ფეკირი “ლივერპულში” სათამაშო ნომერს ირჩევდა, როდესაც “ლიონმა” ტრანსფერი ჩაშალა

ნაბილ ფეკირის ტრანსფერი “ლიონიდან” მერსესაიდის “ლივერპულში” ბოლო წამს ჩაიშალა. ამ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

როგორც იცით, ფეკირს უკვე გავლილი ჰქონდა სამედიცინო შემოწმება და ძალიან ახლოს იყო “ენფილდზე” გადაბარგებასთა. ფრანგული გამოცემების მიხედვით, ის უკვე თავისი სათამაშო ნომრის არჩევაზე ფიქრობდა, როდესაც ტრანსფერი ჩაიშალა.

“ლივერპულს” გარკვეული ეჭვები ჰქონდა ფეხბურთელის ფიზიკურ მზადყოფნასთან დაკავშირებით. 2015 წელს მიღებული ტრავმის კვალი მას დღესაც ეტყობა, ამის ხარჯზე მერსესაიდელებმა ტრანსფერის პირობების შეცვლა სცადეს, თუმცა “ლიონმა” საქმე მაშინვე დახურა.

“ლივერპული” “გენტის” ახალგაზრდა ფეხბურთელს უახლოვდება

ბელგიური “გენტის” გარემარბი მოზეს საიმონი, რომელიც მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება, შესაძლოა უახლოეს მომავალში “ლივერპულის” მაისურით ვიხილოთ.

“ლივერპულის” სკაუტები მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაესწრნენ 22 წლის ნიგერიელი ფეხბურთელის თამაშს და თვლიან, რომ ეს ტრანსფერი ნამდვილად ღირს 11 მილიონი ევრო.

ბელგიის ჩემპიონატის 29 მატჩში მოზეს საიმონმა ექვსი გოლი გაიტანა და საკუთარ ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. სამწუხაროდ, მუხლის ტრავმის გამო ეს უკანასკნელი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიური “გენტის” რიგებში საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძეც ირიცხება.

ფეკირი “ლივერპულში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ლივერპული” “ლიონს” ნაბილ ფეკირის ტრანსფერთან დაკავშირებით შეუთანხმდა. მოლაპარაკებებს იურგენ კლოპი ხელმძღვანელობდა.

როგორც ცნობილი ხდება, 24 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა “ლივერპულში” სამედიცინო შემოწმება მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაიაროს.

L’Equipe-ს ცნობით, “ლიონი” “ლივერპულისგან” 65 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, გუნდები 7 მილიონის ოდენობის ბონუსებზეც შეთანხმდნენ.

გასულ სეზონში ნაბილ ფეკირის ანგარიშზე 37 მატჩში გატანილი 22 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სალაჰის წარმომადგენლებმა ფეხბურთელი “ბარსელონას” შესთავაზეს

მერსესაიდის “ლივერპულის” ვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი, შესაძლოა სულ მალე “ბარსელონას” რიგებშიც ვიხილოთ. ამ ინფორმაციას მადრიდული გამოცემა As ავრცელებს.

ესპანური წყაროს ცნობით, მოჰამედ სალაჰის წარმომადგენლებმა თავად შესთავაზეს ტრანსფერი “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებს. ერთადერთი რამ, რაც ტრანსფერს აფერხებს ფასია – “ლივერპული” მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს.

როგორც იცით, კატალონიელები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ ანტუან გრიზმანის დამატებას, თუმცა ბოლო დროს ტრანსფერი საეჭვოდ გაჭიანურდა. მის ალტერნატივად კი სწორედ ეგვიპტელი თავდამსხმელი ჩნდება.

რამოსი: “მხოლოდ ფირმინოს არ უთქვამს, რომ ჩემი ოფლის წვეთი მოხდვა და გაცივდა”

სერხიო რამოსი თავს არაკომფორტულად გრძნობს, რადგან ჯერ იგი მოჰამედ სალაჰის, ხოლო შემდეგ რობერტო ფირმინოს ტრავმაში დაადანაშაულეს.

აღნიშნულ თემაზე თავად მადრიდელთა კაპიტანმა ისაუბრა.

“ჯანდაბა, ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ სალაჰის ინციდენტს. არ მსურდა ამაზე საუბარი, რადგან ეს ამბავი გააბუქეს. ვნახე ვიდეო, ის ჩემს მხარს ჩაებღაუჭა და მეორე მხარეს გადავიხარე. ტრავმა სხვა მხარზე მიიღო და ხალხი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჩემი ძიუდოს ილეთის ბრალია. ამის შემდეგ მეკარემ თქვა, რომ მას იდაყვი ჩავარტყი. მხოლოდ ფირმინოს არ უთქვამს, რომ ჩემი ოფლის წვეთი მოხდვა და გაცივდა” – აცხადებს ესპანელი.

ბენზემა ფინალში გატანილ გოლზე: “ეს იღბლის დამსახურება არ იყო”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალში, მერსესაიდის “ლივერპულის” მეკარის, ლორის კარიუსის შეცდომის შემდეგ, ანგარიში გახსნა. იმ მომენტზე ფრაგნმა კომენტარი გააკეთა.

“ეს გოლი იღბლის დამსახურება არ იყო. შენ სწორ დროს სწორ ადგილზე უნდა იყო. არ მჯერა იღბლის, მხოლოდ მძიმე შრომის მწამს. შესაძლოა, ეს მარტივი გოლი იყო, თუმცა იმ ადგილზე უნდა ყოფილიყავი, რომ გაგეტანა,” – ამბობს ალჟირელი.

სერხიო რამოსს ტელეფონის ნომრის შეცვლა მოუწია

სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებით კიდევ ერთი ოცნება აიხდინა, თუმცა მატჩის შემდეგი დღეები მისთვის არც ისე სასიამოვნო გახდა.

საქმე იმაშია, რომ ესპანელ მცველს ძალიან ბევრმა ადამიანმა დაურეკა, რომლებიც კაპიტანს სხვადასხვა რამით ემუქრებოდნენ. ეს მუქარები დაკავშირებულია მასსა და მოჰამედ სალაჰს შორის მომხდარ ორთაბრძოლასთან, რის შემდეგაც ეგვიპტელმა მხრის ტრავმა მიიღო, შეხვედრა ნაადრევად დატოვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ ან ორ შეხვედრას გამოტოვებს. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა იმან, რომ ეგვიპტურმა პრესამ “ყასაბად” შერაცხა რამოსი და დაწერა, რომ ახლა მთელი ქვეყანა ტირის.

საბოლოო ჯამში, “ბლანკოსის” ფეხბურთელი იძულებული გახდა, რომ ტელეფონის ნომერი შეეცვალა და ამით აერიდებინა თავი უსიამოვნო ზარებისგან.

 

 

 

“ჩელსი” კურტუასთან ახალ კონტრაქტს ვერ ათანხმებს

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი კარის დარაჯი, ტიბო კურტუა, რომელიც მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება, კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები 26 წლის მეკარის გაყიდვის ვარიანტსაც განიხილავენ. მის გარშემო არსებულ სიტუაციას “რეალისა” და “ლივერპულის” მესვეურები აკვირდებიან.

კურტუას წასვლის შემთხვევაში, “არისტოკრატები” მის შეცვლას “რომას” მეკარის, ალისონის, გადაბირებით გეგმავენ. საინტერესოა ისიც, რომ ამ “რეალი” და “ლივერპული” ალისონსაც აკვირდებიან.

როგორ შეიცვალა სოციალურ ქსელში კარისუსის გამომწერთა რაოდენობა ფინალის შემდეგ?

“ლივერპულის” მეკარის, ლორის კარიუსის, კატასტროფულად ცუდი ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (1:3), ერთი მხრივ, მისთვის მომგებიანიც აღმოჩნდა – ეს უკანასკნელი სოციალურ ქსელში ახლა გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე ფინალამდე.

საქმე ის არის, რომ საერთო ჯამში მისი გამომწერების რაოდენობა 71.83 პროცენტით გაიზარდა (+ 1.1 მილიონი). ინსტაგრამზე მისი გამომწერების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა (+92%).

ტვიტერზე ბოლო დღეების მანძილზე კარიუსი კიდევ 91 000-მა მომხმარებელმა გამოიწერა (+24.7%), ფეისბუქზე – 88.400 (+55.7%).

იურგენ კლოპმა ფაბინიოს ტრანსფერი შეაფასა

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, მიიჩნევს, რომ ფაბინიოს დამატებით “მერსესაიდელებმა” არა მარტო პროფესიონალი ნახევარმცველი, არამედ დიდებული პიროვნებაც შეიძინეს.

“ფანტასტიკური ფეხბურთელი და ამავდროულად ფანტასტიკური პიროვნება დავიმატეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრანსფერით. მისი მიდგომა ვარჯიშზე, თამაშისას ყველასათვის სანიმუშოა. მისი ოჯახიც ძალიან თბილი და საყვარელია – ასეთი პიროვნების დამატებით ჩვენი გასახდელი კიდევ უფრო ძლიერდება.

მას საკმარისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები აქვს, რომ რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს – “ორიანის”, “ოთხიანისა” და “რვიანის” როლში. ყველაფერთან ერთად, ის ტაქტიკური თვალსაზრისითაც ძალიან ჭკვიანია და ჩვენს გუნდს ახალ ეტაპზე აიყვანს. ასეთი რამის თქმა ბევრ ფეხბურთელზე არ შემიძლია,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

კარიუსსა და მის მეგობარ გოგონას სიკვდილით ემუქრებიან, გამოძიება დაწყებულია

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ნაჩვენები საშინელი თამაშის შემდეგ, რამაც მეტწილად განაპირობა “ლივერპულელთა” მარცხი, ლორის კარიუსს ბევრი მტერი გამოუჩნდა.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გერმანელ მეკარესა და მის მეგობარ გოგონას სიკვდილით ემუქრებიან. ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

The Telegraph მუქარის წერილებს საჯაროდ აქვეყნებს:

– “შენც მოგკლავ და შენს მეგობარ გოგოსაც.”

– “შენი შვილები სიმსივნისგან უნდა მოკვდნენ, ღირსნი არიან.”

– ” იმედი მაქვს, მთელი შენი ოჯახი მოკვდება.”

“ლივერპული” რაიოლას დონარუმას ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა

“მილანის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა სულ მალე “ენფილდზე” ვიხილოთ. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, La Reppublica, ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ლივერპული” სერიოზულად არის დაინტერესებული ამ ტრანსფერით. მერსესაიდელები უკმაყოფიონი არიან ლორის კარიუსის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომებით და მზად არიან ყველაფერი გაიღონ უმაღლესი დონის მეკარის დასამატებლად.

ნიშანდობლივია ისიც, რომ “სკაუზერები” უკვე დაუკავშირდნენ მინო რაიოლას, დონარუმას აგენტს. მერსესაიდელები მზად არიან, 19 წლის მეკარის ტრანსფერში 40-45 მილიონი ევრო გადაიხადონ.

“როსონერში” კი აცნობიერებენ, რომ მინო რაიოლასთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, ეს უკანასკნელი ყველანაირად ეცდება, რომ ტრანსფერი შედგეს.