტოები)

ბრაზილიის მოქალაქემ, რომელიც ძალიან ჰგავს მსოფლიო ვარსკვლავ ლეო მესის, ამ კვირაში სოციალური მედიის ყურადღება მთლიანად მიიპყრო.

უსაფრთხოების გამო, ფეხბურთის გულშემატკივარი პირადი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგია, თუმცა მან უკვე გახსნა “ტვიტერის” ანგარიში, სადაც რამდენიმე ფოტო უკვე ატვირთა:

სოციალურ ქსელში მან ასეთი გზავნილი გაავრცელა: “მე მესის ორეული ვარ. აქამდე ეს ძალიან უჩვეულოდ მიმაჩნდა, თუმცა უკვე მომწონს, რომ ხალხი მას მამსგავსებს.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბრაზილიის მოქალაქე უახლოეს მომავალში თმების თეთრად შეღებვასაც აპირებს, რათა კიდევ უფრო მეტად დაემსგავსოს არგენტინელ ფეხბურთელს.

ბართომეუ: “მესის შესაძლებლობებისთვის საზღვარი არ არსებობს”

კატალონიური “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლის სტატუსს ინარჩუნებს და რომ გუნდი მის შენარჩუნებას კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შეძლებს.

“ამჟამად მესის კლუბთან კონტრაქტი რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე აკავშირებს (2018), რაც ძალიან გვახარებს. ბედნიერები ვართ. ამ დროისთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა.

არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეცდებით მის დარწმუნებას იმაში, რომ ეს მისთვის საუკეთესო ადგილია. ჩვენ მასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე თვეში წამოვიწყებთ.

მესი მხოლოდ 29 წლის არის, მაგრამ თუ მის თამაშებს დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ მას ასაკი არ ეტყობა. მან ფეხბურთში ცვლილებები განახორციელა. ფაქტია, რომ მისთვის საზღვრები არ არსებობს.” – განაცხადა მან.

მესიმ სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო

სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის: სამ კვირიანი ტრავმის შემდეგ, “ბლაგურნას” ლიდერი,  ლიონელ მესი ვარჯიშს დაუბრუნდა. მან დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ არგენტლინელმა ტრავმა წინა თვეში მიიღო, როცა კატალონიელები მადრიდში ადგილობრივ “ატლეტიკოს” უპირიპირდებოდნენ.

დიდი ალბათობით, ლეო 15 ოქტომბერს, კამპ ნოუზე გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწიელობას, სადაც “ბარსელონა” “დეპორტივოს” უმასპინძლებს.

ვის რამდენი ჰეთრიკი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე? საუკეთესო ხუთეული… (ფოტო)

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონამ” “სელტიკი” 7:0 გაანადგურა. მესიმ ამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. საგულისხმოა, რომ ეს არგენტინელის მეექვსე ჰეთრიკი იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.

ამ მხრივ საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება