სპეციალურად გამართულ ორ საშობაო ვახშამზე “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა 450-ზე მეტი ადგილობრივი პენსიონერი მიიწვიეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი წვეულება “ლივერპულმა” წელს პირველად დაგეგმა.
ორშაბათს სტუმრებზე “წითლების” ელჩმა, გარი მაკკალისტერმა იზრუნა, სამშაბათ დღეს კი – “ევერტონის” ექს-ფეხბურთელმა, იან სნოდინმა.
აღნიშნულ ღონისძიებას მხარი “ევერტმაც” დაუჭირა, რაც მათი მხრიდან ნამდვილად დასაფასებელი საქციელია.
81 წლის დოთ ჰიგინსმა წვეულების შემდეგ განაცხადა:”ძალიან კარგი დრო გავატარე “ენფილდზე”. დიდი სიამოვნება მივიღე, რომელიც ამ მშვენიერ გარემოში ჩემს მეგობრებსაც გავუზიარა.”